15 რჩევა, როგორ უნდა იაზროვნოს წარმატებულმა ადამიანმა

15 რჩევა, როგორ უნდა იაზროვნოს წარმატებულმა ადამიანმა

კარგ იდეას შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება. გთავაზობთ გაეცნოთ საუკეთესო რჩევებს ჯონ მაქსველის წიგნიდან „როგორ აზროვნებენ წარმატებული ადამიანები“.

1. აზროვნება ჰგავს სპორტს
ივარჯიშეთ, რომ უკეთესი გახდეთ. შექმენით „აზროვნების გრაფიკი“. Chick-Fil-A-ს გენერალური დირექტორი დენ კეტი აზროვნების ვარჯიშს ორ კვირაში ერთხელ ნახევარ დღეს უთმობს, თვეში სრულ დღეს და წელიწადში სამ-ოთხ დღეს.

2. მოძებნეთ რაზე შეგიძლიათ ენერგიის ფოკუსირება, შემდეგ კი გამოიყენეთ 80/20 წესი
თქვენი ენერგიის 80% მიმართეთ 20% ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებისკენ. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ყველგან, იცოდეთ და მოასწროთ ყველაფერი. თავი აარიდეთ ერთდროულად ბევრი ამოცანის ქონას, რადგან ძალების გაფლანგვა 40% ენერგიას დაგაკარგვინებთ.

3. მოაზროვნე ადამიანები საკუთარ თავს ცდიან ისეთი ტიპის ადამიანებთან, რომლებისგანაც იღებენ გამოწვევას.
თქვენც მეტი დრო გაატარეთ მსგავსი ტიპის ადამიანებთან და გამოცადეთ საკუთარი შესაძლებლობები.

4. ერთი საქმე გაქვთ? გინდათ სხვა მოიფიქროთ და განახორციელოთ?
„იდეას არსებობს მოკლე პერიოდი აქვს. თქვენ უნდა დაიწყოთ მოქმედება მანამ, სანამ ეს პერიოდი დასრულდება“ – ციტატა წიგნიდან „როგორ აზროვნებენ წარმატებული ადამიანები“.

5. აზრებს სჭირდება დრო განვითარებისთვის
ნუ ჩაიციკლებით პირველზე. გქონიათ შემთხვევა, როცა შუაღამით მოგსვლიათ რაიმე გენიალური იდეა, ხოლო დილით ის უკვე სასაცილოდ ჟღერდა? აზრმა უნდა მიიღოს ფორმა, გაიაროს შეკითხვების გამოცდა.

6. ჭკვიანი ადამიანები თანამშრომლობენ სხვა ჭკვიან ადამიანებთან
თუ გონიერი ადამიანები ერთად აზროვნებენ, საბოლოო შედეგი უმჯობესდება. ეს იგივეა, რომ უღრან ტყეში გზა მოძებნო. სწორედ ამიტომ არის ტვინის „შტურმი“ ეფექტური.

7. უარი თქვით საზოგადოდ მიღებულ აზრებზე
ძალიან ბევრი ადამიანი მოქმედებს და წყვეტს უკვე აპრობირებული მეთოდების მიხედვით იმ იმედით, რომ ვინმე მისული იქნება ამ საკითხში სწორ გადაწყვეტილებამდე. იმისათვის, რომ უარი თქვათ შაბლონურ აზროვნებაზე, თქვენ მშვიდად უნდა გადაიტანოთ დისკომფორტის გრძნობა. გახსოვდეთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა თავად იფიქროს საკუთარი საკითხების მოგვარებაზე, არის წარმატებული.

8. ჭკვიანი ადამიანები ყველაფერზე წინასწარ ფიქრობენ და ძალიან ცოტა ადგილს ტოვებენ სპონტანურობისათვის
სტრატეგიული გეგმის ქონით თქვენ მნიშვნელოვნად ამცირებთ შეცდომების დაშვების რისკებს. თუ თქვენ კარგად არ გესმით სად ხართ ეხლა და რა გინდათ, დიდი შანსია, რომ საერთოდ არსად არ იყოთ. სტრატეგიული აზროვნებისთვის გაითვალისწინეთ:

  • შეეშვით არსებულ ამოცანებს
  • კარგად დაფიქრდით, მაინცადამაინც ეს პრობლემა რატომ უნდა მოგვარდეს
  • მოძებნეთ მთავარი ამოცანები
  • შეისწავლეთ რესურსები
  • განალაგეთ სწორი ადამიანები სწორ ადგილებზე

ერთხელ ჰენრი ფორდმა თქვა: „არაფერი რთული არ არის, თუ საქმეს დავყოფთ რამოდენიმე ნაწილად“.

