5 ოქროს რჩევა, რათა თქვენ მიიღოთ ისეთი სამუშაო, რომელსაც იმსახურებთ

5 ოქროს რჩევა, რათა თქვენ მიიღოთ ისეთი სამუშაო, რომელსაც იმსახურებთ

დიდი სამუშაო გამოცდილება და კარგი პროფესიული უნარები – ეს მხოლოდ წარმატების ნაწილია. მთავარია ვიცოდეთ მათ შესახებ სწორად საუბარი. სათანადოდ შედგენილი რეზიუმე – ეს პროფესიონალის სავიზიტო ბარათია. კომპანიებისათვის, ასეთი სავიზიტო ბარათის დანახვისთანავე, მაშინვე უნდა იყოს გასაგები, რამდენად შეეფერება კანდიდატი ვაკანსიას.

რატომ 5 ოქროს რჩევა, ეს იმიტომ, რომ რამდენად ძვირად ან იაფად შეაფასებთ თქვენ მას დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიანად გააკეთებთ თქვენ მომდევნო ნაბიჯებს.

1. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რას წერთ, არამედ როგორ წერთ.
სწორად არ ნიშნავს კარგად. საჭიროა ასევე გამოვიყენოთ სწორი სიტყვები. როდესაც წერთ გამოიყენეთ ფრაზები, რომლებიც სწორად და პოზიტიურად აღიქმება. მაგალითად თუ თქვენ მათემატიკას სწავლობდით საშუალო ქულაზე, როგორ შეგვვიძლია ამის შესახებ ვთქვათ კარგად? შესაძლებელია ვთქვათ ასე: მათემატიკას ვსწავლობდი და ვიცი იგი მტკიცედ და ზუსტად საშუალო დონეზე. სიტყვები „მტკიცედ“ და „ზუსტად“ საშუალო დონეს მისცემს საკმაოდ კარგ სტატუსს. და, გვერწმუნეთ, როდესაც თქვენს რეზიუმეს კითხულობენ, ასეთ ფრაზას იმახსოვრებენ და ხშირად აძლევენ უპირატესობას მათთან შედარებით ვინც დაამთავრა უფრო მაღალ ქულაზე.

2. მიეცით დეტალური ინფორმაცია.
როდესაც წერთ წინა სამუშაო ადგილის შესახებ შეგიძლიათ უბრალოდ განაცხადოთ ფაქტი,რომ მუშაობდით ორგანიზაციაში და იკავებდით გარკვეულ თანამდებობას. ან თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ის, კონკრეტულად რას აკეთებდით, და შემდეგ თქვენი რეზიუმეს წონა გახდება ერთი ოქროთი მეტი. თუ თქვენ არ მუშაობდით და მხოლოდ დაამთავრეთ სასწავლო დაწესებულება, მაშინ დაწერეთ, რას სწავლობდით და რომელ საგნებზე ამახვილებდით ყურადღებას.

3. დააზუსტეთ რა იცით.
გაამახვილეთ ყურადღება რომ ყველა, ნაკლებადმნიშვნელოვანმა ღონისძიებებმაც კი, რომლებსაც დაესწარით, გავლენა იქონია თქვენს კვალიფიკაციაზე. თქვენს რეზიუმეში უნდა მიუთითოთ რას დაესწარით ან რა ისწავლეთ. დამსაქმებლებისათვის ეს მნიშვნელოვანია. საკუთარ თავზე უნდა მოუყვეთ მაქსიმალურად სრულად. ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა: სპორტით დაკავება, მუსიკით ან სხვა მიმართულებებით შესაძლებელია შექმნას შეხედულება, იმისა თუ რეალურად რას წარმოადგენთ.

4. თქვენი სურათი.
აქ ასევე საჭიროა იყოთ ძალიან ფრთხილი. ჩვეულებრივ დამსაქმებლები ფოტოს გარეშე რეზიუმეს ნახულობენ იმ შემთხვევაში, როცა არჩევანი არ აქვთ. დამსაქმებლებისათვის მნიშვნელოვანია შეგხედონ და შემდეგ, რის შესახებაც წერთ მატერიალიზდება. და ისე, როგორც იწყება თქვენი რეზიუმე სახელით, გვარით და ფოტოთი, ყველა რეზიუმეს ისინი წაიკითხავენ იმ პრიზმაში, როგორი ადამიანი დაინახეს ფოტოზე. მაშ ასე, სურათი არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რომ გვერდზე არ გადადონ, მაგრამ ამავე დროს ფოტო დასვენების მომენტებში, ოჯახურ გარემოცვაში, სამუშაო ადგილზე, ასევე არ იქნება პოზიტიურად აღქმული. თუ თქვენ განაცხადი შეგაქვთ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოზე, მაშინ აზრი აქვს სპეციალური ფოტოს გადაღებას.

5. ვინ გინდათ რომ გახდეთ.
როდესაც ადგენთ რეზიუმეს, იფიქრეთ იმაზე, ზუსტად როგორ სამუშაოს ეძებთ. რისი მიღწევა გსურთ კარიერაში? იმიტომ რომ, თქვენმა დამსაქმებელმა უნდა დაინახოს არა უბრალოდ კარგად განწყობილი ადამიანი, არამედ ისეთი, რომელიც ვითარდება ზუსტად მოცემულ პროფესიულ სფეროში. ყველაფერი რაც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ ემსახურებოდა მეხუთე პუნქტს. და მაშინ, შესაძლებელია მაშინვე არა, თქვენ მიიღებთ ისეთ სამსახურს, როგორიც გსურთ.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ რეზიუმეს სწორად შევსებაში, ამისათვის მობრძანდით ჩვენთან ოფისში. ჩვენ დაგეხმარებით უფასოდ.

თუ გსურთ შეავსოთ რეზიუმე და იპოვოთ სამსახური, გადადით მოცემულ ბმულზე:
www.jobsstaff.ge/register_cv

თუ გსურთ გაეცნოთ ვებ-გვერდს და მასზე განთავსებულ ვაკანსიებს, გადადით ბმულზე:
www.jobsstaff.ge

ვიზიტის დრო 14:00 დან-17:00-მდე.
მისამართი: თბილისი, საქართველო, კერესელიძის 1-ლი შეს. 12
წინასწარ დაგვირეკეთ: +995 032 255-35-15

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