როგორ გამოვიყენოთ პრობლემა ჩვენ სასიკეთოდ – 5 ნაბიჯი

როგორ გამოვიყენოთ პრობლემა ჩვენ სასიკეთოდ – 5 ნაბიჯი

როცა აცნობიერებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენთვის ხდება და არა ჩვენს წინააღმდეგ, მერე გაცილებით მარტივია ნებისმიერი წინაღმდეგობის და სირთულის გადალახვა.

მაგრამ…

ადამიანებს ყოველთვის გვაქვს გარკვეული მოლოდინები და არც საკმაოდ მორიდებული. მოლოდინი – უკეთესი ცხოვრები, მოლოდინი – სიტუაციის თავისით გამოსწორების, მოლოდინი – ურთიერთობების თავისთავად დალაგების, მოლოდინი იმისა, რომ ‘’ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად ყველაფერი შეიცვლება’’ მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები მარტივად, უსიტყვოდ გაგვიგებენ, გაიზიარებენ ჩვენს მდომარეობას და ა.შ…თუმცა, რა გასაკვირია, რომ ესეთი მოსაზრებები არ მართლდება და ხშირ შემთხვევაში სრულიად აცდენილია რეალობას, რასაც იმედგაცრუება და ტკივილი მოსდევს.

რა თქმა უნდა, მომავლის მოლოდინი და იმედი უკეთესობისკენ უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ, როცა ამ მოლოდინებს გადაჭარბებული ფორმა აქვს და ილუზუებით ცხოვრებას ვიწყებთ ისე, რომ რეალურად მოქმედებაზე არასდროს გადავდივართ. ეს არის შეცდომა, რომელსაც მხოლოდ იმედგაცრუებამდე და ტკივილმე მივყავართ, თუმცა ამის თავიდან აცილებაც შესაძლებელია, თუ ქვემოთ მოცემულ 5 მარტივ რჩევას მიჰყვებით და ცხოვრებაში გაითვალისწინებთ:

1. უბრალოდ შეწტვიტეთ გადაჭარბებული მოლოდინი! მომავალი მას ეკუთვნის ვინც დღეს მოქმედებს, თუმცა იმედი იმისა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე, იქნება როგორც თქვენ გაწყობთ არასწორია. იყავით მომთმენი და აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ აქ და ამ მომენტში. მიეცთ დროს დრო. დანარჩენს სამყარო მიხედავს.

2. იფიქრეთ პოზიტიურად და შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმ შემთხვევაშიც თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ელოდით და გეგმავდით. მერწმუნეთ, გავა დრო და მიხვდებით თუ რატომ -დააგვიანეთ, რატომ ვერ მიაღწიეთ მიზანს, რატომ დაუშვით ასეთი შეცდომა, რატომ ‘’არ გაგიმართლათ’’ და ა.შ ცხოვრება გრძელდება სწავლობთ და ძლიერდებით.

3. შეწყვიტეთ გარანტიების ძებნა და ერთ კონკრეტულ შედეგზე მიჯაჭვულობა! ასეთი მიდგომით თქვენ საშუალებას არ აძლევთ სამყაროს, რომ მეტი კრეატიულობა, სიურპრიზი და მრავალფეროვნება შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. მეტიც, თუ კი ადამიანი ზედმეტად მკვეთრად წარმოიდგენს როგორი ცხოვრება, წარმატება და ურთიერთობები სურს, დიდი შანსია, რომ იგი ამ წარმოდგენის ტყვე გახდეს.

4. ნებისმიერ შემთხვევაში გქონდეთ გეგმა ‘’B’’ – როცა ყველაფერი ისე, არ მიდის როგორც გეგმავდით, მინუმუმ თავის გადარჩენა და სიტუაციის გაუარესების შეჩერება უნდა შეგეძლოთ. ასე, რომ წინასწარ დაფიქრდით თუ რას გააკეთებთ თუ არ გაამრთლებს გეგმა ‘’A’’. იყავით ყურადღებით მცირე დეტალების მიმართ და მოქნილი ცვლილებების შესაბამისად. ეცადეთ სწრაფად მოერგოთ შექმნილ სიტუაციას – ეს უნდა აქციოთ თქვენ ძლიერ მხარედ.

5. რაც არ გვკავლავ გვაძლიერებს – გახსოვდეთ, ყველაფერი, კარგიც და ცუდიც ხდება იმისათვის, რომ ჩვენ ამით რაღაც ცხოვრებისეულ გაკვეთილს ვიღებთ და შესაბამისად რაღაც ახალს ვსწავლობთ, ვძლიერდებით და ვიგროვებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას. მთავრია როგორ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას, რას ვისწავლით დაშვებული შეცდომებიდან და როგორ გამოვიყენებთ ამ გამოცდილებას მომავალში.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ზოგჯერ ცხოვრება თქვენს გამძლეობას გამოცდის. ნუ შეგაშინებთ გაცრუებული იმედები და ვერ მიღწეული მიზნები. თქვენ სწორედ ამ დროს იზრდებით. თქვენი პრობლემები – თქვენი მასწავლებლები არიან. სწორედ ამ დროს გმართებთ თქვენი სულიერების და ხასიათის საუკეთესო თვისებების გამოვლენა. როდესაც ცხოვრება ოკეანის სიღრმეებში ცურვას გაიძულებთ, თამამად გაცურეთ. გახსოვდეთ, აკვარიუმში ყველა თევზი ლამაზია და უსაფრთხოდაა. გამოცდით კი სწორედ ოკეანეში გამოიცდებით!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