როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? – რიჩარდ ბრენსონის რჩევები

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? – რიჩარდ ბრენსონის რჩევები

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? ეს საკითხი ბევრს აღელვებს. გთავაზობთ 5 იდეას რიჩარდ ბრენსონისგან, რომლებიც გაზრდიან თქვენი ახალი ბიზნესის წამატების შანსებს.

1. არ მოკიდოთ ისეთ საქმეს ხელი, რომელიც არ მოგწონთ
ახალი ბიზნესის შექმნისას ბევრი და შეუპოვარი მუშაობა დაგჭირდებათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შრომას სიამოვნება მოჰქონდეს თქვენთვის. როცა ახალგაზრდა ბრენსონი იწყებდა თავის საქმეს ლონდონის ერთ-ერთ სარდაფში, მას არ ჰქონდა ბიზნეს იმპერიის შექმნის სტრატეგია ან იდეა, მას უბრალოდ უნდოდა იმის შექმნა, რაც სარგებლობას მოუტანდა სხვა ადამიანებსაც.

გაინტერესებთ რა არის ბრენსონის აზრით პრიორიტეტული ბიზნესის შექმნისას? ეს არის:

  • ისეთ კომპანიის შექმნა, რომლითაც იამაყებთ;
  • ნიჭიერი ადამიანების გუნდის შეკვრა;
  • ისეთი ბიზნესის შექმნა, რომელიც შეძლებს გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შცვალოს.

2. იყავით გამომგონებელი – შეცვალეთ სამყარო

ახლანდელ დროში, წარმატებული კომპანიის შესაქმნელად, საჭიროა რაიმე ახლის შექმნა, ისეთის, რაც საფუძველშივე განსხვავდება უკვე არსებულისგან. ამ დროს მნიშნელობა არ აქვს რას სთავაზობთ მომხმარებელს – პროდუქტს, მომსახურებას თუ ბრენდს.

მოდი გავიხსნოთ ყველაზე წარმატებული კომპანიები: Microsoft, Apple, Google და Facebook. ყველა მათგანმა გააოცა სამყარო იმის კეთბით, რაც მანამდე არავის უკეთებია. დღესაც კი, ისინი აგრძელებენ რაღაც ახალის შექმნას და დანერგვას.

რა თქმა უნდა ყველას არ აქვს ის სიათამამე, რომ ასეთ მწვერვალებზე ასვლისთვის იბრძოლოს. მაგრამ თუ თქვენ გინდათ, რომ ბიზნესში იყოთ წარმატებული – თქვენს კომპანიას უნდა ჰქონდეს თავისი ხრიკები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს უნდა სთავაზობდეს ისეთ მომსახურებას, რაც კონკურენტებს ყველანაირად აჯობებს და რომ იტყვიან, მათგან „ქვას-ქვაზე აღარ დატოვებს“.
მაგალითად, ბრენსოსნის კომპანია Virgin Atlantic-ის მთავარი ხრიკი არის მგზავრების მიმართ კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება.

3. იამაყეთ თქვენი თანამშრომლების მუშაობით
ნებისმიერი კომპანიის ყველაზე ფასეული აქტივი არის – მისი პერსონალი. თქვენი თანამშრომლები, უმეტეს შემთხვევაში, არიან კიდეც თქვენი პროდუქტი. მნიშვნელოვანია გუნდში გყავდეთ საქმის პროფესიონალები, მაგრამ ამაზე უფრო მნიშნელოვანია ის, რომ ეს ადამიანები დაკავშირებული იყვნენ კომპანიის იდეებთან და ერთგულად აკეთბდნენ თავის საქმეს.

როცა თავად იამაყებთ საკუთარი კომპანიით, ეს გააჩენს ნდობის და ლოიალურობის განსაკუთრებულ დონეს, რაც გამოარჩევს თქვენს ბიზნესს კონკურენტებისგან და დადებითად იმოქმედებს მის სამომავლო განვითარებაზე.

4. იხელმძღვანელეთ მოსმენით
კარგი ხელმძღვანელი არის ის, ვისაც შეუძლია მოსმენა. თქვენი შეხედულება უმნიშვნელოვანესია რაღა თაქმა უნდა, მაგრამ ნუ მოახვევთ თავს საკუთარ აზრს სხვებს, შეეცადეთ მოუსმინოთ უფრო მეტად. განხილვის შემდეგ მიღწეული კონსენსუსი — ბიზნეს-ურთიერთბის საუკეთესო ფორმატია.

