როგორ შევარჩიოთ დაბალპროცენტიანი ავტო სესხი

როგორ შევარჩიოთ დაბალპროცენტიანი ავტო სესხი

დღეისათვის, სასურველი მარკის ავტომობილის შეძენა უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას.
საფინანსო კომპანიები მარტივად გასცემენ ავტო სესხს. სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია
მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. მომსახურებას ბევრი კრედიტორი გვთავაზობს,
მიუხედავად ამისა საუკეთესო საკრედიტო შეთავაზების მოძებნა რთულია და დროს მოითხოვს.

Credy24.ge დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რომელ კომპანიას აქვს იდეალური შეთავაზება
თქვენთვის. ვებ პორტალი გაწვდით ერთად შეჯამებულ ინფორმაციას საკრედიტო ბაზარზე მოღვაწე
კომპანიების პირობების შესახებ. თქვენ ერთ სივრცეში შეგიძლიათ გაეცნოთ მათ პირობას და
შეარჩიოთ თქვენზე მორგებული საკრედიტო პროდუქტი. პორტალის დახმარებით სესხის პირობების
გაგება უკვე აღარ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, რადგან ერთ სივრცეში შეიძლება სხვადასხვა
შეთავაზების გაცნობა. ავტო სესხის მოსაძებნად ეწვიეთ Credy24-ს, გაიგეთ სასარგებლო
ინფორმაცია: სესხის ოდენობა, დაფარვის დრო, მოთხოვნები და უპირატესობები.

ავტო სესხით შესაძლებელია გაცილებით მეტი თანხის მიღება, ვიდრე ონლაინ ან სამომხმარებლო
კრედიტით. მართალია, მოკლევადიანი სესხები უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც ნაკლებ
ფინანსურ რისკსა და სესხის მარტივად აღებას გულისხმობს, მაგრამ გრძელვადიანი კრედიტები
საშუალებას გაძლევთ მეტი დაფინანსება მიიღოთ და თანხა გრძელვადიან პერიოდში დაფაროთ.
საკრედიტო პროდუქტის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ, როგორც დაბალ
საპროცენტო განაკვეთს, ასევე მომსახურების მოქნილობას. კლიენტებისთვის მოსახერხებელია
ისეთი სერვისით სარგებლობა, რომელსაც არ სჭირდება უსასრულო პროცედურების გავლა, ნაკლებ
დროს მოითხოვს და დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. მომხმარებლებისთვის კომფორტულია
სესხის განაცხადის გაკეთება ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად.

თუ მანქანის შეძენას აპირებთ, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები, ავტო სესხის მომსახურება
გაგიწევთ დახმარებას. მომსახურების საშუალებით მარტივად შეიძენთ ახალ ან მეორად
ავტომობილს, არ მოგიწევთ ლოდინი და წლების განმავლობაში ფულის გროვება. დღეისათვის, ავტო
სესხის განაცხადის შევსება სწორედ ინტერნეტის საშუალებით ხდება, რაც მომსახურებას
კომფორტულსა და მოქნილს ხდის.

სესხის თანხის ოდენობა დამოკიდებულია მანქანის ღირებულებაზე. კომპანია აფასებს ავტომობილს
და ამის მიხედვით ადგენს თანხის ოდენობას.
ავტო სესხი უზრუნველყოფილი ტიპის კრედიტია. მართალია, ხშირ შემთხვევაში მანქანა
მომხმარებლის სახელზე რჩება და მას შეუძლია განაგრძოს მისი მართვა, თუმცა ავტომობილი
იტვირთება გირავნობით, რაც იმას ნიშნავს რომ გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია
მისი განკარგვა. უზრუნველყოფილი სესხის აღებისას დეტალურად გაეცანით პროდუქტის პირობას
და გაითვალისწინოთ თქვენი შემოსავლის წყარო და ოდენობა, რა რესურსით დაფარავთ სესხის
თანხას. გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს მოახდინოს ქონების რეალიზაცია.

