23 რჩევა, როგორ მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში

23 რჩევა, როგორ მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ბევრს არ აქვს სულიერი სიმშვიდე, მუდმივად შფოთავს და ღელავს ყოველდღიური პრობლემების გამო. ასევე არსებობს სხვადასხვა სიტუაციები ცხოვრებაში, რომლებიც აღიზიანებს ადამიანებს და წყობიდან გამოჰყავს ისინი. სულიერი სიმშვიდის მომენტები ძალიან იშვიათია.

მაგრამ სულიერი სიმშვიდის მიღწევის ჭეშმარიტი საიდუმლო არის იმაში, რომ ის განისაზღვრება არა გარე მდგომარეობით, არამედ თქვენი არჩევანით. სიტუაციაზე შეხედულების არჩევანით და აზროვნების მეთოდით.
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სულიერი სიმშვიდე იშვიათობის ნაცვლად თქვენი ცნობიერების შემადგენელ ნაწილად იქცეს?

წარმოგიდგენთ რჩევებს შინაგანი სიმშვიდის მიღწევისთვის:

1. მიაღწიეთ აზრობრივ სიწყნარეს, ამოსუნთქვისას გამოთქვით «შ…შ..შ», თითქოს ნელი ტალღების ხმას ბაძავთ. წარმოიდგინეთ რა ნაზად რეცხავენ ტალღები სანაპიროს, უკან გაცურდებიან და თან მიაქვთ თქვენი მღელვარება.

2. გამოხატეთ მადლიერება ყველაფერი «კარგის» და «ცუდის» გამო, ყველაფრის გამო, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. გამოხატეთ მადლიერება იმის მიმართ, რისი გადატანაც მომავალში მოგიწევთ. საშუალება მიეცით საკუთარ თავს აევსოთ მადლიერების შუქით და სითბოთი.

3. მოუსმინეთ, მიენდეთ და მიჰყევით საკუთარ ინტუიციას. გადაწყვეტილება პირველ ჯერზე შეიძლება სწორად მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ სასარგებლო არ იყოს თქვენთვის. განეწყვეთ თქვენს სხეულში წარმოშობილ გრძნობებზე როცა გადაწყვეტილებას იღებთ. თუ თქვენ თბილ, მყარ გრძნობას განიცდით «ყველაფერი კარგად იქნება» — ანუ თქვენ მიჰყევით საკუთარ ინტუიციას. თუ განგაშს გრძნობთ შინაგანად ან დარწმუნებული არ ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარი ინტუიციის წინააღმდეგ წახვედით.

4. შეიცვალეთ ჩვეული შეხედულება საკითხებზე, შეხედეთ სამყაროს სხვა კუთხიდან. თქვენი შეხედულება არ არის «კანონი», ის ერთ-ერთია მრავალი შეხედულებიდან. თქვენმა შეხედულებამ შეიძლება თქვენში გამოიწვიოს სტრესი. სამყაროს უყურეთ შეუზღუდავი შეხედულებით, რომელიც ამბობს: «მე შემიძლია».

5. მედიტაცია – ეს არის ქმედება, რომელიც გასწავლით ფსიქიკურ და ფიზიკურ დისციპლინას, ასევე ემოციონალურ თვითკონტროლს. ეს მარტივი და სასიამოვნო პროცესია და თვითგანვითარების ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება ახლაც შეგიძლიათ!

6. გჯეროდეთ, რომ «ესეც გაივლის». ცვლილებები – ცხოვრების ნაწილია. იყავით მშვიდი და მომთმენი – მიეცით მოვლენებს საშუალება განვითარდეს ბუნებრივად და ორგანულად. განავითარეთ სიმამაცე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირდეთ სასურველ შედეგებზე და არა პრობლემაზე.

7. გაიმარტივეთ ცხოვრება. სიმარტივეს შინაგანი სიმშვიდე მოაქვს იმის დახმარებით, რომ თქვენ სწორად მიმართავთ საკუთარ ენერგიას. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც არ გჭირდებათ, მათ შორის ურთიერთობებისგან, მეგობრული კავშირებისგან, რომლებსაც არაფერი კარგი არ მოაქვს თქვენთვის. ფოკუსირდით იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს ზედმეტი დავალებებით და ინფორმაციით. დაიტოვეთ გასაკეთებლად ერთი ან ორი მიზანი და საქმე, რომლებიც ფასეულია თქვენთვის.

8. გაიღიმეთ. ღიმილს შეუძლია კარების გახსნა, შეუძლია «არა» გახადოს «კი» და მომენტალურად შეცვალოს განწყობა (როგორც თქვენი ისე სხვისი). გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, ყველას, ვინც თვალში მოგხვდებათ. ღიმილი სიყვარულის ენერგიას ასხივებს – გახსოვდეთ, რასაც გაუშვებთ სამყაროში, ის დაგიბრუნდებათ. შეუძლებელია გულახდილად გაღიმება და იმავდროულად ბრაზის, მოწყენილობის, შიშის ან ზიზღის განცდა. ღიმილისას თქვენ მხოლოდ სიმშვიდეს და ბედნიერებას განიცდით.

9. დაწყებული საქმე მიიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე. შეკარით წრე. დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთია ყველას ცნობიერებისთვის, გრძნობთ ამას თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ყოველი დაუსრულებელი საქმე ენერგიას აცლის ადამინს ახალი საქმის კეთებისას.

10. იყავით საკუთარი თავის ერთგული. გიყვარდეთ საკუთარი თავი. აისრულეთ ოცნებები და გამოხატეთ სურვილები. მოძებნეთ საკუთარი როლი ცხოვრებაში და შეასრულეთ ის.

