როგორ გავატაროთ გაზაფხულის წვიმიანი დღე ნაყოფიერად

როგორ გავატაროთ გაზაფხულის წვიმიანი დღე ნაყოფიერად

დღევანდელ სტატიას ჩემთვის უჩვეულო ადგილიდან ვწერ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რადგან ინტერნეტ კაფეების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო ქალაქში, მაგრამ ვიცი დააფასებთ ჩემს  შრომისმოყვარეობას და როგორც იტყვიან გამომყვებით ინსტრაგამზე.

რადგან ჩემი ლეპტოპი გაფუჭდა, მე კი სტატია მაქვს ჟურნალში ასატვირთი, ახლა ვიმყოფები რუსთაველზე, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში და გამალებით ვწერ.

დამეთანხმებით ცოტა წვიმიანი და მოღრუბლული ამინდია.  საინტერესოა, როგორ გავატაროთ წვიმიანი დღე ნაყოფიერად და არავითარ შემთხვევაში არ გავაკაროთ გულს პესიმიზმი.. ცოტათი თუ მოვიწყენთ არაფერია, მთავარია წარმატებისკენ მიმავალ გზას არ გადავუხვიოთ,  არ შევცვალოთ დღის გეგმები და თავი ვიგრძნოთ კვლავ ბედნიერად. საინტერესოა რა პუნქტები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ  წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდი არ გახდეს დემოტივაცია თქვეთვის.

მართალია არსებობენ ადამიანები,  რომლებთაც უყვართ ასეთი ამინდები,  მოიხვევენ მხარზე პლედს,ჩართავენ საყვარელ ფილმს, კითხულობენ წიგნებს, უსმენენ მუსიკას, თუმცა შეგვიძლია ასეთ ამინდებშიც  დავრჩეთ მოტივაციით სავსე და ვიმოქმედოთ.

   –  როდესაც თვალს გაახელ და მზიანი დღის ნაცვლად წვიმიანი ამინდში შემოაღებს შენს ფანჯარას, ნუ ჩამოუშვებ ცხვირს. გაიმზადე ფინჯანი ყავა, გამოაღე ფანჯარა და დაიწყე ლამაზი ფიქრებით დღე.

  –  მთავარია გქონდეს საწვიმარი. თუ ეს მეტად მნიშვნელოვანი სამოსი გაქვს, არ დაგჭირდება გეგმების შეცვლა. იმოქმედე და გააკეთე ის საქმეები, რომლებიც  დასახული გქონდა.

    –  მე, როდესაც ფინჯანი ყავა გავიმზადე და მორიგი სტატიის დასაწერად მოვემზადე,  ლეპტოპი არ ჩაირთო,მაგრამ რადგან გეგმა უნდა შემესრულებინა, გადავწყვიტე ინტერნეტ კაფეს ვწვეოდი, რომელიც ჩემი სახლიდან ძალიან შორს მდებარეობს და შემესრულებინა დავალება დროულად.

 –  აქ მომუშავე ადამიანები ნამდვილად არიან სავსე მოტივაციით. გარეთ კი ისევ წვიმს, რომანტიულად და მშვიდად.

  –  ასე რომ შენი სამსახურიდან, ოფისიდან, სასწავლებლიდან სადაც ახლა იმყოფები შეიძლება მხიარული ხედები არ ჩანს, მაგრამ შენს სულში  ანათებს მზე, რომელიც გავსებს მოტივაციით.

 –  დღეს შეგიძლია იკითხო წიგნები, დაისახო ახალი მიზნები.მოუსმინო სამოტივაციო ვიდეოებს და გაატარო დრო ნაყოფიერად. დღის ბოლოს შეგიძლია ისეირნო წვიმაში ფეხით,  დამეთანხმები  აივსები ბედნიერებით და მოტივაციით. საღამოს შეგიძლია შეხვდე მეგობრებს და გაატარო საღამო მშვიდად.

ჩემი სტატიით კი მინდოდა მეთქვა –   არავითარი მნიშვნელობა არა აქვს როგორი ამინდია გარეთ.მთავარია დავრჩეთ ჩვენი მიზნების ერთგული და ყოველ დღე გადავდგათ პატარა ნაბიჯები წარმატებისკენ.

გისურვებ წარმატებებს!

 

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ნუ წუწუნებთ და ნუ იყურებით წარსულში, წინ გაიხედეთ!

ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ არა იმიტომ, რომ საკმარისად მონდომებულები ან შრომისმოყვარეები არ არიან, ან საკმარისი ძალა არ შესწევთ ბევრჯელ სცადონ – არა! ადამიანებს უჭირთ მიაღწიონ წარმატებას რადგან ისინი გ ა

Print Friendly, PDF & Email

მაჰათმა განდი: 5 გაკვეთილი, რომლებიც მას ცხოვრებამ ასწავლა

1. შეიცვალეთ «თქვენ უნ და იყოთ ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ სამყაროში». თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თავად უნდა ვიყოთ ამის მაგალითი. თუ თქვენ გამოგივათ, ადამიანები თავად წამოგვყებიან. ნებისმიერს შეუძლია წარუმატებლობაში

Print Friendly, PDF & Email

შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და გახადეთ ცხოვრება უკეთესი

1. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა. დაუთმეთ ამ საქმეს დღეში ნახევარი საათი მაინც. 2. გაიხადეთ ჩვევად სამუშაო ადგილის/სახლის ყოველ მეორე დღეს დალაგება და ზედმეტი, უსარგებლო ნივთების გადაყრა. 3. უარი თქვით კომპიუტერულ

Print Friendly, PDF & Email

მოტივაცია გაყიდვებისთვის

მარტივი ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ გაყიდვების მოტივაცია – ეს არის თქვენი შიდა საქმე. ეს ძალიან აუცილებელი უნდა იყოს თქვენთვის და არა ვინმე სხვისთვის. ეს მხოლოდ თქვენ გჭირდებათ!თქვენ ერთი ცხოვრება გაქვთ

Print Friendly, PDF & Email

წარმატების 7 მცნება უორენ ბაფეტისგან

1. სიმდიდრე ეს გულის მდგომარეობაა „მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვიქნებოდი მდიდარი. არც ერთი წამით, არასოდეს შემპარვია ამაში ეჭვი“ – უორენ ბაფეტი. 2. წარმატება ეს უფრო მეტია, ვიდრე მსხვილი საბანკო ანგარიში

Print Friendly, PDF & Email

რატომ ვზარმაცობთ და როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს

ამ სტატიაში მოყვანილი მარტივი ინსტრუქცია დაგეხმარებათ გაიგოთ რატომ არ გინდათ არაფრის კეთება და შესაძლებლობას მოგცემთ სამუშაო განწყობაზე დადგეთ. სიზარმაცე თუ პროკრასტინაცია? თავიდან სჯობს განვიხილოთ სიზარმაცე და გაჭიანურება, რადგან ხშირად ამ

Print Friendly, PDF & Email