10 რჩევა: როგორ მოვიზიდოთ წარმატება

10 რჩევა: როგორ მოვიზიდოთ წარმატება

წარმატება მიდის მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მას იზიდავენ. მიაღწიო ნამდვილ წარმატებას ეს მთელი ხელოვნებაა. გაითვალისწინეთ  შემდეგი 10 რჩევა:

  1. განეწყვეთ პოზიტიურად – დაიწყეთ პოზიტიურად ფიქრი. ცხოვრებაში ყოველთვის უმართლებთ ოპტიმისტებს. ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ცხოვრება, ეძებენ დადებით მომენტებს ნებისმიერ სიტუაციაში და ახარებთ წვრილმანები. ცხოვრება დადებით ემოციებს მათ 100%-ით უკან უბრუნებს.
  2. ისწავლეთ ოცნება – იოცნებეთ ბევრი, ერთი შეხედვით მიუწვდომელზეც. უთხარით და დააჯერეთ საკუთარი თავი რომ თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ!
  3. იარეთ მხოლოდ წინ – დაისახეთ მიზნები, დაგეგმეთ ამ მიზნის განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯები და არ მოეშვათ, იარეთ მუდმივად წინ!
  4. იშრომეთ – გადალახეთ საკუთარი პასიურობა და იმოქმედეთ. ოცნებები მხოლოდ ზღაპრებში ხდება ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით, რეალობაში კი ზარმაცებს არასდროს არ უმართლებთ. ფსიქოლოგები თვლიან რომ წარმატება ყოველთვის ჯილდოა ადამიანისთვის სირთულეების დაძლევისა და შრომისმოყვარეობისთვის.
  5. შეიცვალეთ გარემოცვა – გაიცანით წარმატებული ხალხი და იმეგობრეთ მათთან, გაიგეთ მათი ფასეულობები, მიზნები, დამოკიდებულება ცხოვრებისა და სამსახურისადმი. გახდით საინტერესო ადამიანი.
  6. იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან – გამოიმუშავეთ ნებისყოფა, პრინციპულობა, გახდით სრულყოფილი. ამბობენ, რომ თუ ადამიანი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, ის ორმაგად მიმზიდველი ხდება წარმატებისთვის.
  7. არ შეუშინდეთ ცვლილებებს – გარისკეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, დაიჯერეთ რომ ღირსი ხართ გაგანებივროთ ცხოვრებამ.  წარმატებას არ უყვარს მშიშარა ხალხი, გადადგით პირველი გაბედული ნაბიჯი და ამას აუცილებლად მოჰყვება კარგი შედეგები.
  8. გააანალიზეთ საკუთარი ცხოვრება – გააკეთეთ ანალიზი და ჩამოწერეთ საკუთარი მიღწევები და ჩავარდნები. მიღწევების გახსენება დაგეხმარებათ აიმაღლოთ თვითშეფასება, განწყობა, ხოლო კრიტიკული ანალიზი გამოავლენს მიზეზებს, თუ რატომ ვერ შეასრულეთ ესა თუ ის პუნქტი. მაგალითად, ოცნებობთ იმოგზაუროთ ინდოეთში, მაგრამ არ გაქვთ პასპორტი; ან ძალიან გინდათ მაღალ ანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ არაფერს აკეთებთ მის მოსაძებნად. ჩავარდნის მიზეზი თითქმის ყოველთვის არის ბანალური არაორგანიზებულობა.
  9. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – მოუსმინეთ და ენდეთ თქვენს ინტუიციას. შინაგანი ხმა არასდროს არ მოგატყუებთ. ისტორიაში ხშირია ფაქტები, როდესაც ,,მეექვსე გრძნობა“ ეხმარება ადამიანს მოიგოს ჯეკპოტი, გააკეთოს მეცნიერული აღმოჩენა ან უბრალოდ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
  10. გამოიყენეთ შანსი, რომელიც აუცილებლად მოგეცემათ – იყავით ყოველთვის მზად იმისთვის, რომ გამოიყენოთ საკუთარი შანსი. ,,ფორტუნა ნებისმიერი ადამიანის კარზე აკაკუნებს, მაგრამ ამ დროს ადამიანი, როგორც წესი, უახლოეს ლუდხანაში ზის და არანაირი კაკუნი არ ესმის“ (მ.ტვენი). შესაძლებლობა, რომლის გამოყენებითაც აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, ეძლევა ყველას, მთავარია შევამჩნიოთ ის და ხელიდან არ გავუშვათ მისი გამოყენების შანსი.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