როგორ მოვემზადოთ დიადი ცხოვრებისთვის

როგორ მოვემზადოთ დიადი ცხოვრებისთვის

1. გაითავისუფლეთ თავი
მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და „სუფთა“ თავი.

2. დაკავდით თვითგანათლებით
იკითხეთ წიგნები ბიზნესზე და ყველაფერი, რაც მოგწონთ. მოინახულეთ გამოფენები, უცნაური ადგილები, იმოგზაურეთ ბევრი, დაკავდით სპორტით. იყავით ყოველმხვრივ განვითარებული – ეს ძალიან დაგეხმარებათ ბიზნესში.

3. განივითარეთ ხასიათი
განივითარეთ ლიდერის ხასიათი, ლოგიკა, ბიზნეს IQ, ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, გამოიმუშავეთ ჟესტები და მიმიკა, მანიპულირების ტექნიკა, ორატორული უნარები. ისწავლეთ ყველაფერი.

4. ბიზნესმენები ადამიანებს ზუსტად ხედავენ
მათ შეუძლიათ მასის გაოცება. იცნობენ ადამიანის ფსიქოლოგიას ნებისმიერ ფსიქოლოგზე უკეთ. რა თქმა უნდა ეს ყველა ბიზნესმენს არ ეხება – მხოლოდ მათ, ვინც წარმატებას მიაღწია. ამ ყველაფრის მიღწევას წლები სჭირდება. გამოიმუშავეთ ეს უნარები და მიაღწიეთ წარმატებას თქვენც.

5. ყურადღება მიაქციეთ
რომ ღარიბები მუდმივად საუბრობენ უფულობაზე და საერთოდაც ცდილობენ ამ თემას გვერდი აუარონ, ხოლო მდიდრებს უყვართ ფულზე სიამოვნებით საუბარი, არ მალავენ, რომ ბევრი ფული აქვთ და იციან კიდევ უფრო ბევრი როგორ იშოვონ.

6. გქონდეთ მიზანი
განსაზღვრეთ თქვენი მიზანი და რაც მთავარია იცოდეთ, როგორ უნდა მიაღწიოთ მას. მოახდინეთ მიზნის მიღწევის ეტაპობრივი გზის ვიზუალიზაცია. ბოლოს, როცა მიხვალთ მიზანთან, შეიგრძენით მიზნის მიღწევით მიღებული სასიამოვნო განცდა – ყოველივე ეს თქვენში იმედს გააღვივებს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