როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ბიზნეს-ლიტერატურის კითხვისას

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ბიზნეს-ლიტერატურის კითხვისას

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, ბიზნეს-ლიტერატურის ცნობილი მკითხველის – ალექსადრე მელნიკისგან.

დიდი ხანი არ არის, რაც მან ბიზნეს-ლიტერატურის აქტიური კითხვა დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მიიღო შედეგი. თუ ადრე თვეში 1 წიგნს კითხულობდა, ახლა უკვე 3-4 წიგნს კითხულობს.
თუმცა საჭიროა ვიცოდეთ ბიზნეს-ლიტერატურის სპეციფიკა: ეს წიგნები «სულიერ საკვები» ნამდვილად არ არის (როგორც მიღებულია მხატვრულ ლიტერატურაზე საუბრისას), ეს წიგნები უფრო არის «გონებრივი საკვები» და განსაზღვრული გადაწყვეტილებების საფუძველი აწმყოსა და მომავალში. თუ გვირჩევენ, რომ საკვები კარგად დავღეჭოთ და რეგულარულად ვიკვებოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ბიზნეს-წიგნების შემთხვევაში, სადაც ბევრი აზრი, იდეა და რჩევა ერთმანეთს უკავშირდება? როგორ მოვიქცეთ, რომ თავში ყველაფერი არ აირიოს და წაკითხული გვერდებიდან მივიღოთ პრაქტიკული სარგებელი?
მაშ ასე:

1. ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ შეადგინეთ 5 იდეისგან შემდგარი სია, რომლებიც შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესისთვის, პროექტისთვის ან უბრალოდ სამუშაო სტილისთვის გამოიყენოთ. ნუ გადადებთ მიღებული ცოდნის რეალიზაციას «სახვალიოდ»: ბიზნეს-წიგნები — მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით, — დროთა განმავლობაში ბერდება (თანამედროვე პირობებში კი იდეები «ბერდებიან» ნახევარ წელზე ნაკლებ დროში), ეს იმას ნიშნავს, რომ შემოთავაზებულ «რეცეპტებს» ან რჩევებს საჭიროა მაშინვე გავუკეთოთ რეალიზება.

2. ნუ მიიღებთ ბიზნეს-წიგნებს, როგორც უნივერსალურ «ბედნიერების გასაღებს», რომლითაც შესაძლებელია ყველა კარის გაღება და თქვენი ბიზნესის ყველა პრობლემის გადაწყვეტა: უნივერსალური რეცეპტი – პრინციპში არ არსებობს. ყველაზე მოთხოვნადი და ნიშანდობლივი წიგნიც კი, რომელიც დაწერილია პრაქტიკოსი ბიზნესმენის მიერ, ვერ იქნება პირდაპირი მითითებების წყარო მოქმედებისთვის: ბაზრები, გარემო, სამიზნე აუდიტორია, საკანონმდებლო ბაზა, რომლებთანაც შეხება უხდება თქვენს ბიზნესს, შესაძლოა ძირფესვიანად განსხვავდებოდეს იმ ყველაფრისგან, რაც ბიზნეს-ლიტერატურაში არის აღწერილი. ისწავლეთ საუკეთსო ბიზნეს-წიგნებიდან, მაგრამ ნუ შეეცდებით იქ აღწერილი გამოცდილების კოპირებას ერთი-ერთში.

3. აწარმოეთ წასაკითხი ბიზნეს-წიგნების სია. მათ წაკითხვას ზუსტად ისე მიუდექით, როგორც სამუშაო ამოცანების გადაჭრას: ჩამონათვალი, სისტემიზაცია, მინიმუმ 40 წუთის გამოყოფა დღეში მათ წასაკითხად, გვერდების განსაზღვრული რაოდენობა კვირის მანძილზე და ა.შ. ამით, თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ინფორმაციის ერთიანი მოდინების და წიგნში მოცემული რჩევების ერთიანობის შეგრძნება. ამ მიზნებისთვის გამოგადგებათ ელ-პროგრამა Evernote-ში ბლოკნოტის წარმოება ან ვირტუალური «თარო» თემატურ სოციალურ ქსელში – Goodreads.

4. წაკითხული წიგნის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეთ მეგობრებს / ნაცნობებს / ნათესავებს, რომლებსაც თქვენთან თანხვედრი ინტერესები, მსგავსი პირადი ბიზნესი ან ინტერნეტ-პროექტი აქვთ. თანამოაზრე ან ადამიანი, რომელიც იგივე საკითხით არის დაინტერესებული, შეძლებს შეაფასოს არამარტო თქვენი ყურადღება მისი პრობლემების და იდეების მიმართ, არამედ წარმოადგინოს საკუთარი ხედვა წაკითხულის შესახებ. განხილვის შედეგად ხშირად იბადება ახალი იდეები, რომლებიც წიგნში შესაძლოა სულაც არ იყოს მოცემული.

5. გამოიყენეთ ბიზნეს-ლიტერატურა როგორც ნეთვორქინგის საფუძველი. პროფესიული თემატიკის ბიზნეს-წიგნები გაცვალეთ კოლეგებთან / პროექტის პარტნიორებთან. აწარმოეთ კორპორატიული ბიბლიოთეკა (ეს ეხება არამარტო დიდ კორპორაციებს და კომპანებს, არამედ სტარტაფებსაც — განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, რადგან არაფერია იმაზე მეტად ფასეული, ვიდრე თვითგანათლება).

6. ბიზნეს-ლიტერატურა შეიძლება გახდეს ინტერნეტ-მარკეტინგის ინსტრუმენტი. თუ წარმატებული თემატური ბლოგი / კონტენტ-პროექტი ან ონლაინ საინფორმაციო პორტალი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ კონკურსი საუკეთესო რეცენზიაზე / განხილვაზე / რჩევაზე და პრიზის სახით დააწესოთ რომელიმე «გემრიელი» ბიზნეს-წიგნი. აუდიტორია აუცილებლად შეაფასებს თქვენს ამ ნაბიჯს არამარტო «ლაიქებით», «რეტვიტებით» და «დაშეარებით», არამედ თავისი დადებითი განწყობის გამოხატვითაც.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like