9 რჩევა, თუ როგორ გავაქირაოთ ტურისტებზე ბინა Airbnb-ის მეშვეობით

9 რჩევა, თუ როგორ გავაქირაოთ ტურისტებზე ბინა Airbnb-ის მეშვეობით

ეს პატარა ხრიკები დაგეხმარებათ თავისუფალი საცხოვრებელი ფართი გააქირაოთ ტურისტებზე პოპულარულ პლატფორმაზე – Airbnb მაქსიმალური სარგებელის მიღებით. თუ თქვენ ჯერ არ დარეგისტრირებულ ხართ არ გადადოთ ეს, დააჭირეთ რეგისტრაციას

1. განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია
რა თქმა უნდა, ყველა გამქირავებელს უნდა თავის საცხოვრებელ ფართში მიიღოს მშვიდი, მოკრძალებული, მაგრამ გულუხვი სტუმრები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, თუ თქვენ გადახედავთ საკუთრ უძრავ ქონებას და ობიექტურად შეაფასებთ, აღმოაჩენთ, რომ ის განეკუთვნება ბიუჯეტურ ვარიანტებს. თუმცა ამის გამო გულს ნუ გაიტეხთ, რადგან ყველაზე იაფფასიანი ჰოსტელებიც კი რამოდენიმეჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე მდიდრული სასტუმროები მათზე მაღალი მოთხოვნის არსებობის გამო.

Airbnb-ის სერვისი თავად გთავაზობთ თქვენს რაიონში საცხოვრებელზე არსებულ საშუალო ფასს. დაფიქრდით, ვის უფრო მეტად შეეფერება თქვენი ფართი და განცხადებაც სწორედ ამ კატეგორიისთვის მოამზადეთ.


2. ხაზი გაუსვით ბინის ყველა უპირატესობას

  • ტურისტულ ქალაქებში ამ მხრივ ფულის გამომუშავების დიდი საშუალებაა, თუმცა კონკურენციაც დიდია. რატომ უნდა აირჩიოს მოგზაურმა სწორედ თქვენი ბინა?
  • პირველი, რასაც ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას, ეს არის ფასი და მინიმალური კომფორტის არსებობა. გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურისთვის მასლოუს პირამიდის საფუძველს წარმოადგენს უწყვეტი და სწრაფი ინტერნეტ კავშირი Wi-Fi-ის დახმარებით.
  • თუ არ გაქვთ მაღალი რეიტინგი და გამოხმაურება, დფიქრდით, რა უპირატესობები აქვს თქვენს ბინას და მის ადგილმდებარეობას. ეს შეიძლება იყოს ხელსაყრელი სატრანსპორტო კვანძი, ღირსშესანიშნაობების სიახლოვე, ხედი ფანჯრიდან, ჯაკუზი, უჩვეულო რემონტი და ა.შ.
  • მაშინაც კი, თუ სახლი ქალაქგარეთ მდებარეობს და ცენტრამდე მისვლა არც ისე ადვილია, ის შეიძლება ავტომანქანით მოგზაურს მოეწონოს. არსებობის შემთხვევაში აუცილებლად აღნიშნეთ უფასო პარკინგის ადგილი.

3. დიდი ყურადღება მიაქციეთ საცხოვრებლისთვის გადაღებულ ფოტოებს, ისინი აუცილებლად კარგი ხარისხის უნდა იყოს. 
თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ უშუალოდ აირბიენბის ფოტოგრაფი ხარისხიანი ფოტოგადაღებისთვის, მაგრამ ეს უფასო აღარ არის, ფასი მერყეობს $50-100, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მომსახურება და ჩვენ შეღავათიან ფასად გადავიღებთ ულამაზეს სურათებს სულ – 50 ლარად.

4. ფასი გაზარდეთ დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების დროს
ყურადღებით შეისწავლეთ მოვლენათა კალენდარი წლის მანძილზე და იმ ქალაქში, სადაც ბინას აქირავებთ. ტურისტები მხოლოდ ახალ წელს არ ქირაობენ ბინებს. ბევრი ადამიანი კონცერტზე ჩამოდის ან შვებულებას აბამს ხანგრძლივ ოფიციალურ დასვენების დღეებს. ასეთ პერიოდში აუცილებლად გაზარდეთ ბინის საფასური, მის დაკლებას კი ყოველთვის მოახერხებთ.

