როგორ გავხდეთ მილიარდერი

როგორ გავხდეთ მილიარდერი

ფულადი სახსრების უდიდესი ნაწილი მილიარდერების და მილიონერების ხელშია. რატომ ხდება ასე და როგორ შეიძლება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა? რობერტ კიიოსაკი მოგვითხრობს ფულადი სახსრების მოდინების კვადრანტის შესახებ, თუმცა, წარმატების მისაღწევად, საჭიროა საფუძვლიანად შეცვლა. შეცვალეთ საკუთარი თავი და სამყაროც შეიცვლება, ჩვენ სამყაროს ვხედავთ ისეთს, როგორიც თავად ვართ. ადამიანი სხვა ადამიანში საკუთარ თავს ხედავს.

წარმოგიდგენთ 6 საიდუმლოს, რომლებიც პრაქტიკაში ნაცადია და საუკეთესო შედეგებიც მოაქვთ:

საიდუმლო №1: იაზროვნეთ როგორც მილიარდერმა
1. რაიმეს მისაღებად აუცილებელია ჯერ ის თქვენს ცნობიერებაში მიიღოთ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ თავი წარმოიდგინოთ მილიარდერად, მაშინ ვერც ვერასოდეს გახდებით.
2. გახსოვდეთ, ვერასოდეს შეძლებთ საკუთარი აზროვნების დონეზე მაღლა ახტეთ.
3. შეწყვიტეთ ღარბი ადამიანივით აზროვნება.
4. მილიარდერივით აზროვნების დაწყება – ეს ნიშნავს საკუთარი აზროვნების შეცვლას. ცვლილებები მოხდება თუ დიდ ძალისხმევას ჩადებთ.
5. მილიარდერები აკეთებენ იმას, რასაც მათთვის წარმატება მოაქვს, დანარჩენები – რაც აწყობთ.
6. მილიარდერებს სისუფთავე და წესრიგი უყვართ საქმეშიც და დოკუმენტაციაშიც, სამსახურშიც და სახლშიც.
7. მდიდრები კითხულობენ ისეთ წიგნებს და ჟურნალებს, რომლებშიც შეუძლიათ ნახონ აზროვნებისა და ბიზნესის სამომავლო განვითარების შესახებ ინფორმაცია.
8. გაუკეთეთ ორგანიზება სამუშაო ადგილს.
საიდუმლო №2: იპოვეთ თქვენი იდეალი
1. ფინანსურად უზრუნველყოფილი რომ იყოთ აუცილებელია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ყველაზე მარტივია – საკუთარი იდეალის ნახვა, რომელმაც უკვე გამოიმუშავა თავისი მილიარდი და ისწავლოთ მისგან.
2. პასუხისმგებლობით შეარჩიეთ მილიარდერი. შეჩერდით იმაზე, რომლისგანაც შეიძლება რაიმეს სწავლა.
3. მთავარი წესი – მასწავლებელი თქვენ გჭირდებათ და არა მას თქვენ.
4. თუ თქვენ გაგიმართლათ და მას შეხვდით, ახლოს დაუჯექით და არ გამოტოვოთ არც ერთი მისი სიტყვა.
5. აირჩიეთ მასწავლებელი ყველა სფეროში.
6. წაიკითხეთ გამოჩენილი ადამიანების წიგნები და მოისმინეთ მათი ტრენინგები.
საიდუმლო №3: გახსოვდეთ ცხოვრებისეული პრინციპები
1. მოექცით სხვებს ისე, როგრც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ.
2. წარმატების მისაღწევად უნდა იყოთ ის, ვინც გინდათ რომ იყოთ და აკეთოთ ის, რაც სიხარულს განიჭებთ.
3. შეუძლებელია ადამიანზე გამარჯვება მანამ, სანამ თავად არ აღიარებს მარცხს.
4. მარცხი და წარუმატებლობა – თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან.
5. თუ გინდათ ის, რაც არასოდეს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთბიათ.
6. ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნის.
7. გინდათ იყოთ მილიარდერი? – ჩაიცვით როგორც მილიარდერებს აცვიათ ისე.
8. ნუ ასესხებთ ფულს მეგობრებს.
საიდუმლო №4: დაწერეთ თქვენი მთავარი ოცნება და წაიკითხეთ ის ყოველ დღე
1. ოცნება – ეს არის ის, რითაც იწყებდა ყოველი მილიარდერი.
2. ოცნება შეიძლება ახდეს, თუკი ყოველდღე მისკენ პატარა ნაბიჯს მაინც გადადგამთ.
3. ოცნებამ უნდა გიბიძგოთ და შთაგაგონოთ, რომ მისი ასრულებისთვის რამე გააკეთოთ.
4. მოვა დრო და მოგიწევთ აირჩიოთ ან რისკი, ან სიღარიბე. ნუ გაუშვებთ ხელიდან სწორი არჩევანის გაკეთების შანსს.
5. პრაქტიკულად ყველა მილიარდერი მანამ, სანამ გამოიმუშავებდნენ მილიარდება, გაბანკროტებულები არიან რამოდენიმეჯერ, ეს ნორმალურია, მთავრია მიიღოთ გაკვეთილი ამ ყველაფრისგან და ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეოროთ.
6. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ოცნებასთან გაახლოვებთ.
საიდუმლო №5: ფოკუსირდით
1. განავითარეთ ერთი მიმართულება, რომელიც მოგწონთ და გაინტერესებთ.
2. არასაკმარისი ფოკუსირება – ყველა უბედურების მიზეზია.
3. ყოველი მილიარდერი რაღაცას იმაზე უკეთ აკეთებს, ვიდრე სხვები.
4. თქვენ ერთ ადგილს დატკეპნით მანამ, სანამ არ მოახდენთ ფოკუსირებას.
5. მიუძღვენით თქვენი თავი საქმიანობას, რომელსაც აკეთებთ, გახდით იმ სფეროს ექსპერტი.
6. ყოველ დღე არჩევანის გაკეთება გვიხდება, არავინ გაგასამართლებთ ან გაგკიცხავთ თქვენი არჩევანის გამო. მთავარია, რომ თქვენ იყოთ დარწმუნებული სრულად ამ არჩევანში.
საიდუმლო №6: ვისახავთ სწორ მიზნებს
1. მიზანი გვეხმარება ვიაროთ სწორი მიმართულებით.
2. განსაზღვრეთ მიზნები ყოველდღიურად.
3. დააწესეთ სხვადასხვა პრიორიტეტები მიზნებისთვის (აუცილებელი, მოიცდის ხვალამდე, დამატებითი).
4. დაისახეთ მიზნები ერთ დღეზე, კვირაზე, თვეზე, წელზე.
5. მიზანი უნდა იყოს რეალისტიკური და შესრულებადი.
6. მიზანს უნდა ჰქონდეს შესრულბის დრო და ვადა.
7. მიზნები ჩაიწერეთ თვალსაჩინო ადგილას.
8. ნუ დაისახავთ ძალიან ბევრ მიზნებს, მაგრამ ნურც მე-5 პუნქტს დაივიწყებთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მოქმედი მარკეტინგული იდეები საცალო ვაჭრობისთვის

