როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?

როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?

ამბობენ, რომ ,,ზოგჯერ ჩვენს მიერ დაშვებული მცირე შეცდომები თავიდან დიდ შეცდომებს გვარიდებს, უფრო მეტიც, ზოგჯერ შეცდომა ცხოვრებაში შემოტრიალების წერტილად და უდიდესი წარმატების საწყის ნაბიჯად იქცევა ხოლმე…’’

და მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანს სურს, ცხოვრებაში ნებით თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომები გამოასწოროს, გათავისუფლდეს სინდისის ქენჯნისგან და იგრძნოს თავი თავისუფალად, ლაღად და ბედნიერად. სამწუხაროდ, ყველას არ ესმის და არ აღიარებს, მაგრამ მე მჯერა, რომ შეცდომები გარკვეულწილად გვეხმარება დასახული მიზნების სწორად მიღწევაში. ისინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ საჭიროა მუდმივად ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ იგი ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღების საშუალებად.

სტატიაში მოცემული რჩევები სწორედ ამაში დაგეხმარებათ, სცადეთ:

1.ჩამოვწეროთ ფურცელზე ის, რასაც შეცდომად ვთვლით და განვმიჯნოთ ისინი ჩვენი ემოციებისგან. ამით დავინახავთ რა მოხდა რეალურად და რამდენად გაზვიადებულია ისინი ჩვენივე ფიქრების ძალით. ნუ აკადრებთ და ნუ უსაყვედურებთ საკუთარ თავს რამეს, თუნდაც ძალიან დიდი სისულელის გამო. პირიქით, იყავით მიმტევებელი, მიიღეთ ფაქტი ისეთი როგორიც არის და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გაგიადვილდეთ შეგახსენებთ მილტონ ერიქსონის ცნობილი 5 ძირითადი პრინციპიდან ერთ-ერთს: ,, ადამიანი ყოველთვის აკეთებს საუკეთესო არჩევანს იმ ალტერნატივებიდან, რომლებიც მას გააჩნია იმ მოცემულ მომენტში!’’ ასე, რომ უთხარით თქვენს უდიდებულესობას, საკუთარ თავს: ‘’მე შენ გპატიობ ყველაფერს, მიყვარხარ და მადლობა რომ ხარ ასეთი კარგი.’’

2.პატიების, მიმღებლობის და გაანალიზების შემდეგ, დროა გამოვავლიოთ მთელი ჩვენი კრეტიულობის რესურსები და დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები და ვუპასუხოთ კიდეც:
როგორ შემიძლია საკითხის სხვაგვარად ფორმულირება?
რამდენი გზით შემიძლია ამ პრობლების/შეცდომის მოგვარება?
რა მაქსიმალური სარგებელი შეიძლება მივიღო მისგან? მოვუძებნოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი მხარე ჩვენს შეცდომას. რა დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ საკითხის ჭკვიანურად მოგვარებამ ჩვენთვის?

და მეორე ეტაპის ბოლოს, მე რომ ვიცოდე ამ შეკითხვებზე საუკეთესო პასუხები, რა იქნებოდა ისინი? და რა თქმა უნდა ყველა პასუხს ვწერთ!

ნუ გაგეცინებათ და ნუ შეხედავთ მათ შეუძლებლად, ყურადღებით დავაკვირდეთ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც სამყარო შემოგვთავაზებს მოულოდნელად და დავინახავთ იმას, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით…ანუ შანსებს, რომლითაც გამოვასწორებთ შეცდომას და ‘’მტერს” ჩვენს საუკეთესო პარტნიორად ვაქცევთ.

3.ბევრია გამოსასწორებელი შეცდომა? ნუ დაიბნევით! აიღეთ საკითხი, რომელიც თქვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია და დაფიქრდით, როგორ მოაგვარებდა ამას ჩვენთვის სამაგალითო და მისაბაძი პიროვნება? ან რა რჩევა შეიძლება მოეცა მას ჩვენთვის პერსონალურად? მაგალითად: სტივ ჯობსს, ბილ გეითსს, უორენ ბაფეტს ან რომელიმე ფილოსოფოსს: სოკრატეს, არისტოტელეს, პლატონს და ან სხვას… გაოცდებით, ისეთ საინტერესო პასუხებს მოისმენთ საკუთარი თავისგან ….
და მას შემდეგ, რაც ამ სამივე ეტაპს დავასრულებთ, რჩება მხოლოდ ერთი რამ, დიახ, მოქმედება!

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია, მაგრამ საკითხის ამგვარი მიდგომით, ჩვენ ყოველთვის მოგებული ვრჩებით. კრეატიულად გამოვასწორებთ შეცდომებს, დავარჩქარებთ გამოცდილების დაგროვებას და მივიღებთ მეტ სარგებელს ვიდრე უბრალოდ შეცდომის გამოსწორებაა. გამოიყენეთ ეს რჩევები პრაქტიკაში და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები.

გისურვებთ საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