როგორ კლავს თქვენი საუბრის მანერა თქვენდამი ნდობას – 8 ცუდი ჩვევა

როგორ კლავს თქვენი საუბრის მანერა თქვენდამი ნდობას – 8 ცუდი ჩვევა

1. ჟარგონი
ეს არის საუბრის ფორმა, როცა ჩვეულებრივი სიტყვები გამოითქმის ახალი ფორმებით იმისამთვის, რომ საუბარს უფრო «ბიზნეს» ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, ბიზნეს-სლენგის მოყვარულები ფიქრობენ ესმით თუ არა გარშემომყოფებს მათი, რადგან ხშირად ეკითხებიან ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას.
გამოსწორების გზა: გამოიყენეთ სიტყვები ზუსტი მნიშვნელობით. ასე უფრო პროფესიონალად გამოჩნდებით და არა სატირული ჟანრის მულტფილმის გმირად.

2. კლიშე
ეს არის მეტაფორები, რომლებიც ძალიან ხშირად გამოიყენება. მაგალითად, ინგლისურ ენაში არის ასეთ გამოთქმა: «out-of-the-box thinking». რაც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც «ყუთს გარეთ აზროვნება», მეტაფორულად კი გამოდის «არაშაბლონური აზროვნება». კლიშე არამარტო ბანალურად ჟღერს, არამედ გამოხატავს თქვენი მხრიდან მსმენელისადმი უპატივცემულობას.
გამოსწორების გზა: უარი თქვით მეტაფორების გამოყენებაზე. თუ მთლად ასე არ შეგიძლიათ, მაშინ გახადეთ ისინი ნაკლებად «კლიშესებრი».

3. მრავალსიტყვაობა
როდესაც პომპეზური და მაღალფარდოვანი ფრაზებით საუბრობთ მოკლე და გავრცელებული ფრაზების ნაცვლად, ეს მსმენელს უქმნის თქვენს მიმართ ისეთ წარმოდგენას, თითქოს დაწერილი ადამიანი ხართ. მაღალფარდოვანი სიტყვები საუბარს მოცულობას მატებს, მაგრამ ნაკლებად გასაგებს ხდის.
გამოსწორების გზა: ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ახდენს ბიზნესის ან თავისი სამუშაოს მნიშნველობის ზედმეტად შეფასებას. ამ პრობლემის გადაწყვეტაა თავმდაბლობა. თქვენ არ აშენებთ რაკეტებს და არც თავის ტვინის ოპერაციებს აკეთებთ. ბიზნესი – ეს არის ადგილი, სადაც ფასდება უშუალოდ საქმეზე მიმართული და პირდაპირი საუბარი.

4. სიტყვებს შორის პაუზა, ხმების გამოცემა
როცა თქენ საუბრისას ამბობთ ეეეე… მმმ… – უბრალოდ მიუღებელია. თუ აზრის უკეთ დალაგება გსურთ, სიტყვებს შორის ჩასვით დამხმარე სიტყვები იმისათვის, რომ მეტი ფიქრის დრო გქონდეთ როგორ გააგრძელოთ წინადადება.
გამოსწორების გზა: ამის გამოსწორება მარტივია. რიმე ხმების ან ბგერების ნაცვლად გააკეთეთ პაუზა. როცა თქვენ ჩუმდებით და გააზრების დროს ბგერა-პარაზიტებს ან ხმაურს არ გამოსცმეთ, საუბარი უფრო გონივრული და დალაგებული ჩანს. თანამოსაუბრეს ესმის, რომ გულდასმით არჩევთ სიტყვებს. ჩაიწერეთ და მოუსმინეთ საკუთარ საუბარს. ეს დაგეხმარებათ ამ მავნე ჩვევისგან გათავსიუფლებაში.

5. ინტონაციური შეძახილები
მსგავსი შეძახილი საუბარს აქცევს შეკითხვად. ეს იმაში გამოიხატება, რომ თქვენ ტონს უწევთ წინადადების ბოლოს, ან რაც კიდევ უფრო უარესია, ყოველი წინადადების ბოლოს ამბობთ სიტყვას „გესმის“? ან „ხო?“. ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს თქვენ თავად არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობის, რომ აზრი გადმოსცეთ და ეკითხებით მათ, გასაგები იყო თუ არა რაც თქვით.
გამოსწორების გზა: თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, ესმის თუ არა თანამოსაუბრეს თქვენი საუბრის მთავარი აზრი, სჯობს პირდაპირ ჰკითხოთ: «ჩემი გესმით?» სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ან პირდაპირ ჰკითხეთ, ან მოუყევით – არ აურიოთ.

6. სიტყვა-ხაფანგები
ეს არის მდგომარეობა, როცა თქვენ ატყუებთ მსმენელს და უსიამოვნო ფაქტების დამალვას ცდილობთ აბსტრაქტული ფრაზებით. მაგალითად, ამბობთ «შტატის ოპტიმიზაცია» და გულისხმობთ «სამსახურიდან დათხოვნას». ასე იქცევიან მშიშრები, რომლებსაც არ უნდათ გადამჭრელი ზომების მიღება, რადგან სხვების მხრიდან შეფასებების ეშინიათ.
გამოსწორების გზა: გამოიჩინეთ სიმამაცე. თუ სიმართლეს იტყვით ტკბილი ტყუილის ნაცვლად, ამით მეტ ნდობას და პატივისცემას დაიმსახურებთ გრძელვადიან პერსპექტივაში. გახსოვდეთ, ადრე თუ გვიან ადამიანები მაინც გაიგებენ სიმართლეს.

7. არაგულახდილი მობოდიშება
ეს არის ის მომენტი, როცა თქვენ ბოდიშს იხდითი იმის გამო, რომ ამას სოციალური წესები მოითხოვს და არა სინდისი. მაგალითად, როცა ამბობთ: «ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმეს ეწყინა». ასეთი «მობოდიშება» წყენას კიდევ უფრო აძლიერებს.
გამოსწორების გზა: ნამდვილი ბოდიში ასე ჟღერს: «ბოდიშს ვიხდი იმისათვის, რაც გავაკეთე, მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება». ეს უფრო გულახდილად ჟღერს. თუ არ შეგიძლიათ გულახდილად ბოდიშის მოხდა, მაშინ საერთოდ დაივიწყეთ სიტყვა „პატიება“, რადგან მას ვერ მიიღებთ.

8. სწრაფი საუბარი
როცა თქვენ ფაქტებს ერთმანეთის მიყოლებით გადმოსცემთ, თან სწრაფად, ვერ ასწრებთ იმის გადამოწმებას, აინტერესებთ თუ არა ეს მსმენელებს. პრეზენტაციის 95% შეიძლება მივაკუთვნოთ ამ კატეგორიას, მაგრამ თუ ასეთი რამ ჩვეულებრივი საუბრისას ხდება, მაშინც ადამიანი მსმენელების თვალში უბრალოდ სულელად წარმოჩინდება.
გამოსწორების გზა: ურთიერთობა ყოველთვის ააგეთ დიალოგის და არა კომერციული წინადადების ფორმატზე. დასვით შეკითხვები და უპასუხეთ გაკეთებულ კომენტარებს. გაარკვიეთ რა აინტერესებს თანამოსაუბრეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოეცით საკითხთან დაკავშირებული ფაქტები.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like