9. სხვაგვარად რომ იაზროვნოთ, სხვაგვარად უნდა იცხოვროთ
მოძბნეთ სამსახურში მიმავალი სხვა გზა, გაიცანით ახალი ადამიანები, წაიკითხეთ წიგნები, რომელბიც აქამდე მოსაწყენად გეჩვენებოდათ. აზრი იმაშია, რომ ახალი იდეები მჭიდრო კავშირშია ცხოვრების წესთან.

10. იმისათვის, რომ ღირსეულად შეაფასოთ სხვა იდეები, თქვენ უნდა დააფასოთ სხვისი იდეები
არ იფიქროთ, რომ თქვენ ყოველთვის მართალი ხართ. საშუალება მიეცით საკითხის გარშემო სხვების აზრიც ჩამოყალიბდეს.

11. თქვენ უნდა გქონდეთ სამოქმედო გეგმა – სამუშაო დღეზეც და შეხვედრაზეც
ბევრი ადამიანი სიას ადგენს მხოლოდ სამუშაო დღისთვის. ჭკვიანები კი ნახულობენ დროს იმისათვის, რომ მთელი კვირა, თვე ან წელი დაგეგმონ. შემდეგ კი მიყვებიან ამ გეგმას. ამასთან მოაზროვნე ადამიანები არ დადიან დაუგეგმავად შეხვედრებზე, კაფეში ან წვეულებებზე. ისინი ჯერ არკვევენ რა უნდათ ამ კონკრეტული მოქმედებისგან და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას წავიდნენ თუ არა.

12. რეფლექსური აზროვნება ადამიანს ეხმარება მეტად თავდაჯერებული და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს
თუ თქვენ ასე არ იქცევით, ეს გაცილებით მეტად გაფერხებთ, ვიდრე ფიქრობთ. როგორც სოკრატე ამბობდა: „შეუსწავლელი ცხოვრება არ ღირს იმად, რომ ის განვლო“.

13. თავი აარიდეთ საუბრისას უარყოფას
გამარჯვებულები ფიქრობენ სიტყვებით: „მე გავაკეთებ“ და „მე შემიძლია“. ჭკვიანი ადამიანები ვერ ხედავენ ბარიერებს, ისინი ხედავენ შესაძლებლობებს. ბეისბოლის ვარსკვლავმა სემ იუნგმა თქვა: „არაფერია იმაზე უხერხული, როცა უყურებ როგორ აკეთებს ვიღაც იმას, რაც შენ შეუძლებელი გეგონა“.

14. კრეატიული ადამიანები საკუთარ თავს უძღვნიან იდეებს
მათ არ ეშინიათ წარუმატებლობის და მუდმივად ხვდებიან სხვა კრეატიულ ადამიანებს. ისინი მართავენ განუსაზღვრელ სიტუაციებს.

15. ბუნებით ოპტიმისტებს უჭირთ პრაგმატულად აზროვნება
პრაგმატულად აზროვნება ადამიანს ეხმარება ბოლომდე გაერკვეს პრობლემაში და მოძებნოს მისი გადაწყვეტის გზები. მიზანდასახული ადამიანები გაცილებით ეფექტურები არიან საქმიანობაში, მათ მეტად ენდობიან.
იმისათვის რომ გახდეთ რეალისტი:

  • დააფასეთ სიმართლე
  • მოიმარაგეთ ფაქტები
  • იფიქრეთ ყველაფერზე, რაც საკითხთან მიმართებაში დადებითი და უარყოფითია
  • განიხილეთ ყველაზე ცუდი სცენარიც
  • შეადარეთ სურვილები რესურსებს და შესაძლებლობებს
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