როგორ გავერკვეთ ადამიანებში?

როგორ გავერკვეთ ადამიანებში?

ამისათვის დაგჭირდებათ:

1. გამოცდილება
იმისათვის, რომ ადამიანებში კარგად ერკვეოდეთ, პირველ რიგში აუცილებელია სიმწიფე. ეს არ გულისხმობს მხოლოდ განსაზღვრული ასაკის მიღწევას, ეს ნიშნავს გამოცდილების მდიდარ მარაგს ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობაში, ყველაზე განსხვავებულ და ჩახლართულ ვითარებაშიც კი. ახალგაზრდობა ადამიანებს თავისი მწირი გამოცდილების ვიწრო პერსპექტივაში ხედავს, როცა მათ აიძულებენ განსაჯონ ისინი, ვისი ცხოვრებაც მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ცხოვრებისგან, ხშირად მიმართავენ ფართოდ გავრცელებულ და ზოგადად შეუფერებელ კლიშეს, მაგალითდ: “მოხუცი, ჩამორჩა ცხოვრებას”, “ნორმალური ახალგაზრდაა” ან “საოცარი ადამიანია”.

2. მსგავსება
ეს არის იმის მოთხოვნა, რომ ადამიანმა, რომელიც ცდილობს განსაჯოს სხვები, მთელი ბუნებით ჰგავდეს იმ ადამიანს, რომლის გაგებასაც ის ცდილობს. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ისინი, ვინც ზუსტად აფასებენ სხვა ადამიანის ამა თუ იმ თვისებას, თავად არიან ამ თვისების მფლობელები. მაგრამ კორელაცია ამ შემთხვევაში აბსოლიტური არ არის და ყველაფერი არც ისე მარტივადაა: ერთი შემფასებლის წარმოსახვა შეიძლება უფრო ფასეული იყოს, ვიდრე მეორეს უდიდესი გამოცდილება.

3. ინტელექტი
ექსპერიმენტული გამოკვლევები ისევ და ისევ ადასტურებენ, რომ არსებობს გარკვეული კავშირი მაღალ ინტელექტსა და სხვა ადამიანების სწორად განსჯის შესაძლებლობას შორის. მაღალი ინტელექტი განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის, ვინც ზუსტად აფასებს საკუთარ თავს, მაგრამ თუ შემფასებლები კარგად იცნობენ მათ, ვისაც აფასებენ, მაშინ გამოცდილებამ შეიძლება გარკვეულწილად შეცვალოს ინტელექტი.

4. საკუთარი თავის ღრმად გაგება
საკუთარი ანტისოციალური ტენდენციების, მოჩვენებითობის და არათანმიმდევრულობის, რთული მოტივების სწორად გაგება საშუალებას გვაძლევს სხვა ადამიანებზე არ ვიმსჯელოთ მარტივად და ზედაპირულად. სიბრმავე და შეცდომები საკუთარი ბუნების გაგებისას ავტომატურად გადავა ჩვენს მიერ სხვების განსჯის პროცესზე.

5. სირთულე
როგორ წესი, ადამიანებს არ შეუძლიათ ბოლომდე გაუგონ მათ, ვინც მათზე უფრო რთული და მოკრძალებულია. სწორხაზოვან გონებას თანაგრძნობა არ აქვს მრავალმხრივად განვითარებული კულტურული გონების ღელვასთან… ფაუსტს ორი გული ჰქონდა და მხოლოდ ერთი მის დამხმარე ვანგერს; საბოლოოდ კი სწორედ ფაუსტმა შეძლო გაეგო ადამიანური ცხოვრების მნიშვნელობა.

6. განზე დგომა
ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ისინი, ვინც სხვებში კარგად ერკვევიან, ნაკლებად მიდიან ურთიერთობაზე. მათთვის უფრო დამახასიათებელია ინტროვერსია, ვიდრე ექსტრავერსია – საუკეთესო შემფასებლები არიან ამოუცნობები და რთულად აფასებან სხვებს. საშუალოდ ისინი სოციალურ ფასეულობებს არც თუ ისე მაღლა აყენებენ.

