რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ გადალახოთ სიმორცხვე

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ გადალახოთ სიმორცხვე

1. დაიწყეთ თქვენთვის უფრო მისაღები პირობებით
თუ თქვენი პრობლემა მდგომარეობს მასის შიშში, ნუ ეცდებით სიმორცხვე გადალახოთ ხმაურიან ღამის კლუბში. აირჩიეთ შედარებით კომფორტული და მოხერხებული გარემო, შეეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ საუბრებსა და ღონისძიებებში.

2. გამოიყენეთ საკუთარი ძლიერი მხარეები
მონაწილეობა მიიღეთ საქმიანობის ისეთ სფეროებში, რომლებსაც იცნობთ. თუ დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც აკეთებთ, ეს თავდაჯერებულობა იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ იურთიერთქმედებთ სხვებთან ამავე სცენარით. ეს იგივეა, რომ თამაშობდეთ საკუთარ მინდორზე. აიღეთ ინიციატივა თქვენს ხელში.

3. განსაზღვრეთ თქვენი სიმორცხვის მიზეზი
არ გყოფნით თვითშეფასება? თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ უნდა იმუშაოთ მის გამომუშავებაზე, და როგორც რეზულტატი, თქვენი სიმორცხვე წავა თავისთავად. თავდაჯერებულობა არ გყოფნით? თუ თქვენ არ გჯერავთ საკუთარი შესაძლებლობების, რა თქმა უნდა მორცხვი იქნებით. განივითარეთ საკუთარ ძალებში რწმენა ნაცადი მეთოების მიხედვით, რომლებიც აღწერილია წიგნებში, ელექტრონულ სასწავლო კურსებსა და ლექციებში. გინდათ, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ? შეეცადეთ თქვენი ყურადღება გადართოთ და მობილიზდეთ იმ სამყაროზე და ადამიანებზე რომელიც თქვენს გარშემოა.

4. გახსოვდეთ: თქვენ არავინ არ გაკრიტიკებთ
სრულიად შესაძლებელია, რომ ერთად-ერთი, ვინც ყურადღებას გაქცევთ, ეს თავად თქვენ ხართ. ადამიანები მობილიზებულნი არიან საკუთარ პრობლემებზე, წარმატებებსა თუ სხვა ცხოვრებისეულ მომენტებზე. ისინი არ გითვალთვალებენ, არ შეუძლიათ თქვენი ფიქრების წაკითხვა. თუ ისინი განგსჯიან, მაშინ ასეთი მეგობრები არაფერში გჭირდებათ და მათგან დადებითი შეფასების მიღების მცდელობა უბრალოდ დროის ტყუილად ხარჯვაა.

5. გაიგეთ, რომ იყოთ სხვებისგან განსხვავებული — ეს უბრალოდ «ნორმალური» არ არის.
რაღაც მომენტში ეს სასურველია. არავის უნდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ერთი ადამიანი არის მეორეს ანალოგი. ის, რომ ჩვენ ინდივიდუალურები ვართ, ჩვენს ცხოვრებას აზრიანს და საინტერესოს ხდის. საკუთარი თავის რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმორცხვის დაძლევისას.

6. დადებითად შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია
მანამ, სანამ რეალურად არ გჭირდებათ სხვების მხრიდან დადებითი შეფასება, საკუთარი თავის რწმენა აუცილებელია თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის. გაიგეთ, რომ იდეალური არავინ არ არის. სინამდვილეში არავინ არ იცის რა არის იდეალი. ვინმემ რომ გვკითხოს რა არის «სრულყოფილება», ყველა თავის აზრს გამოთქვამს. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. მიიღეთ საკუთარი სიმორცხვე. რაც უფრო მეტად მიიღებთ, მით უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ ეს საკითხები. მხედველობაში გვაქვს ფაქტის მიღება, რომ გაქვთ პრობლემა, არ მიიკეროთ იარლიყი და გაითავისოთ, რომ ეს სულ პრობლემა იქნება, თქვენ ეს უნდა გადალახოთ.

7. როცა ღელავთ დაკავდით რაიმეს კეთებით
ეს დაგეხმარებათ ყურადღება გადაიტანოთ. ითამაშეთ ბანქო, მობილური თამაში, მონაწილეობა მიიღეთ იმაში, რაც თქვენს გარშემო ხდება, წაიკითხეთ ან გააკეთეთ კიდევ რამე, რაც გაგართობდათ.

