როგორ შევადგინოთ სწორი დღის განრიგი

როგორ შევადგინოთ სწორი დღის განრიგი

წესი № 1.
საღამოს შეადგინეთ შემდეგი დღის გეგმა.
დაგეგმეთ ხვალინდელი დღე, გამოყავით 6-8 საათი მუშაობისთვის, არ გამოგრჩეთ საკვების მიღება და დასვენება. მაგალითად გეგმა საათობრივად გაწერეთ ასე:
7.00 — ადგომა
7.00 — 8.00 — ვარჯიში, მოწესრიგება, საუზმე.
8.00 — 12.00 — მუშაობა.
12.00 — 13-00 — სადილი, დასვენება.
13.00 — 17.00 — მუშაობა.
17.00 — 19.00 — ვარჯიში.
19.00 — 20.00 — ვახშამი.
20.00 — 22.00 — პირადი დრო (ოჯახი, წიგნის კითხვა, გართობა, ფოსტის ნახვა, წერილებზე პასუხი).
22.00 — 23.00 — გასული დღის შეჯამება, ხვალინდელი დღის დაგეგმვა.
დრო, რომელიც მუშაობისთვის არის გამოყოფილი, უნდა გადიოდეს მაქსიმალურად პროდუქტიულად. სამუშაო საათები, სურვილისამებრ, შეიძლება უფრო დეტალურად გაიწეროს, კონკრეტული ამოცანების მიხედვით. ზოგჯერ ხდება ისე, რომ კომპიუტერთან შუაღამემდე ყოფნა იყოს საჭირო, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა მაინც 7.00-ზე ადგომა, როგორც ეს დაგეგმილია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღის განრიგი აირევა და დაკარგავთ დროის კონტროლს.

წესი № 2.
გეგმაში ჩაწერეთ მხოლოდ ის ამოცანები, რომელთა შესრულება სიამოვნებას განიჭებთ.
თუ იმის კეთებას დაიწყებთ, რის მიმართაც გულახდილი ინტერესი არ გაქვთ, ეს მალე მოგბეზრდებათ.

წესი № 3.
ყველა ამოცანა ჩამოწერეთ მნიშვნელობის მიხედვით.

იმისათვის, რომ სწორად დაგეგმოთ დღის წესრიგი და დროის კონტროლი არ დაკარგოთ, შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების სია მნიშვნელობის შეფასების და შესრულების რიგობითობის მიხედვით. მაგალითად:

ამოცანები, რომლებიც აუცილბლად უნდა შესრულდეს განათავსეთ პირველ ნაწილში. შემდეგ მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სწრაფად მოსაგვარებელი ამოცანები. ბოლოს ამოცანები, რომელთა შესრულება შეიძლება დასვენების დღეს.
მიყევით ამ სიას და თქვენ შეძლებთ თავი გაართვათ ყველა ამოცანის შესრულებას.

წესი № 4.
დაგეგმეთ დასვენების დღე

დასვენების დღისთვის შეარჩიეთ ის ამოცანები, რომლებიც ვერ შეასრულეთ სამუშაო დღეებში. მათი შესრულება საჭიროა, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ, რადგან შემდეგი დღე ისევ სამუშაოა.

წესი № 5.
ჩაიწერეთ ყველა იდეა

აწარმოეთ ბლოკნოტი და სულ თან იქონიეთ. შემოქმედებით ადამიანებს მთელი დღის მანძილზე უამრავი ფიქრი და იდეა მოსდით. თითქოს იმახსოვრებ ყველაფერს, მაგარმ როცა საჭიროა, მერე ვერაფერსაც ვეღარ იხსენებ. ამიტომ ეს ბლოკნოტი გამოგადგებათ.

ბლოკნოტში ჩაწერილი იდეები გადაიტანეთ თქვენს გეგმაში და დაიწყეთ მათზე მუშაობა. თავად დაინახავთ რამდენად პროდუქტიულია ეს.

ამ 5 წესის დაცვით თქვენ შეძლებთ სწორად შეადგინოთ დღის წესრიგი და მუდმივად აკონტროლოთ დრო.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