როგორ გავნთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან

როგორ გავნთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან

დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ ეს წესები:

1) მეთოდი – შეწყვეტა
როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენს ცნობიერებაში ნეგატიური ფიქრი წარმოიშვა, უბრალოდ შეწყვიტეთ ფიქრი. არა არის საჭირო მისი გაანალიზება, კამათი, მისგან თავის დაცვა – უბრალოდ თავიდან მოიშორეთ ის და მის ადგილას რაიმე სხვა დააყენეთ. ამ შემთხვევაში ამოსავალი პრინციპი არის ის, რომ თქვენ ეს სასწრაფოდ უნდა გააკეთოთ, ზუსტად იმ წამსვე, როცა ნეგატიურ ფიქრს იგრძნობთ.

2) მეთოდი – ეტიკეტი
ეს ტექნიკა განსხვავდება პირველისგან, რადგან წინა შემთხვევაში ნეგატიური ფიქრის შეწყვეტით ჩვენ ვემიჯნებით მას, ვაკვირდებით გვერდიდან და არ ვაძლევთ ჩვენი მართვის უფლებას. შეიძლება თქვათ: «რა მემართება?» – გაჩენილ ფიქრს რაღაც სახელს არქმვეთ, ამით განსაზღვრავთ მის ადგილს და უბრალოდ აკვირდებით მას.
ნეგატიურ ფიქრებს თქვენზე გავლენა აქვთ მხოლოდ მაშინ, როცა მათზე რეაგირებთ.

3) მეთოდი – გადაჭარბება 
როგორც კი აღმოაჩენთ ნეგატიურ ფიქრს, აუცილებლად უნდა გადააჭარბოთ მას და მიიყვანოთ აბსურდამდე. ამოსავალი მომენტი არის ის, რომ გახადოთ ეს ფიქრი სასაცილო. საკუთარი თავი უნდა გამოიჭიროთ ნეგატიურ ფიქრში, ხომ იცით, რომ ცნობიერება დიდი მატყუარაა. ისიც იცით, რომ ყოველ დღე ის ცდილობს გაგეხუმროთ. ამიტომ გადაჭარებების მეთოდს უნდა მიმართოთ – ანუ ნეგატიური ფიქრი აბსურდამდე დაიყვანოთ, რათა მან ვერ იქონიოს თქვენზე გავლენა.

4) მეთოდი – წინააღმდეგობა 
ყველაფერი, რასაც ნეგატიური ფიქრი გვკარნახობს ჩვენ უნდა ვაქციოთ აბსოლიტურ წინააღმდეგობად. როცა მოგივათ ფიქრი: «ვერ გავყიდი» – თქვენ ის უნდა ჩაანაცვლოთ საპირისპირო ვარიანტით: «მე აუცილებლად წარმატებულად გავყიდი». თუ თავში მოგდით ფიქრი: «არაფრით არ გამომივა ფინანსური წარმატების მიღწევა», აქაც აბსოლიტურად წინააღმდეგობრივად უნდა იფიქროთ და საკუთარ თავს უთხრათ: «მე აუცილებლად მივაღწევ ფინანსურ წარმატებას». როცა მოგივათ ფიქრი: «არაფერში არ ვვარგივარ, არაფერი არ შემიძლია», საკუთარ თავს ეუბნებით ეგრევე: «მე ყველაფერი შემიძლია, ყველაფერი გამომდის». სრულიად შეუძლებელია ერთდროულად იფიქრო ნეგატიურზე და პოზიტიურზე, ცნობიერებას შეუძლია იფიქროს რაიმე ერთზე, თუ თავიდან ამოიგდებთ ნეგატიურ ფიქრს და მის ნაცვლად მხოლოდ პოზიტიურს დატოვებთ, ამით ნეგატივს ართმევთ ძალაუფლებას.

ნეგატიური ფიქრებისგან გასათავისუფლებლად ტექნიკის პრაქტიკაში გამოყენება:
ამ 4 მეთოდთან მუშაობა შეგიძლიათ როგორც მოკრივე მუშაობს მოწინააღმდეგესთან. როცა მოგივათ ნეგატიური ფიქრი, შეგიძლიათ დაარტყათ მას პირველი მეთოდით, შემდეგ მეორე მეთოდით. შეგიძლიათ ორმაგი დარტყმა მიაყენოთ მესამე და შემდეგ მეოთხე მეთოდით. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ ამ მეთოების და გამოიყენოთ ის, რომელიც უფრო მოგეწონებათ ნეგატივთან საბრძოლველად. რაც მთავარია – ნუ მისცემთ დიდ მატყუარას იმის უფლებას, რომ გმართოთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი ცნობიერების მართვა და კონტროლი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like