როგორ მოვიწყოთ კარგი ცხოვრება?

როგორ მოვიწყოთ კარგი ცხოვრება?

სახლისთვის

1.შეადგინეთ უსარგებლო ნივთებისგან სახლის გათავისუფლების გეგმა. ამისათვის თქვენი მოქმედება დაყავით ეტაპებად.
ეტაპი 1: გადაარჩიეთ გაზეთები და ჟურნალები.
ეტაპი 2: გადაარჩიეთ ვიდეო და აუდიო ფირფიტები.
ეტაპი 3: გადაარჩიეთ წიგნები.

2. დაიწყეთ ცხოვრება შემდეგი პირნციპით: «ყველაფერს თავისი ადგილი».
შეეცადეთ რამოდენიმე დღის მანძილზე დაიცვათ შემდეგი წესები:
1) გამოყენების შემდეგ გარკვეული ნივთები თავის ადგილზე დაბრუნებას საჭიროებენ.
2) მას შემდეგ, რაც რამე გამოაღეთ ან გახსენით, ის უნდა დახუროთ.
3) რამე თუ დაგივარდათ, აუცილებლად უნდა აიღოთ.
4) თუ რამე ჩამოხსენით, ისევ უკან დაკიდეთ.
3. კარგად მოათვალიერეთ გარემო და გამოყავით 100 ნივთი, რომლებიც წესრიგში უნდა მოიყვანოთ. ეს შეიძლება იყოს გადამწვარი ნათურა ან კარადის ჩამოვარდნილი კარი, დამჭკნარი ყვავილების თაიგული და სხვა.

ბედნიერებისთვის

4. მნიშნველოვანია წამყვანი ფსიქოლოგების რჩევების გათვალისწინება და 5-10 ისეთი რამის ჩაწერა, რასაც მადლიერებით მოიხსენიებთ.
5. შეადგინეთ 15-20 საკითხისგან შემდგარი სია, რომელთა შესრულებაც მოგწონთ და შეეცადეთ რამოდენიმე მათგანი ყოველდღიურად შეასრულოთ 1-2 თვის მანძლზე.
მაგალითად, ძაღლის გასეირნება, ნამცხვრის ყიდვა, ბავშვებთან თამაში.
6. აწარმოეთ დღიური და ჩაიწერეთ ის იდეები, რომლებიც თავში მოგდით, რაც თქვენს გარშემო ხდება, რა გრძნობები გაქვთ, თქვენი ქცევა. შემდეგ შეეცადეთ გააანალიზოთ რამდენად სწორი რეაგირება მოახდინეთ, როგორი აზრები იყო უფრო მეტი – დადებითი თუ უარყოფითი, კეთილგანწყობილი იყავით თუ გაღიზიანებული? – გააკეთეთ დასკვნები.
7. შეეცადეთ დღეში ერთხელ მაინც გაიმხიარულოთ თავი.
სწავლის და თვითგანათლებისთვის

8. ალბათ მოგეპოვებათ წიგნი, რომელიც რთულად გასაგებია, მაგრამ ძალიან გინდათ მისი წაკითხვა. მოიკრიბეთ ძალა და აუცილებლად წაიკითხეთ.
9. შეეცადეთ ყოველდღიურად მოიძიოთ საინტერესო ინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს ახალი ფილმი ან ვინმეს მიერ მოყოლილი ისტორია, რაიმე სცენა და ა.შ. ბოლოს შეეცადეთ მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და გაარკვიეთ რამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად.
10. ბოლო ერთი ან ორი თვის მანძილზე შეწყვიტეთ წუწუნი. შეაჩერეთ საკუთარი თავი, თუკი ტირილი და უკმაყოფილების გამოხატვა გინდებათ. განწყობის ასამაღლებლად რაიმე კარგზე იფიქრეთ.
11. იმავე ბოლო ერთი-ორი თვის განმავლობაში შეეცადეთ მაღვიძარა რამოდენიმე წუთით ადრე დააყენოთ და ეს გააკეთეთ ყოველდღიურად. მიეჩივიეთ საწოლიდან ადგომას მაღვიძარას ზარის გაგონებისთანავე. ივარჯიშეთ. შედეგად, გარკვეული დროის შემდეგ დილა ერთ საათით ადრე დაიწყება.
12. დადასტურებულია, რომ დილაობით თავში კარგი იდეები მოგვდის, მაგრამ შემდეგ, მოვლენების კორიანტელში მათ ვივიწყებთ. მიეჩვიეთ ამ იდეების ჩაწერას.
13. შეეცადეთ საკუთარი ოცნებების ვიზუალიზაცია მოახდინოთ, ეს დაგაპროგრამებთ მათ განხორციელებაზე.
პირადი ფინანსების სამართავად

14. მიეჩვიეთ პირადი ბიუჯეტის შედგენას. ამისათვის ჩამოწერეთ აუცილებელი ხარჯების სია და შემდეგ ჩაინიშნეთ ყველა დანახარჯი ბოლო თეთრამდე, რომ საბოლოოდ შეძლოთ შედარება და ხარჯების გაანალიზება.
15. შეარჩიეთ 10 რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაზოგოთ ფული და გამოიყენეთ პრაქტიკაში. მაგალითად წადით სუპერმარკეტში მკაცრად განსაზღვული თანხით, იმგზავრეთ მეტროთი და არა ავტომობილით.
16. ხურდაში დაბრუნებული წვრილი ფული ჩაყარეთ ყულაბაში. გაოცებული დარჩებით რამოდენიმე თვის შემდეგ ამ თანხას რომ გადათვლით.
17. რამოდენიმე თვის მანძილზე არ შეიძინოთ ძვირადღირებული ან ისეთი ნივთები, რომელბიც აუცილებელი არ არის. დაზოგილი თანხით შეეცადეთ სხვა პრობლემების მოგვარებას, მაგალითად კრედიტის დაფარვას, ან სულაც გახსენით სადეპოზიტო ანგარიში ბანკში.
18. ყოველ დღე, რამოდენიმე თვის მანძილზე, ერთ საათი გამოყავით იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი იპოვოთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