თქვენ ახლახანს გახსენით ბიზნესი. როგორ უნდა განაცხადოთ ამის შესახებ? ყოველთვის იქონიეთ თან სავიზიტე ბარათები და განათავსეთ ისინი თქვენი სამიზნე აუდიტორიის ადგილსამყოფელში. მოამზადეთ სასაჩუქრე სერთიფიკატი და გამოიყენეთ ანკეტა მისი გაცემისას, რათა

Print Friendly, PDF & Email

10 გაკვეთილი ლეონარდო და ვინჩისაგან

1. არ ღირს იყოთ ვინმე მხოლოდ ერთი შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ ეძიოთ თქვენი თავი და მოსინჯოთ ახალი როლები. რადგანაც ლეონარდო და ვინჩისთვის თავის შეთავაზებულ იდეაზე უარი რომ არ ეთქვათ და

Print Friendly, PDF & Email

5 მეთოდი, როგორ გავთავისუფლდეთ მუდმივად დაკავებულის ჩვეულებისგან

მუდმივად დაკავებულის ჩვეულება, მაშინაც კი, როცა არაფერს ვაკეთებთ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი მოვლენაა. მას ფსიქოლოგებმა განსაზღვრება სულ ახლახანს მოუძებნეს – Faffing, რაიმეს შესრულების ხელოვნება შედეგის მიუღწევლად (მომდინარეობს ინგლისური სიტყვისგან faff, რაც

Print Friendly, PDF & Email

12 მიზეზი, რომლებიც წინსვლის მოტივაციას ახდენენ

1. სანამ ცოცხლები ვართ – შეუძლებელი არაფერია ცხოვრება სრულ თავისუფლებას და შესაძლებლობებს გვაძლევს, რომლებიც ვალდებული ვართ გამოვიყენოთ სხვდასხვა სახით წარმატების მისაღწევად. შესაძლებლობები არ იქნება მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. 2.

Print Friendly, PDF & Email

მაჰათმა განდი: 5 გაკვეთილი, რომლებიც მას ცხოვრებამ ასწავლა

1. შეიცვალეთ «თქვენ უნ და იყოთ ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ სამყაროში». თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თავად უნდა ვიყოთ ამის მაგალითი. თუ თქვენ გამოგივათ, ადამიანები თავად წამოგვყებიან. ნებისმიერს შეუძლია წარუმატებლობაში

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ენერგია დღის მანძილზე?

ადამიანი, რომელიც დაკავებულია თავის საქმით, ცხოვრობს მომატებული მჟავიანობის მქონე გარემოში. გარიგება თუ არ შედგა — სტრესია. გარიგება თუ შედგა — სტრესია. მთავარ პრობლემად რჩება ენერგორესურსის დეფიციტი. უბრალოდ ორგანიზმისთვის მინერალებია არასაკმარისი

Print Friendly, PDF & Email