5. შესთავაზეთ დამქირავებელს დალაგების ფასიანი სერვისი
დალაგებისთვის დამატებითი საფასურის მიღება — ნებაყოფლობითი საკითხია. თუმცა, ევროპულ ქალაქებში, საცხოვრებლის საერთო ღირებულების ფონზე, დამატებითი 20-30 დოლარი იქედან ჩამოსული ტურისტებისთვის დიდი არაფერია, თქვენი შრომა კი დაფასებული იქნება.

6. შეეცადეთ მიიღოთ მაღალი ქულები
როცა თქვენი ბინა მაღალ ქულას იღებს და ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს, მისი ფასი იზრდება და ამასთან ერთად საცხოვრებლის მიმართ ინტერესიც. სამწუხაროდ კლიენტების გამოხმაურების ხასიათს ყოველთვის ვერ გაიგებ წინასწარ, მაგრამ საკმარისია ყურადღების გამოჩენა, კეთილგანწყობა, აღწერის შესაბამისი ბინის შეთავაზება და დადებითი გამოხმაურება ნამდვილად არ დააყოვნებს.

7. შეეცადეთ დამატებითი თანხის გამომუშავების მიზნით სხვა საშუალებებიც მოძებნოთ

  • არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთბაც ბევრ ტურისტს ეზარება ან დამოუკიდებლად არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მომსახურება ანაზღაურების სანაცვლოდ. მაგალითად, ნებისმიერ ქალაქში ტურისტებისთვის გამოსადეგია ველოსიპედების ქირაობა, აზიურ ქვეყნებში – მოპედების. ბევრს მანქანის ქირაობა უნდა, ან ტრანსფერის მომსახურებით სარგებლობა, ტაქსი, პირადი მძღოლი და ა.შ.
  • დაეხმარეთ საკუთარ სტუმრებს შემეცნებითი ტურის შერჩევაში. მოელაპარაკეთ კარგ გიდს, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევთ სტუმრებთან შემოსავლიდან გარკვეული პროცენტის მიღების სანაცვლოდ. ზუსტად ასე ითანამშრომლეთ რესტორნებთან, ბარებთან, კაფეებთან.
  • დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, დამქირავებლებს შეგიძლიათ შესთავაზოთ საუზმის მომზადება, მაგრამ რა სურთ, ეს თავიდანვე დააზუსტეთ. რაღა თქმა უნდა, ამის სანაცვლოდ ფასი იმაზე მაღალი არ უნდა უთხრათ, ვიდრე თქვენს მიმდებარედ არსებულ კაფეებშია. სცადეთ სტუმრებს რაიმე ოჯახური შესთავაზოთ, მაგალითად ახალგამომცხვარი ღვეზელები და ა.შ.
  • თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ატვირთული თქვენი ბინა Airbnb-ზე, მაშინ გააკეთეთ ეს ახლა, პროცესი მარტივია შედეგი კი სასიამოვნო. რეგისტრაცია

 

8. ბონუსი

  • მოიწვიეთ ინტერიერის ცნობილი დიზაინერი და სთხოვეთ რჩევა. პროფესიონალი ნამდვილად შეძლებს მოგცეთ სასარგებლო რჩევები საცხოვრებელში სიმყუდროვისა და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად.
  • გადახედეთ დამატებით მომსახურებებს, რომელთა შეთავაზება თქვენდა სასარგებლოდ გამოგარჩევთ კონკურენტებისგან: მაგალითად უფლება მიეცით სტუმრებს შინაური ცხოველები შემოიყვანონ, დადგით საბავშვო საწოლი ან მოახდინეთ ფართის ნაწილის ადაპტაცია უნარშეზღუდული პირებისთვის.
  • გახსოვდეთ, რომ ტურისტებთან საქმიანობაში დიდ როლს თამაშობს ადამიანური ფაქტორი. ხშირად შესაძლოა უთანხმოებამ იჩინოს თავი, შეიძლება რეისი გადაიდოს ან სხვა რამე გაუგებრობა მოხდეს. დაინტერესდით რას წერენ ფორუმებზე სხვა გამქირავებლები, რათა იცოდეთ ვითარების არსი და მზად იყოთ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი მოვლენისთვის.
  • აუცილებლად ეცადეთ უცხო ენის შესწავლას. ასევე ყურადღება მიაქციეთ რომელი რეგიონიდან ჩამოდის ყველაზე მეტი ტურისტი და იმ ენასაც თუ აითვისებთ სასაუბრო დონეზე მაინც, ეს მხოლოდ გამოგადგებათ ენობრივი ბარიერის გადალახვაში, თან სტუმრებსაც ასიამოვნებთ.
  • ამ წესების დაცვით შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად გახდეთ სუპერ-ჰოსტი, მიიღოთ დადებითი გამოხმაურება, შეფასება და კლიენტების რიგი, მიუხედავად იმისა, რა ფასი ექნება თქვენს საცხოვრებელს.

