დენადობის მიზეზები და თანამშრომელთა შენარჩუნების პრაქტიკა
1411 Views

დენადობის მიზეზები და თანამშრომელთა შენარჩუნების პრაქტიკა

თანამშრომელთა შენარჩუნება ორგანიზაციის სტაბილურობისა და ბიზნესის წარმატებისთვის ექსტრემალურად მნიშვნელოვანია. თუმცა ბევრ ორგანიზაციას უჭირს თანამშრომლის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება. ეს პრობლემა დგას არა მხოლოდ პატარა და საშუალო ზომის ორგანიზაციებში, არამედ დიდ ორგანიზაციებშიც. თანამშრომელთა დენადობა უარყოფითად აისახება ორგანიზაცის საქმიანობაზე, კლიენტებზე, ბიუჯეტზე , იმიჯზე…

დენადობის მაჩვენებლის შესამცირებლად მნიშვენელოვანია იმ მიზეზების ცოდნა, რის გამოც მიდიან თანამშრომლები ორგანიზაციიდან.

რატომ ტოვებენ თანამშრომლები ორგანიზაციას?

1. მოლოდინების გაუმართლებლობა;
2. არაშესაბამისი როლები;
3. კომპანიის კულტურასთან შეუსაბამობა;
4. სამუშაო გუნდთან და ორგანიზაციასთან ინტეგრაციის ნაკლებობა;
5. განვითარების არასაკმარისი შესაძლებლობები;
6. არაადეკვატური აღიარება და დაფასება;
7. მხარდამჭერი სამუშაო გარემოს ნაკლებობა ან არარსებობა;
8. მენეჯერთან ან ხელმძღვანელთან პრობლემები;
9. კომპენსაციით უკმაყოფილება;
10. სტრესი;
11. ცუდი სამუშაო ბალანსი;
12. დისკრიმინაცია;
13. კომპანიის/ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობა.

დამსაქმებელმა თავი შეიძლება ინუგეშოს დასაქმების მაძიებელთა დიდი მაჩვენებლით, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს ის, რომ ამ დიდ ბაზაში კვალიფიციური კანდიდატების პოვნა რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც.

ქვემოთ ჩამოთვლილია ექვსი “მყარი” HR პრაქტიკა, რომელიც ამცირებს დენადობას:

1. ჯილდოები და აღიარება.
2. დასაქმებულის გაძლიერება (გაზრდილი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა).
3. სამართლიანი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე პოლიტიკის, პრაქტიკის, წესებისა და პროცედურების არსებობა;
4. ტრენინგის და განვითარების პროგრამების არსებობა;
5. სამუშაო / ცხოვრების ბალანსი ;
6. ინფორმაციის გაცვლის მუდმივობა.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rusa Tepnadze
Rusa Tepnadze 2 posts

<p>რუსუდან ტეფნაძე – ადამიანური რესურსების სპეციალისტი, პრაქტიკოსი ტრენერი</p>

View all posts by this author →

You might also like