როგორ გამოვიმუშაოთ ფული მოგზაურობისას,  ანუ შემოქმედებითი ბიზნესი გზაში
1231 Views

როგორ გამოვიმუშაოთ ფული მოგზაურობისას,  ანუ შემოქმედებითი ბიზნესი გზაში

დათანხმდებოდით თუ არა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის გემოგზაურათ სხვადასხვა ქალაქებში და თან ფული გეშოვათ? – სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი დადებით პასუხს გასცემს ამ შეკითხვას.

ისიც ფაქტია, რომ ადამიანების უმრავლესობას ამის არც სახსრები აქვს, არც შესაძლებლობა, არც იდეები, თუ როგორ შეიძლება ეს რეალობად აქციონ: თუმცა, სასოწარკვეთაში ჩავარდნა ადრეა: ბოლო პუნქტში გაგარკვევთ დარია ბიკბაევა, ავტორი წიგნისა «ჩართეთ გული და ტვინი».

მთავარი საიდუმლო კი ის არის, რომ როცა გაჩნდება ძალიან კარგი იდეა, ის ყველაფერ დანარჩენს მოიზიდავს თან. ეს სამყაროს კანონია, მას როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ?

მაშ ასე, თუ გსურთ, რომ მოგზაურობისას ფული გამოიმუშაოთ – ეს სტატია თქვენთვის არის!

როგორი შეიძლება იყოს მოგზაურობა და რით შეიძლება დაკავდეთ მოგზაურობის დროს?

მიუხედავად იმ მიზეზისა, რის გამოც თქვენ გადაწყვიტეთ მოგზაურობა, დაფიქრდით იმაზე, როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს მოგზაურობა და ბიზნესი, ან დაისახეთ ამოცანა, რომ კარგად შეისწავლოთ მოგზაურობისას კონკრეტული რეგიონი თქვენი პროფესიული შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

მოგზაურობის ყველაზე პოპულარული ტიპებია:
— ტურისტული მივლინებით მოგზაურობა;

— დამოუკიდებლად მოგზაურობა უცხო ქალაქში/ქვეყანაში, როცა ბილეთის შეძენას და სასტუმროს დაჯავშნას ახდენთ ინტერნეტით;

— მეგობრებთან ან ნათესავებთან ვიზიტი;

— მივლინება, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოგზაურობა, კონფერენციის ან გამოფენის მონახულება;

— ფოტოტური (მოგზაურობა ფოტომოყვარულებისთვის ან ფოტოების გადასაღებად);

— სასწავლო მოგზაურობა (ენისკურსები, მასტერ-კლასები (workshop) სპეციალისტებისთვის, რომლებიც წარმატებული არიან თავიანთ სფეროში);

— სარეკლამო ტური (ასეთი მოგზაურობა იგეგმება სპეციალურად ტურისტული კომპანიების თანამშრომლებისთვის, ივენთ-სპეციალისტებისთვის).

მოგზაურობა ეფექტური რომ იყოს ჩაიხედეთ თქვენს სიაში, რა გიწერიათ პუნქტებში: «მე შემიძლია გავაკეთო…» ან «მე მივყარს დავკავდე…».

გამგზავრების წინ ჩაიტარეთ ე.წ. «Brain storming» იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი საყვარელი საქმიანობიდან რომელი შეიძლება გამოგადგეთ მოგზაურობისას:

— რა შეგიძლიათ ასწავლოთ სხვებს;

— რა შეგიძლიათ გაყიდოთ/შესთავაზოთ როგორც მომსახურება;

— რომელი უნარი გაძლევთ დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერი ქალაქიდან ან ქვეყნიდან.

გთავაზობთ ნაწყვეტს დარია ბიკბაევას წიგნიდან: «ერთ ჩემ ნაცნობს ძალიან უყვარდა მოგზაურობა, რესტორნებში, ბაზრობებსა და მაღაზიებში სიარული და გემრიელი კერძების მომზადება. ვფიქრობ, მასსავით ბევრს უყვარს მსგავსი აქტივობა, მაგრამ ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ასეთ გასართობზე ბიზნესის აწყობა შეიძლება. ახლა ჩემი ნაცნობი სტამბულში ცხოვრობს — ეს მისი უსაყვარლესი ადგილია დედამიწაზე. თავის ოცნების ქალაქში ის ატარებს შესანიშნავ გასტრონომიულ ტურებს, რომლებიც იწყება პატარა კაფეებიდან, გრძელდება ბაზრობაზე და მთავრდება მის სახლში კერძების მომზადებით. მას გაწერილი აქვს ყოველი დღე, მისი ექსკურსიის ღირებულება გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი გიდების».

თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ, რაში ხართ საუკეთესო, ისევე როგორც ეს გოგო. საჭიროა იდეა, ხოლო შემდეგ — ყველაფერი მოხერხებულობასა და ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული.

