როგორ გავხდეთ მშიერი? – რეალური ბიზნეს ისტორია, რომელმაც შეძრა სამყარო!
2520 Views

როგორ გავხდეთ მშიერი? – რეალური ბიზნეს ისტორია, რომელმაც შეძრა სამყარო!

აშშ-ს უნივერსიტეტების სოციოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. 
მათ შეისწავლეს ყველა კურსდამთავრებულის ბედი, ბოლო 15 წლის მანძლზე და მოულოდნელი შედეგები მიიღეს. 
ყველა გაცილებით ცნობილი და წარმატებული კურსდამთავრებული იყო ერთი გამოშვება. მათი უმეტესი ნაწილი წარმატებულია კარიერაში, სხვა წლების გამოშვებას კი გაცილებით ნაკლები წარმატება აქვს.
 
ამასთან, წარმატებებს შორის სხვაობაც იმდენაც დიდი იყო, რომ ძალაუნებურად გაჩნდა შეკითხვა – რატომ მაინცადამაინც ისინი. 15 წლის მანძლზე უნივერსიტეტში პრაქტიკულად არ შეცვლილა სასწავლო პროგრამა პედაგოგები, ყველას თანაბარი პირობები ჰქონდა განათელბის მიღებისთვის.  
მკლევარები დიდი ხნის მანძლზე ფიქრობდნენ ამ საკითხზე, სანამ ერთ-ერთი კურსდამთავრებულისგან ეს ისტორია არ მოისმინეს:

“ყველაფერი გამოსაშვებ საღამოშია! 
უნივერსიტეტში არის ტრადიცია, რომ გამოსაშვებ საღამოზე მოიწვიონ წინა წილის გამოშვება. ისინი სიტყვით გამოდიან. ჩვეულებრივ ესენი არიან ადგილობრივი პოლიტიკოსები ან ბიზნესმენები. ისინი თავის გამოსვლაში საუბრობენ უნივერსიტეტის შესახებ და გვისურვებენ ყოველივე კარგს. ატმოსფერო კეთილგანწყობილია. 
აი ჩვენს გამოშვებაზე ასე არ იყო. მოვიწვიეთ მისტერ… მსოფლიოში ცნობილი მილიარდერი. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ის დღე სამუდამოდ დამამახსოვრდა. ჩვენ დარბაზში შევიკრიბეთ. სცენაზე გამოვიდა მოხუცი, მაგრამ უზომოდ კარგი აღნაგობის მამაკაცი. სიარულისას ის ცოტას კოჭლობდა. 
მან გადმოგვხედა და დაიწყო საუბარი.

– მე მომიწვიეს თქვენთან გამოსამშვიდობებელი სიტყვების სათქმელად. ამბობენ, რომ დღეს თქვენ კურსდამთავრებულები ხართ და წინ მთელი ცხოვრება გელით, კარიერა, ოჯახი, წინსვლა და დიდიება, რომ ყველაფერს მიაღწევთ და შეძლებთ. 
თუმცა მე ამ ყველაფერს არ ვიტყვი. 
როცა მე უნივერსიტეტის შენობას მოვუახლოვდი, დავინახე ბევრი ძვირფასი მანქანა. ისინი თქვენ გეკუთვნით. ძვირფასი მანქანები, რომლებიც მშობლებმა გიყიდეს. 
მე გიყურებთ და ვხედავ, რომ ბევრმა უკვე იცის რას გააკეთებს და სად იმუშავებს. თქენმა მშობლებმა და ნათესავებმა უკვე გიშოვეს ადგილები. 
მეც ვიყავი ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მე მახსოვს ის დღე. მე არ მყავდა არც მანქანა და არც ის ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა მომავალში. გამოსაშვები საღამოს შემდეგ მე ვერ შევძელი სამსახურის მოძებნა და იძულებული გავხდი სამხედრო სამსახურში წავსულიყავი. მე ვიყავი ვიეტნამში და ფეხის ნაცვლად პროტეზით დავბრუნდი. გოგომ მიმატოვა. დავიწყე სმა. ვმუშაობდი იქ, სადაც შესაძლებლობა მეძლეოდა. 
მე მახსოვს ერთი დღე, როცა ბინძურ და ცარიელ სატვირთოში გამეღვიძა, რომელსაც ვქირაობდი. მაცივარი ცარიელი იყო. არც ფული მქონდა და არც საჭმელი. მშიერი ვიყავი. მხოლოდ ერთი ბოთლი ვისკი მქონდა. დავლიე და საცვლისამარა ქუჩაში გავედი. გამვლელები დამცინოდნენ.
მე ვიდექი და ცას შევყურებდი. ის უსაზღვროდ დიდებული იყო. შემდეგ გონება დავკარგე და დავეცი, ასე ვეგდე მთელი დღე ქუჩაში მთვრალი.

რატომ გიყვებით ამას? 
იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მე მქონდა ის, რაც თქვენ არ გაქვთ ახლა და არც არასოდეს გექნებათ. მე თვალები მქონდა ანთებული, ამას ვერ გადმოგცემთ რას ნიშნავს, მე მქონდა «იმედის ნიჭი», მე ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავმდიდრდებოდი და სახელსაც მოვიხვეჭდი, თან ამის არანაირი საფუძველი არ მქონდა, ეს მხოლოდ რწმენა იყო. 
იმ დღეს 25 წლის გავხდი. 
ხუთი წლის შემდეგ მე გამოვიმუშავე ჩემი პირველი მილიარდი. 
ახლა აქ ვდგავარ და თქვენ გიყურებთ. 
თქვენ დანაყრებულები ხართ და თვალები არ გაქვთ ანთებული. 
თქვენ ჩვეულებრივი ცხოვრება გელით, გამოიყურებით როგორც ახალგაზრდები, სინამდვილეში კი მოხუცები ხართ.
 
რა გელით? 100 000 დოლარი წელიწადში? 
ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, რომ ცუდი არ არის გქონდეს საკუთარი სახლი, ოჯახი და წელიწადში 100 000 დოლარი. მე მილიარდერი ვარ, რაზე უნდა ველაპარაკო პენსიონერებს, ვისთვისაც ცხოვრებაში საზღვარი გადის 100 000 დოლარზე? მე არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი.

ამის შემდეგ ის კარისკენ წავიდა.
გასასვლელთან შეჩერდა, შემოტრიალდა და გვითხრა:
– მე მთხოვეს ბოლოს რაიმე პოზიტიური მეთქვა თქვენთვის – წარმატებებს გისურვებთ!

ის წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ეს ხუმრობა არ იყო. 
დარბაზი დაიბნა. ყველა ცდილობდა გაღიმებას, მოხუცს სულელად თვლიდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ იგრძნო სასოწარკვეთა. 
მე ვიგრძენი როგორ გაირბინა მთელმა ცხოვრებამ ჩემს თვალწინ, დავინახე საკუთარი თავი სიბერეში. მე მივხვდი, რომ ჩემთვის ეს არ იყო საკმარისი.
მას არ წარმოუთქვამს გამოსამშვიდობებელი სიტყვა. მან შეძლო ჩვენს თვალებში ცეცხლის დანთება. 
ყველა ჩვენგანმა იმ წუთას ვიგრძენით, რომ ძალიან მშიერი ვიყავით”

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like