როგორ განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების მიზანი

როგორ განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების მიზანი

ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში მისი დანიშნულების განსაზღვრა დაუჯერებლად რთული საქმეა და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიით და სწავლობს ფილოსოფიის ტრაქტატებს. ამ დროს ცხოვრების მიზნის მნიშვნელობა და დანიშნულება ჩვენშია. საკმარისია საკუთარი თავის ყურადღებით შესწავლა, რაშიც შემდეგი 7 შეკითხვა დაგვეხმარება:

1. რისი კეთება გიყვართ?
თქვენი მიზანი უწყვეტად არის დაკავშირებული იმასთან, რაც გიყვართ. ყველაზე მიზანდასახული ადამიანები დაკავებული არიან სწორედ საყვარელი საქმით: ბილ გეიტსს მოსწონს კომპიუტერები, ოპრა უინფრის ადამიანების დახმარება, ედისონმა კი უპირატესობა რაღაც ახლის შექმნას მიანიჭა. და რა მოგწონთ თქვენ? იქნებ გიყვართ კითხვა, მწერლობა, სპორტი, სიმღერა, ხატვა ან საუბარი? შეიძლება თქვენთან უფრო ახლოსაა ბიზნესი, გაყიდვები, ხალხთან ურთიერთობა, რაიმეს შეკეთება, ან იქნებ ადამიანების მოსმენა გამოგდით კარგად? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ცხოვრებისეული მიზანი საყვარელ საქმესთან იქნება დაკავშირებული.

2. რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
ის, რითიც ხართ დაკავებული თავისუფალ დროს დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი ცხოვრებისეული მიზანი. თუ ხატვა გიყვართ, მაშინ „ხატვა“ ერთგვარი ნიშანია იმისა, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ჰობსა და გართობაზე, თუნდაც საჭმლის მომზადებაზე, სიმღერასა ან მოლაპარაკებებზე. თქვენ მხოლოდ ხელიდან არ უნდა გაუშვათ ეს ნიშნები. როგორ ამოვიცნოთ ისინი? მაგალითად, ვიღაცას ძალიან მოსწონს სწავლა და ყველაფერ ახლის შეცნობა, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მისი ცხოვრების მიზნად იქცეს მასწავლებლობა. აუცილებლად იფიქრეთ თუ რას აკეთებთ თავისუფალ დროს, ან რისი გაკეთების სურვილი გაქვთ.

3. რას აქცევთ ყურადღებას?
გამყიდველს შეუძლია მარტივად განსაზღვროს ისარგებლებს თუ არა მოთხოვნით ესა თუ ის პროდუქტი, სტილისტი უსათუოდ მიაქცევს ყურადღებას ვარცხნილობას, დიზაინერი ჩაცმულობას, მექანიკოსს კი ხმითაც შეუძლია განსაზღვროს სავარაუდო დაზიანებები. თქვენ რას აქცევთ ყურადღებას? რა გაღიზიანებთ? ყველა თქვენი პასუხი იქნება ის ნიშანი, რაც დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი ცხოვრების მიზანი.

4. რის შესახებ მოგწონთ ინფორმაციის მიღება და რის შესწავლას ანიჭებთ უპირატესობას?
როგორი წიგნებისა და ჟურნალების კითხვა მოგწონთ? იქნებ გაინტერესებთ ლიტერატურა ბიზნესზე, კულინარიასა ან თევზჭერაზე? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი დამოკიდებულება რაიმეს მიმართ უნდა განიხილოთ როგორც ნიშანი, თუ რა პრობლემა უნდა გადაწყვიტოთ ცხოვრებაში. დაფიქრდით, თქვენს ბიბლიოთეკას რომ ქმნიდეთ, რა წიგნებს შეარჩევდით მისთვის? იქნებ განსაკუთრებულად მოგწონთ წიგნები თვითგანვითარების შესახებ?

5. რა აღძრავს თქვენში შემოქმედების სურვილს?
იქნებ თქვენთვის გაყიდვების პროცესი მთელი ხელოვნებაა? ან სურვილი გიჩნდებათ სასწრაფოდ დაიწყოთ კერძის მომზადება მაშინ, როცა ჟურნალში კითხულობთ ორიგინალურ რეცეპტებს? შეიძლება თქვენთვის რაიმე თავს გადახდენილი სიტუაცია არის ბიძგი სურათის დასახატად? დაფიქრდით, რა გაიძულებთ იმოძრაოთ წინ.

6. რა მოსწონთ სხვა ადამიანებს თქვენში?
გყავთ „თაყვანისმცემლები“, რომლებიც ღირსეულად აფასებენ თქვენ მიერ მომზადებულ საკვებს? რადგან თუ თქვენ მიერ მომზადებული კერძები არავის მოსწონს, მაშინ შეფ-მზარეული, დიდი ალბათობით, ვერ გახდებით. იქნებ ვინმე აღფრთოვანებულია თქვენი სიმღერით, ცეკვის ნიჭით? შეიძლება ვინმე შეპყრობილია თქვენი მწერლის ან გამყიდველის ტალანტით? შევთანხმდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უნარი, რომელიც მოსწონთ სხვა ადამიანებს ჩვენში.

7. წინასწარ რომ იცოდეთ მოსალოდნელი წარმატების შესახებ, რას გააკეთებდით?
ვიღაც თავის სილამაზის სალონს გახსნიდა, ცდიდა ბედს მუსიკალურ პროექტში, ან მოხიბლავდა პერსპექტივა გამხდარიყო მაღაზიის მფლობელი. ნებისმიერი პასუხი ამ შეკითხვაზე კიდევ ერთი ნიშანი იქნება ცხოვრების მიზნის საძიებლად.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