როგორც ლიდერმა, თქვენ უხვად უნდა შეაქოთ თქვენი თანამშრომლები. თავი აარიდეთ ადამიანების ღია კრიტიკას და ყოველთვის დადებითად შეაფასეთ კარგად შესრულებული სამუშაო. გახსოვდეთ, შექება ადამიანებზე ყოველთვის კარგად მოქმედებს. როგორც წესი, აუცილებელი არ არი მათთვის იმის თქმა, რომ მართალი არ არიან, ეს თქვენს გარეშეც კარგად იციან.

5. იყავით შესამჩნევი
რიჩარდ ბრენსონი იმ ლიდერებს მიეკუთვნება, რომელთა ნახვა ოფისში ძალიან რთულია. ის ყოველთვის თავის გუნდის გვერდით არის. ზოგჯერ შეიძლება ისე ჩანდეს, რომ სულ მოგზაურობს, მაგრამ მას მუდმივად თან აქვს ბლოკნოტი, რომელშიც იწერს ყველა საკითხს და საუკეთსო იდეებს.

რაც შეიძლება ხშირად იქონიეთ ურთიერთობა თქვენს თანამშრომლებთან და კლიენტებთან. ყურადღბით მოუსმინეთ მათ და მათი იდეები განახორციელეთ ცხოვრებაში. შესაძლოა ვინმემ თქვას: ეს მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მცირე ბიზნესი გაქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. უდიდესი კორპორაცია Virgin-ის მართვაც ზუსტად ისე ხდება, როგორც მცირე საოჯახო ბიზნესის მართვა.

ახლა თქვენთვის უკვე ცნობილია როგორ უნდა მოახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება. ბიზნესის წარმატების მთავარი კრიტერიუმია: გამოხმაურება, პროაქტიურობა და კეთილგანწყობა. თუ თქვენ ამ პრინციპებზე ააგებთ საკუთარ ბიზნესს, იცოდეთ, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

7 მეთოდი დღის პოზიტიურად დაწყებისთვის

წარმატებული დღის საიდუმლო იმალება სწორად გაღვიძებაში. გამოკვლევები აჩვენებენ, რომ თუ დილას სწორად დავიწყებთ, დღე გაცილებით წარმატებულად ჩაივლის, იზრდება ბედნიერების და კმაყოფილების განცდა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ იცავს ამ წესს და

Print Friendly, PDF & Email

ბიზნესმენების 7 აღიარება. რა გელით, როცა საკუთარ საქმეს წამოიწყებთ?

ადამიანები იწყებენ თავის ბიზნესს იმისათვის, რომ შეცვალონ სამყარო. როგორც წესი, მათ აქვთ შესანიშნავი იდეა, ჰყავთ თანამოაზრეთა გუნდი, აქვთ გარკვეული კაპიტალი, სამოქმედო გეგმა და კიდევ სტერეოტიპების ნაკრები იმის თაობაზე, თუ რას

Print Friendly, PDF & Email

12 მეთოდი ყველაფრის მისაღებად

1. ცხოვრებაში კარგი მოსწრება აქვთ მათ, ვისაც არ ეშინია რაიმე დიდებულზე ოცნება და შემდეგ ამ ოცნებების განსახორციელებლად რისკზე წასვლა. 2. როცა შენ უკვე მზად ხარ დანებდე, ყველაზე მეტად ახლოს ხარ

Print Friendly, PDF & Email

რატომ გვიზიარებენ სამოტივაციო სიტყვებს წარმატებული ადამიანები?

ალბათ, არ ეწყინება ჩემს მკითხველს, მორიგი სტატიის წერა მასთან დიალოგით რომ  დავიწყო და პირდაპირ ვკითხო:   რას გრძნობ ჩემო კარგო,როდესაც სამოტივაციო სიტყვებს კითხულობ?  მოტივაციით ივსება შენი გული,ძალები გემატება,ფიქრობ რომ წარმატებული  ადამიანი 

Print Friendly, PDF & Email

ცოლმა შემომთავაზა სხვა ქალთან შეხვედრა

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ მე ვახშამზე და კინოში სხვა ქალი დამეპატიჟებინა  მან მითხრა: “მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, რომ სხვა ქალსაც უყვარხარ და შენთან დროის გატარება

Print Friendly, PDF & Email

ცხოვრების 18 ოქროს წესი 

1. ურთიერთგაგების წესი: მანამ, სანამ სხვების შეცდომებს გააკრიტიკებთ, საკუთარ თავს მიაქციეთ ყურადღება. მას, ვინც ტალახს ისვრის ვერ ექნება სუფთა ხელები. 2. ტკივილის წესი: განაწყენებული ადამიანი ყველას აყენებს ტკივილს. 3. ზედა

Print Friendly, PDF & Email