11. იცხოვრეთ აწმყოთი. წარსულს ვერ დაიბრუნებთ, ხოლო მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რას აკეთებთ და ფიქრობთ მოცემულ მომენტში. ამიტომ, დაუთმეთ დრო აწმყოს, ფოკუსირდით იმაზე, რომ რასაც აკეთებთ, გააკეთოთ საუკეთესო შედეგით, და უბრალოდ იცხოვრეთ. ნუ მისცემთ ცხოვრებას უფლებას გვერდით ჩაგიაროთ იმის გამო, რომ თქვენ მუდმივად წარსულზე ან მომავალზე ფიქრობთ.

12. ნუ იღელვებთ. რამდენ დროს ხარჯავთ იმაზე ნერვიულობაში თუ «რა მოხდება»? და რა მიიღეთ ამით? რეალურად არც არაფერი… ასე არ არის? ფოკუსირდით იმაზე რა გინდათ, და არა იმაზე, რა არ გინდათ.

13. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. იზრუნეთ საკუთარ ორგანიზმზე: შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები, სპორტული თამაშები, იკვებეთ სწორად და საკმარისი დრო გამოყავით ძილისთვის. შეივსეთ ენერგია ყოველდღიური ვარჯიშით და თვალყური ადევნეთ იმას, თუ როგორ გრძნობთ თავს.

14. დილა საღამოზე ბრძენიაო – უთქვამთ. ზოგჯერ, როცა პრობლემებით ხართ დატვირთული, დაძინება წარმოუდგენლად მიგაჩნიათ. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა ფიზიკურად მოაგვაროთ. თუ ვერაფერს აკეთებთ, მაშინ პრობლემის ენერგეტიკული გზით მოგვარების ხერხს მიმართეთ. მოახდინეთ საგნების და მოვლენების იდეალური მდგომარეობის ვიზუალიზაცია (სადაც აღნიშნული პრობლემა არ არსებობს) მანამ, სანამ პრობლემა თავად არ გაქრება ან სანამ გადაწყვეტილების მიღების გზას არ იპოვით.

15. საუბრისად დაიცავით სუფიზმის პრინციპები. ეს უძველესი ტრადიცია გულისხმობს, რომ თქვენ გარკვეული რამ უნდა თქვათ მხოლოდ მაშინ, თუ: 1) ეს სიმართლეა 2) ეს აუცილებელია და 3) ეს კეთილი სიტყვებია. თუ სათქმელი რომელიმე ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ნუ იტყვით.

16. ისარგებლეთ გამორთვის ღილაკით. თავი აარიდეთ ინფორმაციულ და სენსორულ გადატვირთვას. გამორთეთ ტელევიზორი, სმარტფონი, პლანშეტი, ნოუთბუქი, კომპიუტერი, mp3-ფლეერი (თუ არ უსმენთ აუდიოჩანაწერებს მედიტაციისა და მოდუნების მიზნით). ისწავლეთ უბრალოდ «არსებობა», სავალდებულო არ არის ასეთ დროს რამე «აკეთოთ».

17. გამოიყენეთ წარმოსახვა. საოცნებო ცხოვრების მოწყობა იწყება წარმოსახვით. სწორედ იქ იღებთ პალიტრას და ფუნჯებს იმისათვის, რომ სასურველი ცხოვრება დახატოთ!

18. ნუ გააკეთებთ ყველაფერს ერთდროულად. გააკეთეთ რამე ერთი და რაც შეიძლება კარგად. ყველაფერში გამოიყენეთ სრულფასოვანი მიდგომა და ჩადეთ ძალისხმევის მაქსიმუმი.

19. დაიწყეთ ყველაზე რთულით. ნუ გადადებთ საკითხებს სამომავლოდ. გონებრივი და ემოციური ენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება ფუჭად საქმისადმი შიშის გამო, რომელთა გაკეთებაც არ გვინდა – ეს იქნება დამღლელი, უსიამოვნო, რთული ან საშიში საქმე. გაერკვიეთ მათში – ოღონ როგორც საჭიროა, საუკეთესო გზით. შემდეგ კი გადადით ადვილი საკითხების მოგვარებაზე.

20. დაიცავით ბალანსი. იქონიეთ მიზნის მიღწევის და შინაგანი სიმშვიდის ქონის უნარი საკუთარ ცხოვრებაში ბალანსის დაცვის გზით.

21. „მშვიდად სიარულით შორს წახვალ“. ისიამოვნეთ მოგზაურობით, რომელსაც სახელად ჰქვია «ცხოვრება». ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ყველა მომენტს და დააფასეთ ის. სად უნდა იჩქაროთ? როგორც კი მიაღწევთ მიზანს, მაშინვე გაჩნდება ახალი პრობლემები და ამოცანები.

22. ისწავლეთ თქვათ «არა». ნუ მისცემთ შეცდომით ნათქვამ «კი»-ს იმის უფლებას, რომ დაარღვიოს თქვენი შინაგანი სიმშვიდე. თუ თქვენ დაიძაბებით და დაიწყებთ იმის კეთებას, რაც სტრესში გაგდებთ, გაღიზიანდებით და იმოქმედებთ შეცდომით, ნაკლებ დროს დაუთმობთ საკუთარი მოვალეობებს და სურვილებს.

23. საკუთარი პრიორიტეტების სიიდან ამოშალეთ ფული. მისწრაფება იქონიეთ იმისკენ, რომ იყოთ ადამიანი, მდიდარი ურთიერთობების მხრივ და არა ფინანსურად.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like