ფრილანსერობა — მშვენიერი რამეა
ყველაზე «მობილური» პროფესიები დღეისათვის — ეს არის პროგრამისტი, საქორწინო ფოტოგრაფი, მხატვარი, მწერალი, დიზაინერი, კონტენტ-მარკეტოლოგი და სხვა «ინტერნეტ-პროფესიები». ამ სპეციალობების მქონე ადამიანებს არ ეშინიათ საზღვრების — მთავარია, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის კომფორტული სიტუაცია იყოს.

მუშაობის და მოგზაურობის ასეთ ფორმატში ბევრი დადებითია, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ თქვენ მაინც უნდა აირჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.

ნუ შეშინდებით! დაიწყეთ გეგმების შედგენა და ოცნება — აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი!
გადაიღეთ ფოტოები და გააკეთეთ ჩანაწერები ნებისმიერი მოგზურობისას, ტურისტულის დროსაც კი, შეეცადეთ აწარმოოთ პროფესიონალური შენიშვნების დღიური: ისურვებდით თუ არა, რომ კონკრეტულ ადგილას რაიმე ღონისძიება ჩაგეტარებინათ? მასტერ-კლასი? გაგეზიარებინათ გამოცდილება? გადაუღეთ ფოტოები ადგილებს და დაასათაურეთ ისინი. მიმოიხედეთ, დასვით შეკითხვები, ჩაიწერეთ საკონტაქტო ტელეფონები.

ნახეთ როგორ იყენებს დარია ბიკბაევა ამ რჩევას ღონისძიებების ორგანიზატორის პროფესიაში: «მონტენეგროში ერთხელ ყურადღება მივაქციე ეკრანს, რომელიც რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული. ბარმენთან გასაუბრების შემდეგ გავარკვიე რა არხებით ხდებოდა ეკრანზე ტრანსლირება და მენეჯერის საკონტაქტო ტელეფონიც კი ჩავიწერე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ ეკრანის მუშაობაზე.

ერთი წლის შემდეგ ძალიან გამომადგა ეს ინფორმაცია: ჩემმა დაქალმა გადაწყვიტა ჯვრისწერა მონტენეგროში გაემართა. იმ დღეს, როცა საყვარელი მამაკაცის ჩასვლას ელოდა, წავედით ზუსტად იმ რესტორანში. იქ მას სიურპრიზი ელოდა: დიდ ეკრანზე, რომელიც პირადპირ ქუჩაში იყო დამონტაჟებული, ხდებოდა ვიდეორგოლის ტრანსლირება, რომლის მთავარი გმირი იყო ჩემი დაქალის რჩეული – ის გამოთქმით უკითხავდა მისთვის მიძღვნილ ლექსს».

თუ არ გააკეთებთ ჩანაწერებს, გარკვეული დროის შემდეგ ყველანაირი სასარგებლო ინფორმაცია დაგავიწყდებათ იმ ადგილების შესახებ, სადაც ნამყოფი ხართ. ამასთან, ჩანაწერები უბრალოდ კი არ უნდა გააკეთოთ და შემდეგ მიივიწყოთ, არამედ ეგრევე უნდა მოახდინოთ ამ ქვეყანასთან ან ქალაქთან დაკავშირებული კომერციული ინტერესების და შესაძლებლობების ფორმირება, რათა საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენა გქონდეთ ფასების და პირობების შესახებ.

გამოიყენეთ სუსტების ძალა
თუ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ წასვლა (მაგალითად დასასვენებლად), დაწერეთ ამის შესახებ სოციალურ ქსელში. აღნიშნეთ, რომ მზად ხართ განახორციელოთ ფოტოსესიის ორგანიზება, საოჯახო კინოს გადაღება, არტ-პროექტი, რომანტიული შეხვედრის ორგანიზება ან გადაღება, სიმბოლური ცერემონიის მოწყობა, მასტერ-კლასის ჩატარება თემაზე «მხატვარი ერთი დღით» – ნებისმიერი რამ, რაც გსურთ და შეგიძლიათ!

აღწერეთ პროდუქტი, მიაბით ემოციური ფოტო, აღნიშნეთ თარიღები, გადაუგზავნეთ პოტენციურ კლიენტებს, სთხოვეთ მეგობრებს გააზიარონ თქვენი სტატუსი და ა.შ. დასაწყისისთვის ეს პროექტბი შეიძლება იყოს უფასო, არაკომერციული. წარმატებისკენ მიმავალი გზა პირველი ნაბიჯით იწყება, ამიტომ, საჭიროა ნაბიჯები წინ გადადგათ.

მოგზაურობისას აქტიურად აწარმოეთ სიახლეების ატვირთვა თქვენი სოციალური გვერდების საშუალებით, თემატიკა გაამრავალფეროვნეთ და ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ გასტრონომიული ინფორმაციით. გამოაქვეყნეთ «გაყიდვადი» პოსტები, ოღონდ ისე, რომ ეს თავსმოხვეული ინფორმაცია არ იყოს.

