როგორ განვახორციელოთ ცვლილებები

როგორ განვახორციელოთ ცვლილებები

ათი მცნება დაიწერა იმისთვის, რომ ადამიანმა მათი გამოყენებით სწორად შეძლოს ცხოვრების წარმართვა და დაგეგმვა. მასში ასახულია ის ამოსავალი ღირებულებები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენება. ათი მცნება დაწერილია, რათა გაგვაცნოს კარგის ცუდისგან გარჩევის ღვთისმიერი სრულყოფილი სტანდარტი და ადამიანს დაანახოს ღმერთთან პირადი ურთიერთობის საჭიროება. ათ მცნებაში მოყვანილია დღევანდელი ცხოვრების პრაქტიკული საშუალებები. თუ მათ საფუძვლად დავუდებთ ღირებულებების ჩვენეულ სტანდარტს, მაშინ მათი პირად ცხოვრებაში, ბიზნესსა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში დანერგვა დადებით შედეგებს მოგვიტანს. ჩვენ დავინახავთ ეფექტურობის, პროდუქტიულობის, მოგების, ჰარმონიის და სრულყოფილების ზრდას. ათი მცნება ფაქტიურად მიზიდულობის კანონს ჰგავს. ეს მცნებები ყოველთვის მოქმედებენ. თუ ჩვენ მათ დავარღვევთ, აუცილებლად მოგვეზღვება. ამ მცნებათა ღვთიური საწყისის გამო, ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც.

მაგრამ ჩვენ, როგორც ინდივიდებს, გვაქვს იმის თავისუფლება, რომ ღმერთთან ურთიერთობა ჩვენი გულის კარნახით ვაწარმოოთ. რწმენა კი არ გვაიძულებს, არამედ შეგვახსენებს იმ აბსოლიტურ ღირებულებებს, რომლებიც ღვთიური ძალით არიან შექმნილი კაცობრიობისათვის. ჩვენის აზრით, ეს აბსოლიტური ღირებულებები დღესაც ფასეულია, პრაქტიკულია გამოსაყენებლად და შესწევთ უნარი მოგვცენ ისეთი შედეგები, რომელთა გამოყენება ჩვენ, როგორც პროფესიონალ ბიზნესმენებს, გვჭირდება და გვსურს.

ვინ გადაჭრის წამოჭრილ პრობლემას? განათლება, რელიგია, სახელმწიფო მართველობა და ბიზნესი-ყველა ეს სფერო საგრძნობ მარცხს განიცდის, თუ ისინი აბსოლიტურ ღირებულებებს დასცილდებიან. ბიზნესი თავისთავად მარცხისთვის არის განწირული, ვინაიდან იქ ანგარიშ ვალდებულება დიდია, მოგების შანსი კი მეტად მერყევი.

ბიზნესის სამყარო მოწოდებულია, რომ აღრიცხოს ყველაფერი, სათანადო ზომები მიიღოს და დაარეგულიროს განათლების, რელიგიის და სახელმწიფო მართველობის განვითარების ტემპი. ბოლოს და ბოლოს, ყველა ამ უბანს ხომ ბიზნესი აფინანსებს.

ლიდერი ბზნესში არის პიროვნება, რომელიც ბიზნესს სამყაროში მოქმედებს, ყველაზე მეტად არის მოწოდებული და ყველაზე მეტს რისკავს… რისკავს საკუთარ კეთილდღეობას, ოჯახის კეთილდღეობას, თავის რეპუტაციას, საკუთარ ღირსების გრძნობას და პროფესიულ წარმატებას. იგი ხასიათდება პატიოსნებითა და ძლიერი სულით, რაც საშუალებას აძლევს მას დაიცვას აბსოლიტური ღირებულებები პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში და მას ხალხი აღიარებს ამ პირადი მაგალითის გამო. იგი ამყარებს და ავითარებს სწორ ურთიერთობებს საკუთარ თავთან, ღმერთთან, ოჯახთან, მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან. თავისი სიმტკიცის, თანმიმდევრულობისა და რწმნის გამო მას ბევრი ერთგული მიმდევარი ჰყავს. კომპანიის შიგნით იგი ამ ღირებულებებს აბსოლიტურ ღირებულებებზე დამყარებულ ეთიკურ კოდექსის საშუალებით განავრცობს. იგი ხელმძღვანელობს თანამშრომელთა განათლებას და მოტივირებას, რათა მათ გაამართლონ კომპანიის იმედები, აძლევს რა მათ საშუალებას დაბანდებისთვის. იგი წვრთნის ახალგაზრდა თანამშრომლებს ისე, რომ მათ ნამდვილად შესძლონ ცხოვრება და მუშაობა აბსოლიტურ ღირებულებებზე დაყრდნობით. შემდეგ ის “ამოწმებს, მიიღო თუ არა ის, რასაც ელოდა”, შეიმუშავებს აუცილებელ პროგრამებს შეფასებისა და წინსვლისთვის. ზოგიერთები, რასაკვირველია, წამოიძახებენ “ეს ხომ რელიგიაა”. მაგრამ ლიდერმა იცის , რომ სამყაროს კანონები უნდა გავითვალისწინოთ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ და სამართლიანი არიან. ათი მცნება სამყაროს კანონების შეჯამებაა და ისტორიაც ხომ ამაზე ღაღადებს… დიახ, ეს მცნებები მოქედებენ და არიან სამართლიანი!

“აი, აქ არის მთავარი გამოწვევა. თქვენ ბიზნესთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან გაქვთ არჩევნის უფლება. რომელ ალტერნატივას აირჩევთ?

1. ძალდატანებითი ღირებულებები – ღირებულებათა სათავე, რომელიც ან ზემოდან არის ნაკარნახევი ან უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა მიღებული და მისი ცხოვრებაში დანერგვა ხდება ზემოდან ქვემოთ.

2. სიტუაციური ღირებულებები – ღირებულებათა დასაბამი, რომელმაც არსებული სოციალური მდგომარეობა წარმოშვა, სადაც თითეული თავის პატრონია.

3. აბსოლიტური ღირებულებები – ღირებულებათა საწყისი, რომელიც არის აბსოლიტური, მყარი და წარმოშობს სრულყოფილებას, პროდუქტიულობას, მოგებას, ჰარმონიას და სოციალურ სტაბილურობას. ამ ღირებულებების მიღება და დანერგვა პიროვნების სურვილზეა დამოკიდებული.

“ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა” იგავ3:13-16

გაგრძელება – თქვენი ეთიკური კოდექსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like