როგორ უნდა დავაჩქაროთ გამოცდილების მიღება

როგორ უნდა დავაჩქაროთ გამოცდილების მიღება

როდესაც ‘’ისინი’’ გეტყვიან რატომ? თქვენ უნდა უთხრათ: ”რატომაც არა” ?! ცხოვრებაში როცა მოხდება ფაქტი ჩვენ მას ვეღარ ვცლით, მაგრამ…

დაინახო, განასხვავო და გაარჩიო ფაქტი-შესაძლებლობათ -გამოწვევაა ნომერი 1.

ფაქტებს ვიღებთ და შანსებს ვიყენებთ და მარტივად მთავრდება ‘’ჭიდილი’’ გაუგებარ ცხოვრებასთანაც და გინდ რეალობასთან…

ნუ ეჩხუბებით საკუთარ თავს წარსულის გამო და ერთი გახსოვდეთ — თქვენ მხოლოდ ცდილობდით ბედნიერად და სხვაგვარად ყოფნას……..!

ასეა ხოლმე, იმისათვის, რომ მომავალისთვის რაღაც ვისწავლოთ ან დავინახოთ, მანამდე რაღაც მსუყე და გემრიელი ‘’გვერთმევა’’ ხოლმე და ვთავისუფლდებით ასე ძველისგან.

არ ღირს იჯდე, ელოდო, ღრმა მოხუცებულობას და მერე მიხვდე, რომ აქამდე ბევრი შეცდომა და რომ რაღაც ისეც ვერ იყო ალბათ…  წარსულის გამოცდილებები მხოლოდ ტკბილ სიბერემდე უნდა მოვიტოვოთ? – არა!

ყოველ დღე შეგვიძლია ვისწავლოთ რაღაც, შეგვეშლება და კიდევ ვისწავლოთ. ჩვენ ამ გზით უბრალოდ ვაჩქარებთ გამოცდილების მიღებას.

რა გვიშლის ხელს, რომ ყველა დღეში, ყველა დროში და ყველა ადამიანისგან ავიღოთ რაღაც, გავაანალიზოთ და ყოველი დღის ბოლოს დავფიქრდეთ ამაზე, და ვთქვათ — დღეს რა ვისწავლეთ? ვისგან? და როგორ? დღეს რა ვაკეთეთ სწორად და ან ვერა?

არ არის საჭირო წაიქცე ას ორმოცდაათჯერ, რომ მერე შუბლის სრესით მივხვდეთ თურმე —რომ ასე აღარ…! 

საოცარია გონების წარმოდგენები, რომელებიც წლობით გვბლოკავს და აფერხებს ჩვენთან იმ დიდის მოსვლას, რასაც აქამდე ჩვენ ვთვლით რომ თითქოსდა მას ჯერ კიდევ ვიმსახურებთ… 

მას შემდეგ დიდი დრო არაა, მაგრამ რაც ფსიქოლოგიის სამყაროს კარი შევაღე ოდნავ, მივხვდი, რამდენი რამ შეგვძლებია თურმე…ჩვენ და

საკუთარ თავზე, ფიქრებზე და რწმენა-წარმოდგენებზე მუშაობით, საიდან სად შეგვძლებია თურმე გადასვლა…

სანამ არ გამოცდი ამას ვერ ხვდები, მაგრამ… ბაირონ ქეითის ‘’სამუშაოს’’ პროფესიულად შესასწავლმა პროგრამამ ძალიან ბევრი, აქამდე ვერ გარკვეული ამოცანები ამომახსნევინა და მახარებს ფაქტი, რომ გაცნობიერებები ამავე თემებზე ყოველ დღეს იზრდება ჩემში. საოცრებაა როდესაც გრძნობ, რომ გუშინ შენ სხვა იყავი და დღეს უკვე სხვა ხარ…

იყავით ხმა და არა ექო. ნუ მისცემთ ძალას და ნურავის მიზეზს, მათი სიტყვები თქვენ გექცეთ ფაქტად…

….და რადგან ყველა შეძლებს და გეტყვით კიდეც ‘’ამას ვერ შეძლებთ’’ , თქვენზე მხოლოდ ვინ გამოჩნდება მართალი ბოლოს და ვინ – საერთოდ არა…!

წარმატებები!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 73 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

აი, ასე ხდებიან ჩემპიონები! წაუკითხეთ ეს სიტყვები საკუთარ თავს!

როცა მიზანი დასახულია, იცით რა გსურთ ცხოვრებისგან და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ, გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს ერთი რამ: ნურასოდეს დაელოდებით როდის შენიშნავს საზოგადოება თქვენს მნიშვნელოვნებას, როდის დაგამოტივირებთ ვინმე და როდის გეტყვიან —

Print Friendly, PDF & Email

განვითარების 10 ძლიერი გაკვეთილი ნაპოლეონ ჰილისგან

1. წარმოსახვა ეს არის ძალა  «ყველა შესვენება, რომლებიც ცხოვრებაში გჭირდებათ, გაატარეთ თქვენს წარმოსახვასთან ერთად, ის არის თქვენი გონების სახელოსნო, რომელსაც შეუძლია თქვენი გონებრივი ენერგია აქციოს მიღწევად და სიმდიდრედ».  თქვენ არ

Print Friendly, PDF & Email

ჩვევები, რომლებიც თქვენს პროდუქტულობას „კლავს“

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ცნობიერი და ქვეცნობიერი ჩვევებით, რომლებიც შეუსაბამოა მაღალ პროდუქტულობასთან. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე მათგანს: იყენებთ ბევრ ზედმეტ ინფორმაციას შეეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ ელექტრონული გზავნილების რაოდენობა. თქვენი ფოსტა, ისევე

Print Friendly, PDF & Email

26 რამ, რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ

ცხოვრების ყველა სფეროზე სრული კონტროლი რა თქმა უნდა, ვერ გვექნება და ეს არც არის საჭირო, თუმცა არსებობს 26 რამ, რისი კონტროლიც  შეგვიძლია და ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. მაშ ასე, ჩვენ შეგვიძლია

Print Friendly, PDF & Email

ყოველდღიურად განვითარდით და იცხოვრეთ სწორი აზროვნებით

ა. მთავარი განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის, მათ აზროვნებაში მდგომარეობს. ბ. ყველაფერი, რასაც ადამიანი აღწევს ან ვერ აღწევს, მისი აზრების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. ეფექტური ადამიანების აზროვნების უნარი * მაშტაბური

Print Friendly, PDF & Email

11 ოქროს წესი – წარმატებული ადამიანისთვის

წარმატებული ადამიანის საიდუმლო მის ქმედებაშია. იგი წარუმატებლობას, როგორც გაკვეთილს, ისე აღიქვამს და ყოველთვის პოულობს გამოსავალს, მაშინ როცა სხვა უკან იხევს, ან ელოდება როდის გაუღიმებს ფორტუნა. ის თავისი ძალებით იკაფავს მომავალს,

Print Friendly, PDF & Email