7. ესთეტიკური მიდრეკილებები
ხშირად ესთეტიკური მიდრეკილებები დაკავშირებულია ნაკლები ურთიერთობის ქონაზე. ეს თვისება ყველა დანარჩენზე მაღლა დგას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაგალითად ავიღებთ გამორჩეული ნიჭით დაჯილოვებულ ადმიანებს… ესთეტიკური ნიჭი ყოველთვის ცდილობს შეაღწიოს შინაგან ჰარმონიამდე, თუნდაც ეს იყოს ისეთი ტრივიალური რამ, როგორიცაა ორნამენტი ან რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ადამიანის არსებაა.

8. სოციალური ინტელექტი
ეს თვისება არ არის აუცილებელი. რომანისტები ან მხატვრები მას არ ფლობენ. მეორეს მხრივ, მაგალითად ინტერვიუერს უნდა ჰქონდეს ეს ნიჭი, რადგან მისი ფუნქცია გაცილებით რთულია: მან მშვიდად უნდა უსმინოს და ამავდროულად გამოიკვლიოს, უბიძგოს გულახდილობისკენ, მაგრამ ამასთანავე არასოდეს აჩვენოს თავი ისე, რომ შოკირებულია, უნდა იყოს მეგობრული, მაგრამ თავშეკავებული, მომთმენი და ასევე ბიძგის მიმცემი — ყველაფერ ამასთან ერთად არასოდეს გამოავლინოს მოწყენილობა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სანამ რაიმე ახალს დაიწყებთ, საჭიროა ძველის კეთების შეწყვეტა

გთავაზობთ 14 მაგალითს, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ: 1. შეწყვიტეთ შთაბეჭდილებების ნაცვლად ნივთებზე ხარჯვა მართალია კარგია როცა ლამაზი ტანსაცმელი და ძვირფასი აქსესუარები გაქვს, ზოგჯერ ეს გვეხმარება თავი უფრო მიმზიდველად ვიგრძნოთ,

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავზარდოთ მეწარმე

გაკვეთილი №1 მოვალეობები არ ნაზღაურდებაიმის მაგიერ, რომ ბავშვს საოჯახო საქმის კეთებაში ფული უხადოთ, სჯობს მას აუხსნათ, რომ ეს საერთო ოჯახია და მისი მოვალეობაა ამ საქმეების შესრულება. მშობლებიც ასრულებენ აუცილებელ საქმეებს,

Print Friendly, PDF & Email

სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვებთან

უთხარით თქვენს შვილს: 1. მე შენ მიყვარხარ. 2. მიყვარხარ მიუხედავად ყველაფრისა. 3. მიყვარხარ მაშინაც კი, როცა ჩემზე ბრაზობ. 4. მიყვარხარ, მაშინაც კი, როცა შენზე ვბრაზობ. 5. მიყვარხარ, როცა ჩემგან შორს

Print Friendly, PDF & Email

სიცოცხლეზე შეყვარებული

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავედება თქვენი ცხოვრებისან. მეტიც ძალიან ძალიან უბრალოა,  როგორც დღეს ხშირად ვამბობთ  რუტინულია. მაგრამ მე ამ რუტინაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი იფიქრებთ, ეს

Print Friendly, PDF & Email

საქმიანი მოლაპარაკებების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უამრავი კონფლიქტური სიტუაცია გვხვდება, მშვიდობის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული დიპლომატია. მოლაპარაკების ხელოვნების ცოდნა საჭიროა ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მისი პროფესიისა და საქმიანობისა, რადგან ჩვენი

Print Friendly, PDF & Email

რას ნიშნავს ნახატები, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვხატავთ

ყოველ ჩვენგანს შემჩნეული ეყოლება საკუთარი თავი იმაში, რომ მოსაწყენი ლექციების, სემინარების, შეხვედრების, გაჭიანურებული სატელეფონო საუბრის დროს ხელი თავისით იწყებს სხვადასხვა ფიგურების ხატვას. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ წრეები, შტრიხები ან უცნაური

Print Friendly, PDF & Email