9. გამოიყენეთ ჩვენი აირბნბზე რეგისტრაციის სრული სერვისი
თუ თქვენთვის აირიბენბიზე რეგისტრაცია პრობლემურ საკითხად რჩება, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ბოლომდე დაგარეგისტრიროთ და აგიხსნათ, თუ რა როგორ ხდება. ამისთვის გაეცანით ჩვენს შემდეგ სტატიას ბმულზე გადასვლით http://werent.ge/airbnb-ze-registracia/და დაგვიკავშირდით მობილურზე.

ჩვენ კი წარმატებებს გისურვებთ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მოუსმინე ნიშნებს, იყავი განსაკუთრებული პიროვნება

ქალაქის ცხელ დღეებს გამოვექეცი და მარტოობა ვარჩიე. მთის კურორტისკენ გავეშურე. წავიღე წიგნები, ლამაზყდიანი ბლოკნოტები, ავიღე სასტუმროს ნომერი საოცარი ხედით და როდესაც ფინჯან ყავას მივირთმევ აივანზე და ბუნების მშვენიერი პეიზაჟით ვტკბები,

Print Friendly, PDF & Email

ჯადოსნური ძალა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის

 გემი ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა და ბედნიერი წუთები დადგა ჩემს ცხოვრებაში. დიდი ხანია ვოცნებობ მორიგი სტატია ზღვაში ყოფნის დროს დავწერო და გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები. დღევანდელი ჩემი სტატია კი განსხვავებულია სხვა

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი პრიორიტეტის შესახებ

პრიორიტეტი (priority) ინგლისურ ენაში XV საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნდა და ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პირველ საქმეს ნიშნავდა. ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი თავის წიგნში წერს: ზამთრის საღამო

Print Friendly, PDF & Email

23 რჩევა, როგორ მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ბევრს არ აქვს სულიერი სიმშვიდე, მუდმივად შფოთავს და ღელავს ყოველდღიური პრობლემების გამო. ასევე არსებობს სხვადასხვა სიტუაციები ცხოვრებაში, რომლებიც აღიზიანებს ადამიანებს და წყობიდან გამოჰყავს ისინი. სულიერი სიმშვიდის მომენტები ძალიან იშვიათია. მაგრამ

Print Friendly, PDF & Email

რაზე შეიძლება ფულის დაზოგვა?

ბევრი ადამიანი ცდილობს ფულის დაზოგვას, მაგრამ ბევრ მათგანს ეს რატომღაც არ გამოსდის, ან პირიქით – მთელი თვე ადამიანი ცდილობს ფულის გადადებას, შემდეგ კი მოულოდნელად ტეხავს ყულაბას და ხარჯავს მთლიან დანაზოგს

Print Friendly, PDF & Email

პერსონალთან მუშაობა – საჯარიმო სანქციები

საშემსრულებლო დისციპლინის დარღვევა არსებობს სამგვარი: შეცდომა გადაცდომა აცდენა ამასთან, შეცდომა და აცდენა, როგორც წესი დასჯას არ ითვალისწინებს, რადგან მიზანმიმართულად არ ხდება. დასჯის მეთოდი შეიძლება იყოს სხვადასხვა და თუ მათ ზრდადობის

Print Friendly, PDF & Email