როგორ მოვიქცეთ როცა ჩვენი შურთ?

როგორ მოვიქცეთ როცა ჩვენი შურთ?

მართალია შურზე და შურიან ადამიანებზე ბევრი რამ თქმულა, თუმცა მე მინდა ამ თემაზე ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ.

პირველ რიგში, გეტყვით რომ თუ თქვენი შურთ ადამიანებს, მაშინ გილოცავთ! რადგან თქვენ გაქვთ ის, რაზეც ისინი ოცნებობენ ან ვერ აუხსიანთ ის, თუ რატომ ხართ თქვენ ასეთი კარგი.
ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის გამოჩდება ადამიანები, რომლებსაც თქვენი შეშურდებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი მიზანი წარმატება და მაღალ კარიერული საფეხურზე ასვლაა. ამ დროს მათი მთავარი მიზანი, თქვენი  წყობილებიდან გამოყვანა და მაქსიმალურად ხელის შეშლაა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ამ ყველაფრის მიუხედავად საოცარია და ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ სჯერა რომ არსებობს ე.წ. ‘’თეთრი’’ და ‘’შავი’’ შური თუმცა, თუ ეცდებით მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე, ნახავთ რომ შური – ეს არის ნეგატიური სიტყვა და აქვს ნეგატიური ენერგეტიკა, შესაბამისად, შურიანი ადამიანი არ შეიძლება იყოს პოზიტიური და ამვე დროს ნეგატიური. გაითვალისწინეთ, ადამიანებს ან შურთ თქვენი ან უხარიათ და აღიარებენ თქვენს წარმატებას.

,,ადამიანი, რომელსაც მართავს შური, დიდ წარმატებას ვერასოდეს მიღწევს.” ფრედ როჯერსი

როგორ უნდა მიხვდეთ რომ თქვენი შურთ?

ეს ძალიან მარტივია. მითუმეტეს თუ გაქვთ განვითარებული ინტუიცია, თქვენ უბრალო შეხედვითაც კი იგრძნობთ შურიანი ადამიანების ნეგატიურ ენერგეტკას, არა მხოლოდ პირისპირ, არამედ ონლაინ ურთიერთობების დროსაც კი.

როცა გრძნობთ რომ თითქოს ჯიბრში გიდგათ. არ აღიარებს თქვენ წინსვლას, წარმატებას და ყოველთვის ცდილობს რაღაც ისეთი გითხრათ ან გააკეთოს, რამაც შეიძლება გული გატკინოთ. მათ ქმედებებში ყოველთვის ჩანს მიმბაძველობითი ულამაზო იერი და ყველგან აშკარად იკვეთება თქვნზე აღმატებულობის ხაზგასმა.

ამასთან, არსებობს შურიანობის კიდევ უფრო მძიმე ფორმა, სადაც ყოველი მათი სიტყვა თუ მოქმედება არის დაფარული შური. ასეთი ადამიანები ცხოვრებაში არის ყველაზე საფრთხილო და ყურადსაღები…

გახსოვდეთ, ყველაზე საშიშ ადამიანებად ითვლებიან ისინი, ვინც  მეტს უსმენენ ვიდრე ლაპარაკობენ, არ ,,კაშკაშებენ’’,  და მათი სტრატეგია დამკვირველობაა.  

დროთა განმავლობში ცხოვრებაში სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით უწყინარი ადამიანები აკეთებ ისეთ ”სწორ” და ”გათვლილ დარტყმას”, რომელმაც დიდი შანსია თქვენი წლობით ნაშენები წარმატება, რეპუტაცია და ბედნიერება შუშასავით დაგიმსხვრიონ.

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

გაძლიერით! განვითარდით! ‘’გახდით N1 თქვენ სფეროში’’ და მერწმუნეთ, ეს არამატო საუკეთესო პასუხი იქნება მათთვის, არამედ ამას ისინი ვერ გადაიტანენ.

