7 სასარგებლო რჩევა დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად

7 სასარგებლო რჩევა დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად

1. ვადგენთ სიას – აიღეთ კალამი და ფურცელი ან გახსენით საოფისე პროგრამა კომპიუტერში და შეადგინეთ შსასრულებელი საქმეების სია. შეისვენეთ 10 წუთით. მოეშვით. თქვენ უკვე განსაზღვრეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსაგვარებელი გაქვთ. დაუბრუნდით სიას და შეხედეთ მას კრიტიკულად. შეეცადეთ გაარკვიოთ ყველა მიზეზი, რომელიც ჩამოწერილი საკითხების ბოლომდე მიყვანაში გიშლით ხელს.

2. ნაკლებ საჭირო საკითხები – გადაიკითხეთ სია კიდევ ერთხელ და რომელი საკითხიც ნაკლებმნიშვნელოვანია ამოიღეთ სიიდან. სჯობს დრო უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაზე დახარჯოთ.

3. ვიმახსოვრებთ ”ორი წუთის წესს”– ე.წ. Time Management-ში არის ასეთი პრინციპი – ”ორი წუთის წესი”: საქმე, რომელიც არ წაიღებს 2-5 წუთზე მეტს სრულდება მაშინვე და იშელბა შესასრულებელი საკითხების სიიდან. კარადის თაროს დალაგება, აბაზანის თაროს მოწესრიგება, სარეცხ მანქანაში გასარეცხი ნივთების ჩატვირთვა – ყოველივე ეს 5 წუთზე მეტს არ წაიღებს (მაქსიმუმ 10 წუთი). სულ რაღაც ნახევარ საათში დაახლოებით 5-10 ტიპის საქმეს მოაგვარებთ!

4. გახდი ფრანგი – შეჭამე ”ბაყაყი” – სიაში მწვანე ფერით გამოყავით ყველა ის პუნქტი, რომლის შეუსრულებლობის მიზეზიც გახდა სიზარმაცე. ეს ყველაზე არასასიამოვნო საკითხებია და ცდილობთ ისინი ბოლო მომენტამდე გადადოთ. Time Management-ში მათ ეძახიან ”ბაყაყებს”. ამიტომ ”ბაყაყების ჭამა”, ანუ არასასიამოვნო საკითხების შესრულება ან მოგვარება დილიდანვე სჯობს. მაგალითად, თქვენგან ითხოვენ დაწეროთ რამე. წარმოიდგინეთ წვრილმანებში როგორ ასრულებთ ამ დავალებას და შეასრულეთ. მოიცილეთ მსგავსი საკითხების მოგვარება თავიდანვე და დღე გაცილებით სასიამოვნო საქმიანობას მოახმარეთ.

5. გაანაწილეთ ”სპილო”– ყველაზე მძიმე და რთულ საქმეებს Time Management-ში ეძახიან ”სპილოებს”. თუ თქვენ არ იცით რით დაიწყოთ, სცადეთ ”სპილოს” განაწილება, ანუ შესასრულებელი საქმე დაყავით რამოდენიმე ეტაპად. რაც უფრო მალე და მარტივად სრულდება თითოეული ეტაპი მით უკეთესი. რას მიიღებს თქვენი ცნობიერება უფრო მარტივად – 5 რთულ და გრძელვადიან საქმეს, თუ 20 მარტივს და 5 წუთიანს? დაიცავით მთავარი წესი: დაუბრუნდით საკითხებს თავისუფალ დროს. დავუშვათ თქვენ გადაწყვიტეთ ფრანგული ენის შესწავლა. დილით დაიზეპირეთ გრამატიკის ერთი წესი, შემდეგ 10 სიტყვა ისწავლეთ, საღამოს შეადგინეთ რამოდენიმე წინადადება ახალი სიტყვებისგან ნასწავლი წესის შესაბამისად. ამ გზით, რამოდენიმე თვეში თქვენ შედეგად მიიღებთ იმას, რომ ფრანგულად საუბარს შეძლებთ და თქვენს საქმიან პარტნიორებთან, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ სკმაოდ ადვილად დაამყარებთ ურთიერთობას.

6. შეაქეთ საკუთარი თავი – არაფერი ისე არ ახარებს და სიამოვნებს ადამიანს, როგორც შესრულებული საქმეების გრძელი ჩამონათვალი. ამიტომ როგორც კი შეასრულებთ ამა თუ იმ საქმეს, თამამად ამოშალეთ სიიდან და საკუთარი თავი შეაქეთ. ამით ენთუზიაზმი აგიმაღლდებათ.

7. შეაჯამეთ შედეგები – გამოყავით რამოდენიმე საათი კვირაში ან თვეში ერთხელ (როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება) და შეაჯამეთ შედეგები. თქვენ შეამჩნევთ, რომ ბევრი საქმე მიყვანილია ბოლომდე, რამოდენიმე ”ბაყაყი” გაქრა, ხოლო ”სპილოები” განახევრდა. კიდევ ერთხელ შეაქეთ საკუთარი თავი და შეავსეთ სია ახალი საკითხებით.
გისურვებთ წარმატებებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

მენეჯმენტი და მარკეტინგი

ვიყენებთ დროს პროდუქტიულად: სამსახურში მისვლამდე

სახლიდან სამსახურში მისვლაზე და იქედან უკან დაბრუნებაზე ბევრი ჩვენგანი 30 წთ-ს და ზოგჯერ მეტს ხარჯავს. დაფიქრდით, დროის ეს მონაკვეთი თქვენი სამუშაო დღის 20%-ს შეადგენს! რა თქმა უნდა თუ თქვენ გსურთ

სიახლეები

სიტყვა-მაგნიტები, რომლებიც გაყიდვებს ზრდიან

მარკეტოლოგის შესაძლებლობები გამომდინარეობს არამარტო პორდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობაში, არამედ ამ ინფორმაციის წარდგენაშიც. სწორი სიტყვების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლამდე მიიტანოთ ის შეტყობინება, რომელიც გსურთ. ამაში დაგეხმარებათ ის სიტყვები, რომლებიც მომხმარებელს ნდობით

სიახლეები

ყოველდღიური დაგეგმვის 4 წესი

1. განსაზღვრეთ სამი პრიორიტეტი მაშ ასე, პირველი, ყოველ დღე საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: «რომელ სამ პრიორიტეტს ვადგენ დღეისთვის?» – და რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აუცილებლად შეასრულეთ ეს საკითხები. პრიორიტეტების დაყენების