მომსახურებით სარგებლობამდე აუცილებელია გაეცნოთ ხელშეკრულებას და გათვალისწინოთ
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ რა
თანხის გადახდა მოგიწევთ მომსახურებით სარგებლობის პერიოდში. პროდუქტის პირობების
ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ინფორმირებული იქნებით გადასახადი
თანხისა და დამატებითი საკომისიოების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ თავიდან აირიდოთ
ფინანსური პრობლემა.

Credy24.ge გაგიმარტივებთ სასურველი ტიპის სესხის შერჩევას, იქნება ეს მოკლევადიანი თუ
გრძელვადიანი კრედიტი. შეძლებთ კომპანიების შეთავაზების გაცნობას ერთ სივრცეში და
საუკეთესო პირობის საკრედიტო პროდუქტით სარგებლობას. ვებგვერდზე ერთად არის შეჯამებული
სასარგებლო ინფორმაცია საკრედიტო კომპანიებისა და მათი პროდუქტების შესახებ. თქვენ
მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პირობის მომსახურება, დაზოგოთ დრო და ფინანსები.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ამოვიცნოთ საკუთარი თავი ადამიანის ხუთ ტიპში, პიროვნული განვითარების დონით

0. ნული. თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი დონე. იციან როგორ უნდა და როგორ არ უნდა იცხოვრონ. ამბობენ, რომ მათთვის სულერთია საზოგადოებრივი აზრი, თუმცა მაქსიმალურად დამოკიდებულნი არიან ამ აზრზე. ცდილობენ სხვის თვალში გამოჩნდნენ

Print Friendly, PDF & Email

ჯონათან ლონგი: 15 მიზეზი იმისათვის, რომ გახდეთ მეწარმე

ყველა მეწარმეს ბიზნესის დაწყების თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ უმეტესობა მათგანი ერთ რამეზე თანხმდება: იყო მეწარმე – ეს ძალიან მაგარია! მარკეტინგული სააგენტო Market Domination Media-ს დამფუძნებელი ჯონათან ლონგი წარმოგვიდგენს 15 მიზეზს,

Print Friendly, PDF & Email

გინდა, რომ ყოველთვის გაგიმართლოს?

1 წარმატების ფაქტორი: მკაფიოობა მკაფიოობა აღნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად იცით რა გინდათ. ის არის წარმატების– 80% და გამართლების უმთავრესი ფაქტორი. ყველა წარმატებულ ადამიანს მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი რა უნდათ და რისი

Print Friendly, PDF & Email

შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და გახადეთ ცხოვრება უკეთესი

1. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა. დაუთმეთ ამ საქმეს დღეში ნახევარი საათი მაინც. 2. გაიხადეთ ჩვევად სამუშაო ადგილის/სახლის ყოველ მეორე დღეს დალაგება და ზედმეტი, უსარგებლო ნივთების გადაყრა. 3. უარი თქვით კომპიუტერულ

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ენერგია დღის მანძილზე?

ადამიანი, რომელიც დაკავებულია თავის საქმით, ცხოვრობს მომატებული მჟავიანობის მქონე გარემოში. გარიგება თუ არ შედგა — სტრესია. გარიგება თუ შედგა — სტრესია. მთავარ პრობლემად რჩება ენერგორესურსის დეფიციტი. უბრალოდ ორგანიზმისთვის მინერალებია არასაკმარისი

Print Friendly, PDF & Email

5 რჩევა მათ, ვისაც ბევრი კითხვა უყვარს

თუ თქვენ გიყვართ ბიზნეს-წიგნების, ონლაინ-სტატიების და მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ალაბათ ცდილობთ წაკითხულიდან მაქსიმუმი შეიმეცნოთ. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას მათთვის, ვისაც სამსახურში უწევს ბევრი ელექტრონული და ბეჭდური ტექსტური მასალის კითხვა. 1. გააკეთეთ

Print Friendly, PDF & Email