შურთ თქვენი წარმატებული ბიზნესის? შეიფერთ! ე.ი. თქვენ მათზე წინ ხართ, თქვენ სწორი გზით მიდიხართ, თქვენში ისინი ხედავენ ისეთ დიდებულ პერსპექტივას, რომელიც შესაძლოა თქვენც არ გქონდეთ ჯერ აღმოჩენილი საკუთარ თავში. იფიქრეთ, როგორ და რა გზებით შეიძლება განავითაროთ თქვენი ბიზნესი და გახადოთ მეტად წარმატებული და მაშტაბური.

შურთ თქვენი კარიერული წინვლის? შეიფერეთ! და განაგრძეთ გზა ისეთი სისწრაფით, რომ ასეთმა ადამიანებმა გაანალიზებაც ვერ მოასწორნ თუ როგორ და როდის მოხვდით ტოპ პოზიციაზე! იმუშავეთ მაშინაც კი, როცა მათ სძინავთ, გგნონიათ რომ ყველაფერ კარგადაა? შრომა მაინც გააგრძელეთ! განავითარეთ საკუთარი თავი, სანამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია არ გახდებით. ესწრაფეთ იყოთ არა გმირი, არამედ ლეგენდა, რომელმაც შეცვალა სამყარო უკეთესობისკენ.

‘’ნურასოდეს მოგერიდებათ გქონდეთ ცხოვრების უმაღლესი სტანდარტები.’’ ოპრა უინფრი

შურთ თქვენი ბედნიერი პირადი ურთიერთობების! შეიფერეთ! ე.ი. თქვენ გაქვთ ის, რაზეც ისინი ჯერ კიდევ ოცნებობენ. დაფიქრდით, როგორ და რა გზებით შეგიძლიათ გახადოთ თქვენი ურთიერთობები ისეთი ჰარმონიული და ჯანსაღი, რომ ადამიანებს მოუნდეთ რჩევები გკითხონ როგორ აკეთებ ამას.

და ა.შ. ფორმულა მოარგეთ ნებისმიერ სფეროს.

თუ თქვენ გაქვს ამბიცია მიაღწიოთ დიდებულ წარმატებას და დაიპყროთ მწვერვალები, გაითვალისწინეთ, ყველაფერს თავის საფასური აქვს! და ყველა საფასური მხოლოდ თქვენ უნდა გადაიხადოთ! გაუძლოთ და გადაიტანოთ ნებისმიერი გამოწვევა. წინააღმდეგობები კი თქვენ გასაძლიერებლად უნდა გამოიყენოთ.

ნუ აქცევთ შურიან ადამიანებს თქვენთვის შემაფერხებლად და ნუ გაახარებთ მათ, ვისაც თქვენთვის ცუდი უნდა. ეცადეთ იყოთ საკუთარი თავის სიამაყე და შურიანი ადამიანების იმედგაცრუება.

“თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასდროს მიაღწევ.” იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

გადაწყეტილი გაქვთ, რომ გზა განაგრძოთ და არასოდეს დანებდეთ? მაშინ გაუძელით შურსაც, ცხოვრების უსამართლობასაც, უიღბლობასაც და უამრავ ღალატსაც. არ გაჩერდეთ და იშრომეთ, დღევანდელი ტკივილი ხვალინდელ სიძლიერეთ აქციეთ და არასოდეს დაუშვათ სხვისი აზრი თქვენ რეალობად იქცეს და გპირდებით, ერთ დღესაც მადლობას გადაუხდით საკუთარ თავს რომ არასოდეს ნებდებოდით.

და ბოლოს,

ცხოვრებაში ყოველთვის იქნება მჯობნის მნჯობნი და ეს არასოდეს დაივიწყოთ, ამიტომაც ჩვენ უნდა დავრჩეთ ისეთ ადამიანად, რომელსაც უხარია, აღიარებს და პატივს სცემს სხვების მიღწევებს. რომლისათვისაც მხოლოდ მოტივაციაა წარმატებული ადამიანების არსებობა მის გარშემო.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 64 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