8. არ გაიქცეთ
ყოველ ჯერზე როცა თქვენ იმალებით, ან გაურბიხართ სიტუაციას, ამძაფრებთ თქვენს სიმორცხვეს. აიძულეთ საკუთარი თავი დარჩეთ და ყველაფერზე იფიქროთ. დროთა განმავლობაში ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება. ასეთი ქცევით, თქვენ ახდენთ საკუთარი თავის სტიმულირებას, აფართოვებთ საკუთარი კომფორტის ზონას და ერთი ნაბიჯით უახლოვდებით სიმორცხვის დაძლევას.

9. შეასუსტეთ კონტროლი
თქვენ არ შეგიძლიათ ყველა სიტუაცია ან სხვები გააკონტროლოთ. არ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მოეწონებით თუ არა მათ და მიგიღებენ თუ არა. გათავისუფლდით იმ აუცილელობისგან, რომ ვინმესთვის მისაღები იყოთ საკუთარი თავის მიღებით. შედეგად, როცა თქვენ უკვე სიკვდილის პირას იქნებით, ექნება კი აზრი იმას, რას ფიქრობდა ვინმე თქვენზე 40 წლის წინ? არ ექნება. მაშინ რატომ უნდა გაღელვებდეთ ეს? ერთად-ერთი ადამიანი, ვისი შეფასებაც თქვენთვის მნიშვნელოვანია – ეს თავად თქვენ ხართ. ერთხელაც, როცა ამას გააცნობიერებთ, თქვენ აღარ აგაღელვებთ გღებულობენ თუ არა სხვები. თქვენ აღარ შეგეშინდებათ მიუღებლობის ზოგადად, რადგან არ გჭირდებათ შეფასება.

10. არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს
თქვენ არ იცით რა პრობლემები და ნაკლი აქვთ ადამიანებს. თქვენ ხედავთ მხოლოდ იმას, რაც ზედაპირზე დევს. თუ თქვენ ადარებთ საკუთარ თავს მხოლოდ იმასთან, რასაც ხედავთ და ყურადღებას აქცევთ მხოლოდ მნიშვნელოვან ქცევას, მაშინ ყოველთვის მოგეჩვენებათ, რომ სხვებზე უარესი ხართ.

11. ივარჯიშეთ
თუ თქვენ გინდათ უფრო კომუნიკაბელური გახდეთ, გჭირდებათ პრაქტიკა. მოძებნეთ სოციალური სიტუაციები და მანამდე გაითამაშეთ ისინი, სანამ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ. შესაძლოა, გაოცდეთ იმით, თუ რა სწრაფად გაივლის თქვენი სიმორცხვე მას შემდეგ, რაც მოდუნდებით და გახდებით ის, ვინც ხართ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფსიქოლოგია

ტრანსფორმაციული ინტერვიუ-ტრენინგი ფსიქოლოგ – ხათუნა მუზაშვილთან

”…მე სულ ვფიქრობდი, რომ როგორმე უნდა მეპოვა ჩემი ოცნებების ასრულების გასაღები, მაგრამ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს მოხდებოდა ასეთი ფორმით! მინდა გითხრათ, რომ ოცნებების ასრულების გასაღებიც სწორედ ეს არის: პოულობთ

პიროვნება და სოციუმი

მარტო ყოფნის 9 მიზეზი

ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე ვხარჯავთ დროს, შესაბამისად, საკუთარი თავისთვის დრო ან არ გვრჩება, ან ცოტა გვრჩება. არადა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ყველა ჩვენგანს სჭირდება. 1. მარტოობა ჩვენს ცნობიერებას წმენდს. დღის

ქალი და მამაკაცი

ცოლთან კამათისას

ქალსა და მამაკაცს თვითგამოხატვის სხვადასხვა გზები აქვთ. კამათის დროს მამაკაცთა უმრავლესობას უჭირს გაიგოს, რას გულისხმობს და რას განიცდის ქალი. მცდარი განმარტება კი ყოველთვის მიგვიყვანს გაუთავებლ კონფლიქტამდე. კარგი ამბავი ის არის,