როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მილიონერივით:  7 რჩევა რომლებიც  გასათვალისწინებელია
1995 Views

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მილიონერივით: 7 რჩევა რომლებიც გასათვალისწინებელია

რა არის საჭირო ყოველთვის იდეალური გარეგნობისთვის? მხოლოდ ფული? დიახ, რა თქმა უნდა ფული უდიდეს როლს თამაშობს ამ საკითხში —შესაძლებელია ძვირფასი ტანსაცმლის ყიდვა, ტექნიკის და სხვა ნივთების, მაგრამ შინაგანი ძალის, ნების სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარეშე ნებისმიერი კაპიტალის ფასი გროშია!  ეს რჩევები ყველა იმ ადამიანისთვის არის, ვისაც დიდი რაოდენობით ფინანსური სახსრები არ აქვს და სურს ხაზი გაუსვას იმას, რომ მასში უდიდესი თავისუფლების ძალაა. ეს ძალა საოცარია. მისი წყალობით ნებისმიერი ადამიანი შესანიშნავად გამოიყურება, რადგან საიდუმლო სულ სხვა რამეშია… გათვლილი ქმედებები ყოველთვის კარგ შედეგებს იძლევა.
B2P.GE გთავაზობთ იმიჯ-კონსულტანტის – სილვი დი ჯუსტოს რჩევებს, რომელიც თვლის, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენს გამოიმუშავებს ადამიანი. მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულობის რა ძალას ასხივებს ის. მისი კლიენტების სიაში არიან ისეთი მსხვილი კორპორაციების მენეჯერები, როგორიცაა: McKinsey, BMW და Thomas Cook.

1. ტანსაცმელზე ფული სწორად დახარჯეთ!
იყიდეთ 3-ჯერ ნაკლები სამოსი, მაგრამ 3-ჯერ ძვირი. ძვირიანი ტანსაცმელი, ხარისხიანია — ასეთი სამოსი ადამიანს საშუალებას აძლევს თავი შეძლებულ ადამიანად იგრძნოს, ეს კი უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს მას.

2. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს
გახსოვდეთ, რომ დეტალებს ბევრის თქმა შეუძლიათ თქვენზე. გაცვეთილი ბუდე, რომელშიც ტელეფონი დევს — უბრალოდ მიუღებელია. ყურადღება მიაქციეთ ყველა წვრილმანს და თქვენ სრულად მიგიღებენ. ისე ჩაიცვით, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, ატარეთ ქუსლიანი ფეხსაცმელი — ეს დაგეხმარებათ მეტი თავდაჯერებულობის ქონაში.

3. ყოველდღიურობა — არ ნიშნავს არააკურატულობას
casual-სტილი დიდი ხანია ყველგან დამკვიდრდა, როგორც შესაფერისი და აქტუალური. საქმიანი სტილი, რომელშიც შერეულია ყოველდღიური დეტალები – ეს არის სწორედ casual. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი პიჯაკი იყოს კარგ მდგომარეობაში.

4. ნაკლები პარფიუმი!
ეს იტალიასა და საფრანგეთში არის მიღებული პარფიუმის ჭარბი გამოყენება და სურნელოვან არომატებში დაბანა. სხვა ქვეყნებში ეს ძირითადად ცუდ ტონად ითვლება, ამიტომ ზომიერებას ნუ დაივიწყებთ ამ მხრივ.

5. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში
მაშინაც კი, როც მთელი რიგი უარყოფითი თვისებები გაქვთ, მაინც დარწმუნებული იყავით თქვენს განუმეორებლობაში. ნუ ინერვიულებთ ნურაფერზე! ასე მოწოდების სიმაღლეზე იქნებით და გარშემო ყველა იგრძნობს როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი თავის მიმართ.

6. იძინეთ საკმარისად
კარგი ძილი — კარგი გარეგნობის საწინდარია. ყოველთვის დაწექით და ადექით ერთი და იგივე დროს. ასე თქვენი კანი იქნება ახალგაზრდა და სასიამოვნო შესახედაობის. საკმარისი ძილი ხელს უწყობს კარგი განწყობის ქონას და ამაღლებს შრომისუნარიანობას.

7. ღიმილი
არავის არ უყვარს მოწყენილი ადამიანები, პრობლემური ქალები, რომლებიც მუდმივად მამაკაცებზე წუწუნებენ. ღიმილი ყველა კარს გაგიხსნით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გულახდილია და თქვენს შინაგან სამყაროს ასახავს. ეს ადასტურებს თქვენს დადებით მდგომარეობას. გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად!
მილიონის გარეშეც თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ისე, თითქოს თქვენი ცხოვრება კეთილდღეობის მხრივ უმაღლეს დონეზეა. ღირსეული, კარგი ფინანსური მდგომარეობის მქონე ადამიანი შთაბეჭდილების დატოვება პირველ რიგში თქვენთვის არის კარგი. გახსოვდეთ, გარეგნობა – ეს არის პირველი რამ, რასაც ყურადღებას აქცევენ ადამიანები, გააკეთეთ ისე, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ.
გაუზიარეთ ეს რჩევები მეგობრებს!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like