7 ჩვევა, რომლებიც დაგეხმრებათ გახდეთ მილიონერი
3225 Views

7 ჩვევა, რომლებიც დაგეხმრებათ გახდეთ მილიონერი

გარდა ყველა სხვა გლობალური სხვაობისა «ჩვენსა» და «მათ» შორის, არსებობენ არასწორი მილიონერები. მაგალითად რუსეთში უმეტეს შემთხვევაში არსებობენ მილიონერები, რომელბიც არიან ყოფილი კომკავშირის თანამშრომლები ან ყოფილი ბანდიტები, თუმცა მათ შორის სხვაობა, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე დიდია. არსებობს გამონაკლისებიც, არ ვდაობთ, მაგრამ ისინი მხოლოდ წესებს ადასტურებენ.

თუ მდიდრებს სხვა მხირვ შევხედავთ, დავინახავთ სრულიად სხვა სურათს, სადაც უფრო მეტად ფასდება არა «გამოწურვა-განაწილების» ცოდნა, არამედ რაიმე ახლის შექმნის შესაძლებლობა. Fidelity Investment-ის გამოკითხვის თანახმად, მდიდარი ადამიანების 86%-მა ქონება დააგროვა სამეწარმეო საქმიანობით და ინოვაციების შექმნით. ამაში კი მათ დაეხმარა არამარტო წარმატება და პიროვნული თვისებები, ასევე რამოდენიმე მარტივი წესის ზედმიწევნით დაცვა.

შეადგინეთ ბიუჯეტი და მიყევით მას – მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ მილიონერებმა ზუსტად იციან თავიანთი შემოსავლებიც და ხარჯებიც. ამის შესახებ წერენ – თომას ეტენლი და უილიამ დანკო თავიანთ წიგნში “Millionaire Next Door”, რომელიც ეძღვნება ამერიკელი მილიონერების უმეტესი ნაწილის ტიპიურ ჩვევებს. ამასთან, ამ ანგარიშების სკრუპულოზურობა არ ქრება ახალი ნულების გამოჩნისას მათ ანგარიშებში.

პირველ რიგში დააბანდეთ საკუთარ თავში, მილიონერები ფულში არ ხედავენ მუდმივი სიამოვნების მიღების საშუალებას, ისინი ფულს უყურებენ როგორც ინვესტიციების და დანაზოგების გაკეთების საშუალებას. სასარგებლო ჩვევა, რომელიც ნებისმიერმა შეიძლება მათგან ისწავლოს არის ის, რომ შემოსავლების მინიმუმ 10% აუცილებლად უნდა შეინახოთ.

როგორც ფინანსური კონსულტანტი დევიდ რემსი (Dave Ramsey) აღნიშნავს: «თვეში სულ რაღაც $100-ის შენახვა 25 წლიდან 65 წლის ასაკამდე 12%-იან ანაბარზე, საბოლოოდ დაგიგროვებთ $1.176.000. ნებისმიერს შეუძლია პენსიაზე გავიდეს მილიონერად!»

უზრუნველყოფილი ადამიანები უფრო მეტსაც აკეთებენ: ისინი თავიანთი შემოსავლების 20%-ს ინვესტიციებისთვის იყენებენ. ბევრი ექსპერტი გვთავაზობს დავიცვათ 50-30-20-ის წესი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შემოსავლების 50%-ს ხარჯავთ ყველაზე აუცილებელში, 30%-ს ისეთ რამეზე, როგორიცაა ახალი სამოსი ან მოგზაურობა და ანგარიშზე ინახავთ შემოსავლების 20%-ს.

დაისახეთ ამბიციური მიზნები
მდიდარი ადამიანები დიდ ყურადღებას უთმობენ თავიანთი დროის ორგანიზაციას – მილიონერების 81% კეთილსინდისიერად ასრულებს შესასრულებელი საკითხების სიას. ხოლო ნაკლებად უზრუნველყოფილ ადამიანებს შორის, თომას კორლის (Thomas Corley) კვლევის თანახმად, მხლოდ 9% იქცევა ასე. როგორც ვხედავთ, დასახული მიზანს და მის მისაღწევად კარგად გათვლილ ნაბიჯებს ნამდვილად მოაქვს შედეგი.

