როგორ გავაქირაოთ ბინა დღიურად Airbnb-ის დახმარებით?

როგორ გავაქირაოთ ბინა დღიურად Airbnb-ის დახმარებით?

1. რისი გაქირავება შეიძლება Airbnb-ზე?
Airbnb-ზე ყველაფრის გაქირავება შესაძლებელია. გნებავთ ბინა გააქირავეთ, გნებავთ თავისუფალი ოთახი. დივანი თუ გაგითავისუფლდათ, მისი გაქირავებაც შეგიძლიათ. Airbnb-ზე არის უფრო ეკზოტკიური ვარიანტებიც — ხეებზე მოწყობილი სახლების ჩათვლით, ასე რომ, თუ თქვენ რამე გასაქირავებელი გაქვთ, შეგიძლიათ განათავსოთ აქ.

2. რით უნდა დაიწყოთ?
დასაწყისისთვის საჭიროა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, თვენი ფეისბუქით ან ელ.ფოსტით, შექმნათ განაცხადი და მოკლედ აღწეროთ გასაქირავებელი სივრცის შესახებ მონაცემები. უპირველეს ყოვლისა – იყავით ზუსტი. მაქსიმალურად დეტალურად აღწერეთ თუ რას სთავაზობთ სტუმრებს. აუცილებლად იყავით გულახდილი პირობების აღწერისას და თუ სტუმრებს არც თუ ისე კომფორტულ საწოლზე მოუწევთ წოლა, უთხარით ეს მათ პირდაპირ. თუ თქვენი ფანჯრიდან ლამაზი ხედია და დაისი კარგად ჩანს – არც ამის თქმა დაგავიწყდეთ. მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანი, ინტერნეტის სიჩქარის ჩათვლით. თუ სტუმარი შეამჩნევს ისეთ რამეს, რაც არ იყო განცხადებაში აღწერილი, მან შეიძლება საჩივრით Airbnb-ის — სტუმარს გადაიყვანენ უკეთს საცხოვრებელში, ხოლო არაკეთილსინდისიერი გამქირავებელი დარჩება შემოსავლის გარეშე.

3. მე შევქმნი განაცხადი, რა ვქნა ფოტოებზე?
საერთდ ფოტოები შეგიძლიათ თავად გადაიღოთ, სმარტფონითაც კი. მაგრამ უმჯობესია დაუკვეთოთ პროფესიული გადაღება. Airbnb-ის ფოტოგრაფს შეუძლია გადაიღოს თქვენი ბინის, ოთახის ან სახლის ფოტოები, ადრე ეს მომსახურება საქართველოში უფასო იყო, ახლა სამწუხაროდ ფასიანია. ამისათვის საჭიროა დატოვოთ განაცხადი. როგორც წესი, გადაღება ტარდება სამი დღის მანძილზე. ლამაზი ფოტოების პარალელურად, ეს მომსახურება ასევე მოგცემთ დასტურის ნიშანს Airbnb-გან, რასაც დიდ ყურადღებას აქცევს სტუმრების უმრავლესობა. ფოტოგრაფის მოსვლამდე კარგად დაალაგეთ საცხოვრებელი ადგილი იმისათვის, რომ ფოტოებზე იდეალურად გამოჩნდეს.

4. რამდენი უნდა გადავახდევინოთ სტუმრებს?
გამოცდილი მეპატრონეები ახალბედებს ურჩევენ ჯერ შეისწავლონ ფასები თავიანთ უბნებში და ოდნავ დაბალი ფასი დაადონ ბინას (დაახლოებით 25%-ით ნაკლები). ახალი ბინისთვის აუცილებელია სტუმრებისგან შეფასებების/უკუკავშირის მიღება, ამიტომ, მეპატრონისთვის ხელსაყრელია რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ისინი.

5. როგორ მოვემზადოთ სტუმრების მოსვლისთვის?
სტუმრების მიღებამდე ბინა უნდა დალაგდეს, ასევე უნდა მოამზადოთ მათთვის სუფთა პირსახოცები და თეთრეული. თუ ამის გაკეთება თავად არ შეგიძლიათ (ან არ გინდათ), შეგიძლიათ განაცხადის ატვირთვისას დააწესოთ გარკვეული თანხა ბინის დალაგებაზე და დაიქირაოთ პროფესიონალი კლიენტები. ასეა თუ ისე, სტუმრების მიღების წინ, ბინაში უნდა იყოს სისუფთავე.

6. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?
მოიფიქრეთ იდეალური სათაური თქვენი განცხადებისთვის – ის ყველაფერს წყვეტს. თქვენ სტუმარი ერთი წინადადებით აიძულოთ, რომ ზუსტად თქვენი სახლი შეარჩიოს. შეკითხვებს სწრაფად უპასუხეთ – ამისათვის შეგიძლიათ შეტყობინებების მიღების ფუნქცია გაააქტიუროთ და ჩამოტვირთოთ Airbnb-ის აპლიკაცია. სტუმრებთან შეხვედრისას საჭიროა იყოთ კეთილგანწყობილი: ადამიანებს Airbnb არამარტო იაფი ფასების გამო, არამედ აბორიგენთან ურთიერთობის შესაძლებლობისაც უყვართ. ერთი ბოთლი ღვინო შეძლებს გაცნობისას წარმოქმნილი უხერხულობა გადაგალახინოთ.

7. რა თანხას მივიღებ მე და რამდენს აიღებს Airbnb?
Airbnb თქვენგან აიღებს გასაქირავებელი ფართის სრული ღირებულების 3%-ს. მაგალითად, თუ ბინის ფასია ღამეში $50, თქვენ მიიღებთ $48. ფულის მიღება რამოდენიმე გზით შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე მარტივია – Western Union-ით მიღება. გადახდის მეთოდი შეგიძლიათ შეარჩიოთ მენიუში «ანგარიში». უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფული გამოგზავნილი იქნება სტუმრის შესახლებიდან 24 სთ-ის გასვლის შემდეგ; მანამდე თანხა გაჩერდება Airbnb-ის ანგარიშზე — ეს კეთდება კლიენტების ინტერესების დაცვის მიზნით. თქვენ მაილზე მოგივათ კოდი, და თანხის მიღებას შეძლებთ ლიბერთი ბანკში და რიკო კრედიტში, რადგან მათ აქვთ ორგანიზაციებისგან გამოგზავნილი თანხების გაცემის უფლება. აქვე ავღნიშნავთ, რომ Western Union-ის მომსახურების საკომისიო არის ფიქსირებული $10 და არ აქვს მნიშნელობა მიღებული თანხის რაოდენობას.

8. რა ხდება ქირავნობის ოფიციალურ გამოფორმებასა და გადასახადებთან დაკავშირებით?
არსებობს გადასახადების გადახდით რამოდენიმე მეთდი. თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ გადასახადები როგორც ფიზიკურმა პირმა, ან როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ. აღნიშნული საკითხისთვის საიტზე არის გადასახადის დასაანგარიშებელი სპეციალური კალკულატორი. ხშირ შემთხვევაში, გამქირავებლები გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური პირები.

9. ბონუსი 

და სასიამოვნო სიურპრიზი! ყველა ვინც კი ჩვენი გვერდიდან დარეგისტრირდება მიიღებს $25 დოლარს საჩუქრად სამოგზაუროდ! ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული: www.airbnb.com/25-travel-gift

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გჯეროდეს შენი მითების,ოცნებების და ზღაპრების

დარწმუნებული ვარ დღევანდელი ჩემი სტატია ძალიან საინტერესო იქნება შენთვის.ყველა მნიშვნელოვან საქმეს დროებით გვერდზე გადადებ,გაიმზადებ ფინჯან ყავას და სტატიის კითხვას როდესაც დაასრულებ დაუყონებლივ გააზიარებ მას სოციალურ ქსელში. ადრეც დავწერე,ძალიან მიყვარს ღამით

Print Friendly, PDF & Email

გენიალური წერილი დედისგან

«ჩემო ბიჭო! თუ ახლა ამ ფურცელს კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ შენ როგორც იქნა ინტერნეტი აღარ გაქვს. არ გაბედო პროვაიდერთან დარეკვა ან ბრაუზერის ხელსაწყოებში ქექვა. შენ შემდეგი რამ უნდა გააკეთო: გადი

Print Friendly, PDF & Email

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ● პირველი

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავხდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი

წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, როგორ გახდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი: 1. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი თქვენზე მოეწყოს და არა პირიქით  ყველა ჩვენგანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. ჩვენ ან 1-ლი  –  ვიღებთ პასუხისმგებლობას და

Print Friendly, PDF & Email

Jay Alvarrez – Girl of my dreams (HD 2015)

„ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარულ წყვილის, 22 წლის კალიფორნიელი, ჯეი ალვარეზისა და მისი 18 წლის მოდელი შეყვარებულის, ალექსის რენის მოგზაურობისა და ექსტრემალური თავგადასავლების ვიდეოებმა სოციალური ქსელები დაიპყრო. გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and

Print Friendly, PDF & Email

7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს

1. სტომატოლოგი საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანმრთელობა და ჯანსაღი კბილები — ერთ-ერთი ნიშანია კარგი განწყობისა და თავდაჯერებულობის. სტომატოლოგთან უნდა იმეგობროთ და წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მოინახულოთ. მხოლოდ ასე შეგიძლიათ დაცული იყოთ

Print Friendly, PDF & Email