როგორ შეიძლება საკუთარი თავის მოტივაცია?

როგორ შეიძლება საკუთარი თავის მოტივაცია?

თუ თქვენ გინდათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოასწროთ, გახსოვდეთ, რომ თვითმოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ შეძლოთ საკუთარი თავის მოტივაცია. ყოველთვის ამაღლებული განწყობა უნდა შეინარჩუნოთ, მიუხედავად სირთულეებისა, რომელბიც გზად შეგხვდებათ. ერთად-ერთი საშუალება სიძლიერისთვის არის სირთულეების გადალახვა. ის, ვისაც სირთულეების ეშინია წაგებულია ბრძოლის დაწყებამდე.

როგორ შეიძლება საკუთარი თავის მოტივაცია? ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ ამაში.

1. მიზეზების ცოდნა
რთულია მოძებნოთ უფრო დიდი მოტივაციის საბაბი, ვიდრე თქვენთვის პრობლემური საკითხია. ასეთი მიზეზი შთაგაგონებთ სირთულის გადალახვისთვის და წარმოუდგენელ საქმეებს გაგაკეთებინებთ.

თუმცა ზოგმა მიზეზმა შესაძლოა მხოლოდ დროებით შთაგაგონოთ, ხოლო მიზეზი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია შთაგაგონებთ განუსაზღვრელი დროით. ეს მოტივაციის აისია, რომელსაც არასოდეს ექნება დაისი. ყოველთვის, როცა ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენ აღარ გაქვთ მოტივაცია, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ მთავარ მიზეზს და მიიღოთ მოტივაციის ახალი „ულუფა“.

2. დიდი ოცნების ქონა
„მხოლოდ იმ სიმაღლეზე შემიძლია ავიდე, როგორსაც ვაღწევ, მხოლოდ ისე შორს შემიძლია წავიდე, რამდენზეც ვიღწვი, მხოლოდ ისე ღრმად შემიძლია დავინახო, როგორც ვუყურებ, მხოლოდ ისეთი დიდი შეიძლება ვიყო, როგორსაც ვოცნებობ“ – კარენ რავნი.

თქვენი მიზეზი შეიძლება იყოს მოტივაციის უდიდესი წყარო, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს აბსტრაქტული ხასიათიც. თქვენ უნდა მოახდინოთ ოცნებების კონკრეტულ ფორმაში გადაყვანა. წარმოიდგინეთ როგორი იქნება სამყარო მომავალში. წარმოიდგინეთ როგორ იცხოვრებენ და იმუშავებენ ადამიანები.

ოცნების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რთულია იყო მოტივირებული, თუკი არაფერი გაქვს, რასაც შეგიძლია ესროლო. იფიქრეთ კალათბურთელებზე. ექნებათ კი მათ თამაშის მიმართ მოტივაცია, თუ არ იქნება კალათი, რომელშიც ბურთი უნდა ჩააგდონ? დიდი ალბათობით არა. მათ სჭირდებათ მიზანი. თქვენც გჭირდებათ მიზანი. სწორედ ამისთვის არის საჭირო ოცნება.

თუმცა მხოლოდ ოცნება არ არის საკმარისი. ოცნება უნდა იყოს დიდი, რომ შთაგაგონოთ. ის უნდა იყოს რეალისტური, თან რთული ამოცანის მქონე. მან უნდა გამოიყენოს თქვენი შესაძლებლობები თქვენი კომფორტის ზონის გარეთ.

3. „შიმშილის“ გრძნობა
„სურვილი არ არის საკმარისი. თქვენ უნდა განიცდიდეთ „შიმშილის“ გრძნობას. თქვენი მოტივაცია სრულიად დამაჯერებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ შეძლოთ წინააღმდეგობები გადალახოთ, რომლებიც გზად შეგხვდებათ“ – ლეს ბრაუნი.