«ისინი ნამდვილად დიად მიზნებს ისახავენ, ისეთი ადამიანები, როგორიც არის მაგალითად რიჩარდ ბრენსონი, ისახავენ გრანდიოზულ მიზანს, აღწევენ მას და ხელახლა აკეთებენ იგივეს. თავიდან ჩანს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ისინი აკეთებენ ამას და არ ჩერდებიან» – აცხადებს სტივ სიბოლდი (Steve Siebold) – ავტორი წიგნისა “How Rich People Think”.

იცხოვრეთ მოკრძალებულად
მილიონერების უმრავლესობა მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს მაშინაც კი, როცა შეუძლიათ საკუთარ თავს პრაქტიკულად ყველაფრის უფლება მისცენ. ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი ნებრასკას შტატში, ომაჰაში იგივე სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს შეიძინა $31 500-ად და ეს მანამ იყო, სანამ მილიარდერი გახდებოდა. ამერიკელი მილიარდერების დიდი ნაწილი მეორადი ავტომობილებით სარგებლობენ – აღნიშნულია თომას სტენლის და უილიამ დანკოს მიერ ჩატარებულ ზემოთხსენებულ კვლევაში. ყველაზე პოპულარული ავტო-ბრენდია — Toyota.

ამერიკელი მდიდრების ჩვევას არ წარმოადგენს რაიმე ნიშნით ჩაციკვლა. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც სიმდიდრე დააგროვეს საკუთარი შრომით, მიზანდასახულობით და პირველ რიგში თვითდისციპლინით.

იმუშავეთ საკუთარ თავზე
ამერიკელების მხოლოდ 20%-ს აქვს ბიზნესი, მაგრამ მილიონერების 2/3 წარმოადგენს დამოუკიდებელ მეწარმეს. თუ მივყვებით Economist-ის მონაცემებს, მსოფლიო მასშტაბით, მილიონერების ნახევარზე მეტს აქვს საკუთარი ბიზნესი და მხოლოდ 16% — მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე.

«რეალურად მდიდარი ადამიანები ცდილობენ არ იყვნენ დამოკიდებული შემოსავლის ერთ წყაროზე და ამიტომ მათ აქვთ რამოდენიმე შემოსავლის წყარო» – წერს გრანტ კარდონე (Grant Cardone), ავტორი წიგნისა – «The 10X Rule».

იქონიეთ სწორი კავშირები
თუ თქვენ გსურთ წარმატებული გახდეთ ბიზნესში, მაშინ მოგიწევთ დრო დახარჯოთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომლებიც წარმატებულები არიან. სწორედ ისე, როგორც მუსიკოსები ცდილობენ დრო გაატარონ კოლეგებთან, მწერლები მწერლდებთად და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ზღუდავენ ურთიერთობის არეალს, ეს ნიშნავს, რომ ისინი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ სწორედ პროფესიულ გარემოში.

ფულს მიუდექით როგორც ინსტრუმენტს და არა როგორც მთავარ მიზანს
ბევრი ნამდვილი მილიონერის დამახასიათებელი ნიშანია ფულის კულტის არ ქონა. ისინი უბრალოდ მიდიან თავიანთი მიზნისკენ და ფული მათთვის წარმოადგენს სასიამოვნო ბონუსს ამ გზაზე. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. არ შეწყვიტოთ განვითარება პროფესიული კუთხით და ადრე თუ გვიან სიმდიდრე თქვენთან მოვა — წერს სტენლი (Stanley) თავის წიგნში “The Millionaire Mind”. რთულია შეეკამათო.

 

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like