როგორ შევინარჩუნოთ წინსვლა

როგორ შევინარჩუნოთ წინსვლა

ყველაზე ძნელია წინსვლის შენარჩუნება.. ხარ, თუ არა შენს ბიზნესში, იქ სადაც უნდა იყო, შენს ოჯახში… როცა წინსვლას, განვითარებას კარგავ, შენი გაუფასურებამოდის!
ის მოდის, რომ შეგაჩეროს, გაგყინოს და გაგაუფასუროს. მოვიდა დრო რომ შენი ადგილი დაიკავო ბიზნესში, ოჯახში, სამსახურში. შენ უნდა შეეწინააღმდეგო შეჩერებას. შინაგნში გაჩერება არარის, ან წინ მიდიხარ, ან არა! ,,შენი ფინანსები გაიყინა?,, უნდა გაიზარდოს! თუ გაჩერდა..არის რაღაც უხილავი ხელი, რომელიც გაჩერებს. ამიტომ უნდა შეეწინააღმდეგო..

არის 4 მიზეზი, რატომაც ვჩერდებით, ვკარგავთ ფასს. ჩვენ თუ გავერკვევით ამაში, ჩვენ გადავალთ წარმატებიდან წარმატებაში, დიდებიდან დიდებაში..

1. კმაყოფილების გრძნობა: უკვე მივაღწიე!
არასოდეს
დაკმაყოფილდე, მომავალი უფრო დიდია ვიდრე ის სადაც ეხლა ხარ. მნიშვნელობა არააქვს, დღეს რას მიაღწიე. შენ მეტის გაკეთება შეგიძლია, მეტის მიღწევა შეგიძლია. თუ იტყვი, რომ დაიღალე, არ მოტყუვდე!.. გუშინდელი დღე უკვეწარსულია, ის უკვე დაიმარხა, მომავალი კი შენს შიგნითაა, მომავალი უფრო წარმატებული უნდა გავხადოთ! წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ მომავალი შენს ხელშია ვივიწყებ წარსულს, ვილტვი მომავლისკენ, უხილავისკენ, რომელიც მომავალშია და ვიზიდავ იმ სიკეთეს და ნივთებს!!

2. გადადება: საქმის გადადება გაჩერებს.
ჩვენ ვლაპარაკობთ უძრაობის, გაჩერების დამსხვრევაზე.

ა) ,,ახალი წლიდან შევიცვლები!!,, ან ,,ორშბათიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ!!,, – არა, შენ შენივე ბედს უძრაობაში აგდებ.

ბ) შეიძლება ვინმე გძულს და გული გეუბნევა შეიცვალე!..მერე! არა! ეს გაჩერებს, უძრაობაში გაქცევს..

გ) ვინმეს დასახმარებლად გული გეწყობა, მაგრამ ფიქრობ მერე! მერე! ცოტახანი კიდევ! ეს გაგდებს უძრაობაში. ბრძენი უნდა იყო, რომ იცოდე, რისი დროა ეხლა! იყავი ბრძენი!

3. სიზარმაცე.. როგორ გაიგო ზარმაცი ხარ თუ არა
რომელ საათზე დგები? თუ ზარმაცი ხარ, უძრაობაშიხარ! ზარმაცის სულში იმდენი რამეა აღმოჩენებული, რომ ძნელია წინ წავიდეს, ცოტას კიდევ დავიძინებ, ცოტა წამოვწვები!! როცა წინსვლის პრინციპს არღვევ, მაშინ ,,შენი სიღარიბის სული მოვა” როცა არ ჩერდები, აკეთებ რაღაცას, შენ არაძლევ ამით უფლებას სიღარიბის სულს, მოვიდეს შენს ცხოვრებაში. შენ აჩერებ ასე, თუ დაარღვევ წინსვლის პრინციპს, მოგაკითხავს – ,,აი, აქ ვარ, შენს ცხოვრებაში სტუმრად მოვედი, ,,მე ვარ შენი სიღარიბე” შეიარაღებული კაცივით რომ დაგატყვევოს. ებრძოლე სიღარიბეს და უკმარისობას.

თქვი: ,,მე არშემიძლია ვიყო წარუმატებელი”, ,,ჩემთვის გვიანია წარუმატებლობა”

4. ნურასოდეს იქნები იმედგაცრუებული. მას მიყავხარ გაჩერებისკენ, უძრაობისკენ.

ნუ ელოდები ცოლმა გაგამხნევოს, ან ქმარმა, ან ვინმემ.. გაამხნევე შენი თავი, იყავი შენი თავის საუკეთესო მეგობარი, შენი თავის მოტივატორი, _ დაე ხალხმა ჩაგთვალოს სულელად, სხვაგვარად ამ უკუღმართ ქვეყნიერებაზე ვერ გაიმარჯვებ. ხალხის განქება მხოლოდ მკვდრებს აქვთ და ნეკროლოგში წერია!_ მარტო მაშინ აქებენ, როცა კვდებიან, მხოლოდ მაშინ ჩუქნიან ყვავილებს. სანამ ცოცხალი ხარ, მაშინ უნდა გაჩუქონ.. აზრები შეიძლება გამუდმებით გეუბნება: არგამოგივა! შენ გამარჯვებული ხარ_ამ სიტყვებით იბრძოლე და შეეწინააღმდეგე.. კარგია, მაგრამ წადი წინ! უკვე წლებია და არ შეცვლილა არაფერი, ნუ მისცემ უფლებას შენს თავს ერთადგილას იჯდე, გაჩერდე-მომავალი გაგირბის-გაეკიდე ადექი!!! არის პრობლემა შენ წინ რომელიც უნდა გადაწყვიტო! გაიქეციმისკენ! იბრძოლე!

უნდა იცვლებოდე – თუ 10 წელია იგივეხარ- წყევლაა! რადგან ყველაფერი ცოცხალი იზრდება.

დაინახე რომ შენ ის ხარ, ვინც არჩერდება, შენ ხარ ის ვინც წინ წავა…. (ნახე სამი კაცი და უთხარი: მოგწონს თუ არა შენ ეს, არ მაინტერესებს, მე მივაღწევ… ისევ შევეცდები… ) შენ მიაღწევ და ვერანაირი ძალა ვერ შეგაჩერებს, შენ გამოგივა.!!!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