იმისათვის, რომ ნამდვილად მოტივირებული იყოთ, საჭიროა გამოსცადოთ შიმშილი და არა უბრალოდ სურვილი გქონდეთ. უბრალო სურვილი ვერ გაიძულებთ სირთულეებს გაუმკლავდეთ, რმდენადაც მონდომება არ არის ძლიერი. ხშირ შემთხვევაში ეს „შიმშილი“ განსაზღვრავს სხვაობას შემსრულებლებსა და შუამავლებს შორის.

როგორ უნდა შექმნათ ეს „შიმშილის“ გრძნობა? თქვენი მიზეზი და თქვენი ოცნება დიდ როლს ასრულებს. თუ გაქვთ მიზეზი, რომელიც გაღელვებთ და მასთან დაკავშირებული დიდი ოცნებები, თქვენ შინაგან „შიმშილს“ უნდა გრძნობდეთ. თუ ხვდებით, რომ „შიმშილის“ გრძნობას კარგავთ, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მიზეზს და ოცნებას, რაც ხელახლა შთაგაგონებთ და გააღვიძებს ამ გრძნობას თქვენში.

4. მოიფიქრეთ საკუთარ თავთან შეჯიბრი
„მე არ ვცდილობ ვინმეზე უკეთ ვიცეკვო, მე ვცდილობ ვიცეკვო უკეთესად, ვიდრე ვცეკვავ“ – მიხაილ ბარიშნიკოვი.

სხვებისთვის თავის შედარებით თქვენ ძალიან სწრაფად მოახდენთ თვითდემოტივაციას. მაშინაც კი, თუ საქმეს ენთუზიაზმით იწყებთ, თქვენ სწრაფად დაკარგავთ ენერგიას, თუ დაიწყებთ სხვებთან შედარებას.

ნუ მოიქცევით ასე. თქვენ გაქვთ საკუთარ თავთან შეჯიბრი და ამ ყველაფერს როგორ აკეთებენ სხვები მნიშვნელობა არ აქვს. როცა სხვებს ედრებით ეს იგივეა, რომ მორბენალი და მოცურავე შეადაროთ ერთმანეთს დროის ერთი და იმავე სტანდარტის ფარგლებში. ისინი განსხვავებულები არიან.

ერთადერთი კონკურენტი, რომელიც თქვენ გყავთ, ეს თავად თქვენ ხართ. მხოლოდ ერთი რამ უნდა გაღელვებდეთ – ხდებით თუ არა უკეთესი, ვიდრე იყავით.

5. გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი
„წარმატება ეს დასასრული არ არის, წარუმატებლობა ფატალური არაა: ეს სიმამაცეა იმისათვის, რომ გააგრძელო ის, რაც მნიშვნელოვანია“ – უინსტონ ჩერჩილი.

თუ გზად სირთულეებს წააწყდით, შეიძლება გაგიჩნდეთ საქმის მიტოვების სურვილი და იფიქროთ, რომ წინსვლა ძალიან რთულია. შეიძლება იფირქოთ, რომ თქვენი ოცნება მიუღწევადია. მაგრამ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც იკვეთება სხვაობა გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის. თუმცა ორივე მხარე აწყდება ერთნაირ პრობელემებს. არსებობს ერთი რამ, რომელიც განასხვავებს გამარჯვებულებს: საქმის გაგრძელების სიმამაცე.

რთულ სიტუაციებში მოემზადეთ კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადასადგმელად. თან იფიქრეთ იმაზე, როგორ დაასრულოთ შეჯიბრი. ნუ იფიქრებთ კიდევ რა სირთულეები გელით წინ. უბრალოდ მოემზადეთ შემდეგი ნაბიჯისთვის.

6. დაივიწყეთ წარსული
„დაასრულეთ ყოველი დღე და მიიღეთ ეს ყველაფერი. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ რაც შეგეძლოთ“ – რალფ უოლდო ემერსონი.

გჯერათ თუ არა, ერთ-ერთი ძლიერი დემოტივატორი თქვენი წარსულია. ის ხშირად იძულებულს გაგხდით შეჩერდეთ მიზნის რეალიზაციამდე. თუ არ დაივიწყებთ წარსულს, ის მძიმე ტვირთად დაგაწვებათ მხრებზე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