როგორ გავუმკლავდეთ დიდ საქმეებს: 3 პრაქტიკული რჩევა
1. «სპილოს შეჭმა»
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დავალება – ეს არის დიდი «სპილო», ძალიან დიდი და მძიმე. თქვენ კი მისი შეჭმა გინდათ. ცხადია, რომ ერთ ლუკმაზე ვერ გადაყლაპავთ, ამიტომ, დაანაწევრეთ ის და ნაწილ-ნაწილ გაცილებით ადვილად მოერევით.
ტრაპეზზე სტუმრების მოწვევაც შეგიძლიათ და მათთვის თითო ნაჭრის მიწოდებაც. დავალება იმდენი რაოდენობის ქვედავალებად დაყავით, რამდენის შესრულებასაც შეძლებთ სათითაოდ. ასე დავალების მოცულობა მოიკლებს და შესაბამისად მათი გადაწყვეტაც უფრო მარტივი იქნება. გარდა ამისა, დავალების ნაწილის დელეგირება შეგიძლიათ მოახდინოთ თანაშემსრულებლებზე.
2. «შვეიცარიული ყველი»
საქმის დაწყების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია – გახადოთ ის «შვეიცარული ყველი». ამისათვის საჭიროა საქმეში გააჩინოთ «ხვრელები». «ხვრელები შეგიძლიათ დაარქვათ სწრაფი რეაგირების დავალებებს, რომლებსაც სულ რაღაც 3-5 წუთი სჭირდებათ, მაგრამ მათი შესრულებით საქმეში გააჩენთ «ხვრელებს».
ამრიგად, თუ მხოლოდ 10 წუთი გაქვთ, შეგიძლიათ შეასრულოთ 2-3 სასწრაფო დავალება. სწრაფი რეაგირების დავალებების სიის შედგენისას საჭიროა მიზანმიმართულად ჩართოთ ის სამუშაოები, რომლებიც შეიძლება სწრაფად დაიწყოთ და ადვილად შეასრულოთ. ცხადია, რომ ეს საკითხები უნდა იყოს ერთიანი საქმის ნაწილი ან მასთან დაკავშირებული.
3. «დაივიწყეთ ზიზღი – შეჭამეთ ბაყაყი»
დასავლეთში დიდი ხანია არსებობს გამოთქმა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის დავალებების შესრულებისას – «თუ ყოველ დილით გიწევთ ცოცხალი ბაყაყის შეჭმა, მთელი დღე იმ შეგრძნებით იქნებით, რომ ამაზე უარესი აღარაფერი არ მოხდება თქვენს თავს»
ბაყაყი – ეს ყველაზე მძიმე და უსიამოვნო საქმეა. დილით, როცა მუშაობას იწყებთ, აუცილებელია მისით დაიწყოთ. თუ ორი ბაყაყის შეჭმა გიწევთ, შეეცადეთ ყველაზე საზიზღარი შეჭამოთ პირველად. ამ მეთოდიკის თანახმად, თქვენთვის აუცილებელია გამოიმუშაოთ ჩვევა, რომ დილიდანვე მოიშოროთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საკითხები…
About author
You might also like
ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა
მიხაილ ლიტვაკი (Mikhail Litvak) – ექიმი-ფსიქოლოგი და საერთაშორისო დონის ყველაზე აღიარებული ფსიქოლოგი. მან პირველმა შეიმუშავა კონფლიქტების გადაწყვეტის სისტემა „ფსიქოლოგიური აიკიდო“ და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ
პოზიტიური განწყობა წარმატებისთვის
გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები
40 მნიშვნელოვანი აზრი ცხოვრებაზე
1. თუ გინდა მშვიდად იცხოვრო – ნუ გაუკეთებ სიკეთეს, როცა ამას არავინ ითხოვს შენგან. წინააღმდეგ შემთხვევაში გახდები მხსნელი და აღმოჩნდები ბედის სამკუთხედში (მდევარი – მხსნელი – მსხვერპლი). 2. ცხოვრებაში არსებობს