როგორ გამოვიმუშაოთ ნებისყოფა?

როგორ გამოვიმუშაოთ ნებისყოფა?

თანამედროვე სამყაროში ნებისყოფა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ავიღოთ სტანდარტული სიტუაცია: გაქვთ რეჟიმი, 9-ზე იღვიძებთ ყოველ დილით. მოდის დასვენების დღე და ისევ მაღვიძარას ხმა გესმით, რა უნდა გააკეთოთ? სწორედ აქ უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა, თქვენ ხომ გაქვთ რეჟიმი? უნდა ადგეთ და დაიწყოთ მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ძილი გირჩევნიათ. ნებისყოფა საჭიროა ყველგან და ყოველთვის, სახლშიც, სამსახურშიც, დილითაც და საღმოსაც, დასვენების დროსაც კი.

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომელბიც დაგეხმარებათ ნებისყოფის გამომუშავებაში:

1. გააცნობიერეთ სიტუაცია, როცა თქვენ გრძნობთ, რომ არ გაქვთ ნებისყოფა. თუ საჭიროა ჩაიწერეთ ეს ყველაფერი.

2. მოისყიდეთ საკუთარი თავი. შესაძლოა ეს ძალიან უხეში გამონათქვამია, მაგრამ ასეა. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი მაშინ, როცა აკეთებთ იმას, რაც არ მოგწონთ.

3. დაამთავრეთ დაუმთავრებელი საქმეები. უმჯობესია სწორად დაამთავროთ ეს საქმეები და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მშვიდად მოკიდოთ ხელი ახალ საქმეს.

4. გააცნობიერეთ ის, რომ ნებისყოფის გარეშე ჩვენ ყველაზე სუსტი არსებები ვართ, ვინც ნაკლებად აინტერესებსთ ვინმეს.

5. გადაეჩვიეთ სიზარმაცეს. დროა დაივიწყოთ კაცობრიობის დამახსიათებელი, ყველაზე ცუდი ჩვევა – სიზარმაცე.

6. გადალახეთ დაბრკოლებები. ფსიქიკური ძალები მოდის პრობლემებისა და დაბრკოლებების გადლახვით. ის, რაც არაკომფორტულია დღეს, ხვალ უკვე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.

7. დაისახეთ ყოველდღიური პატარა მიზნები და შეასრულეთ ისინი მიუხედავად ყველაფრისა. თვითდისციპლინის პრაქტიკა ყოველდღიურად ამყარებს თქვენს ნებისყოფას.

8. დაიწყეთ ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის პროგრამა და შეარულეთ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

9. მოახდინეთ თვითმოტივაცია ნებისყოფის პრაქტიკის დროს მიღწევების გამო დაჯილდოვებით. ჯილდოები წინასწარ დაგეგმეთ იმისათვის, რომ თქვენ იმუშაოთ.

კიდევ რა ანვითარებს ნებისყოფას? ზუსტად შეგვიძლია გითხრათ, რომ სპორტი ანვითარებს ნებისყოფას. არა იშვიათი, არამედ ინტენსიური. მაგალითად, კვირაში სამჯერ სპორტდარბაზის სტუმრობა განავითარებს თქვენს ნებისყოფასაც, გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობასა და შეგმატებთ ძალას!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

8 თამაში, რომლებსაც ჩვენი გონება გვეთამაშება 

გადაამოწმეთ ეს ჩამონათვალი და ნახეთ რამდენად ხშირად რჩებით მოტყუებული საკუთარი გონების მიერ. 1. მე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ნაკლები შრომა რომ მიწევდეს  ჩვენი გონება ხშირად მიმართავს ამ არგუმენტს და გვიმტკიცებს, რომ

Print Friendly, PDF & Email

ცნობილი ბრძნული გამონათქვამები (ცხოვრების ფსიქოლოგია)

1. სამი რამ არასდორს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა. სამი რამ არ უნდა დაკარგოთ: სიმშვიდე, იმედი, ღირსება. სამი რამ ცხოვრებაში რაც უფრო ფასეულია: სიყვარული, ნდობა, მეგობრობა. სამი რამ ცხოვრებაში არასდროს

Print Friendly, PDF & Email

საუკეთესო ბიზნეს გამონათქვამები

საუკეთესო ბიზნესმენია ის, ვინც ინარჩუნებს ძველს სანამ ის კარგია და იტაცებს ახალს, როცა ის საუკეთესოა. ლი იაკოკა ბიზნესის დანიშნულებაა შექმნას და შეინარჩუნოს მყიდველი. პიტერ დრაკერი მართე ბიზნესი, თუ არა და,

Print Friendly, PDF & Email

ჩექ-ლისტი: «7 ნაბიჯი ნათელი ცხოვრებისთვის»

1. გიხაროდეთ და ისიმოვნეთ ცხოვრების ყოველი წუთით, უკვე ახლავე. 2. ყველა საქმე, რომელიც გაბრკოლებთ ან გძაბავთ, გადაეცით კარგ შემსრულებელს. 3. შეადგინეთ იმ დავალებების სია, რომელთა შესრულებაც სიამოვნებას განიჭებთ. 4. დაიწყეთ

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?

ამბობენ, რომ ,,ზოგჯერ ჩვენს მიერ დაშვებული მცირე შეცდომები თავიდან დიდ შეცდომებს გვარიდებს, უფრო მეტიც, ზოგჯერ შეცდომა ცხოვრებაში შემოტრიალების წერტილად და უდიდესი წარმატების საწყის ნაბიჯად იქცევა ხოლმე…’’ და მიუხედავად ამისა, ყველა

Print Friendly, PDF & Email

რემარკის 40 ციტატა სამყაროში ყველაზე მშვენიერი შეგრძნებების შესახებ

ის წერდა დაკარგულ თაობაზე, რომლის ადგილი არ იყო იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ გადაუტანია ომი. მის რომანებში ომი არის საშინელი, ადამიანის ნების, რწმენის და ცხოვრების დამანგრეველი. სიყვარული კი ვნებიანი, ყოვლისმომცველი.

Print Friendly, PDF & Email