შეეცადეთ ყოველდღიურად დადოთ ინფორმაცია თქვენი მარშრუტის შესახებ, დაალაგეთ «გემრიელი» სურათები. ამით მოიზიდავთ მკითხველს და შემდეგი მოგზაურობისთვის კლიენტების მოძიება გაგიადვილდებათ.

გაიცანით და იკონტაქტეთ უცხო ადამიანებთან
ეს ბევრ შეკთხვაზე პასუხების მოძებნის ყველაზე მარტივი საშუალებაა. მოძებნეთ თქვენი ენის მატარებელი გიდი და მოელაპარაკეთ პერსონალურ ექსკურსიაზე. ასეთი გასეირნების დროს თქვენ მიიღებთ ინფორმაციას არამარტო ქვეყნის ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ, არამედ პროფესიულად საინტერესო ინფორმაციასაც.

ასეთი ადამიანების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ კარგად იციან  «მშობლიური სული» და თავისი თანამემამულის მოთხოვნები, პარალელურად კარგად ესმით უცხო ქვეყნის კანონები და წესები, შესაბამისად, მათთან კონტაქტი თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

გარდა ამისა, ეს ადამიანები იცნობენ თქვენთვის საჭირო უამრავ პიროვნებას, ადგილებს და ნებისმიერ საკითხში საუკეთესო რჩევასაც მოგცემენ. თუ პერსონალური გიდის დაქირავების საშუალება არ გაქვთ, ხელიდან ნუ გაუშვებთ ჯგუფური ექსკურსიის დროს ან აეროპორტიდან სტანდარტული ტრანსფერისას დაუსვათ გიდს თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

გაცნობის უფრო რთული მეთოდია — ინდუსტრიის პროფესიონალების ან  «გამცილებლების» მოძებნა სხვა სახელმწიფოში. იდეალურ ვარიანტში, ისევ სჯობს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ნახოთ – რაც ასევე დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ბევრ პრობლემას და ნიუანსებს.

წარადგინეთ საკუთარი თავი
მოგზაურობის დროს, ყოველი შესაძლებლობის ქონისას წარადგინეთ საკუთარი თავი, მოყევით თქვენი საქმიანობის, ბიზნესის, განათლების და უბრალოდ პიროვნების შესახებ. თუ თან გაქვთ iPad ან სხვა გაჯეტი, რომლითაც შეგიძლიათ ვიზუალურად აჩვენოთ რას საქმიანობთ, ნუ მოგერიდებათ, გააკეთეთ ეს. გვერწმუნეთ, თუ ადამიანი თქვენი კლიენტი არ გახდება მაშინვე, არის შანსი, რომ დაგიმახსოვრებთ და გაგიხსენებთ საჭირო დროს, როცა გაუჩნდება თქვენი მომსახურების ან პროდუქტის მოთხოვნა.

ამ გზით მოსაცდელ დარბაზებში, თვითმფრინავში, მატარებელში, ტრანსფერის დროს, მეგობრულ ვახშამზე შესაძლებელია მოძებნოთ ძალიან ბევრი კლიენტი.

შეიტყვეთ უფრო მეტი ცხელ სეზონებზე
დასვენებისას პროექტბისა და აქციებისთვის ყველაზე კარგი დრო რა თქმა უნდა დატვირთული ტურისტული სეზონია. ამ დროს ოჯახური ფოტოსესიები, მასტერ-კლასები და სხვა სახის მომსახურება — გაცილებით უფრო ეფექტურია. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ბიზნესის წარმოება სხვა ქვეყანაში არდადგების ან მოგზაურობის დროს, აუცილებლად დააზუსტეთ როდის არის იქ ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი. ასევე გაარკვიეთ თქვენი ქალაქიდან ვინ და როდის, ან რა მიზნით მიემგზავრება საზღვარგარეთ და შესთავაზეთ საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება.

ასევე არ ღირს ყურადღება მოადუნოთ ტურისტების აქტივობის დაბალ სეზონზე. როგორც წესი, ეს არის წინასადღესასწაულო ან არდადეგების შემდეგომი პერიოდი. ითანამშრომლეთ ტურისტულ სააგენტოებთან. მოძებნეთ ყველაზე იაფი ტურები ან ყველაზე იაფი ბილეთები და შესთავაზეთ მეგობრებს ან ყოფილ კლიენტებს ერთიანი მოგზაურობა. მოუწყვეთ მათ არამხოლოდ მშრალი ტური, არამედ შეავსეთ ის საინტერესო მომენტებით, რაც გამოწვეული იქნება თქვენი ჩართულობით. ტურსააგენტოებს ეს წინადადება მხოლოდ გაახარებთ და დიდი შანისია, რომ თქვენს შორის გრძელვადიანი, მჭიდრო თანამშრომლობა შედგეს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like