როგორ გადავლახოთ გამოწვევები სამსახურში

როგორ გადავლახოთ გამოწვევები სამსახურში

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად  მომზადებული  თუ ორგანიზებული ხარ, დაბრკოლებები ყოველთვის მოაღწევს შენამდე, გაიძულებს გამოხვიდე საკუთარი კომფორტის ზონიდან და მოიმოქმედო რაიმე, რათა გადალახო ისინი. და როდესაც შენ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდები, პირველი რამ, რისი გაკეთებაც დაგჭირდება ეს არის გაჩერება და  ღრმად ჩასუნთქვა, რათა შეძლო დაფიქრება, სანამ რაიმეს მოიმოქმედებ. ქვემოთ გაიგებ, რა ნაბიჯების გადადგმა გჭირდება  სამსახურში გამოწვევების გადასალახავად.

განსაზღვრე/ამოიცანი ნამდვილი პრობლემა

პირველ რიგში დაგჭირდება განსაზღვრო რეალური პრობლემა. დაიწყე პრობლემის შესახებ შეკითხვების დასმით, რათა საფუძვლიანად გამოიკვლიო იგი. შემდეგ გაუკეთე ფორმულირება ამ საკითხს და აუხსენი იგი შენს თანამშრომელს, რაც დაგეხმარება შეამოწმო, სწორად აღიქვი/ გაიგე თუ არა პრობლემა. პრობლემის შესახებ ვინმესთან ლაპარაკი გეხმარება, აღიქვა იგი უკეთესად, ხოლო პრობლემის აღქმა კი პირველი ნაბიჯია მისი გადაჭრის გზაზე.

დაშალე  პრობლემა პატარპატარა ნაწილებად

ძალიან რთულია დიდ პრობლემასთან გამკლავება მაგრამ თუ შენ მას პატარ-პატარა ნაწილებად “დაშლი” , ადვილად შეძლებ მის გადალახვას თანამიმდევრობის პრინციპით. ჩვეულებრივ,  დიდი პრობლემა პატარა ნაწილებისაგან შედგება. ამრიგად, შეეცადე განსაზღვრო ეს პატარა პრობლემები  და პირველ რიგში მათი გადაწყვეტის გზებს მიაგნო. შენ დაინახავ, რომ ამ პატარა ამოცანებთან გამკლავების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდები და შეძლებ დიდ ამოცანებთან გამკლავებასაც.

მიიღე დახმარება სხვებისგან

ნორმალურია რომ სთხოვო დახმარება ვინმეს, როდესაც “გაიჭედე” და არ ხარ დარწმუნებული, თუ როგორ გადალახო პრობლემა. ამისათვის შეგიძლია მიმართო თანამშრომელს, რომელთან ერთადაც მუდმივად მუშაობ ან სუპერვაიზერს (ზედამხედველს). თუკი მათგან არ გსურს დახმარების მიღება, ან ანტრეპრენენერი ხარ, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს, დაურეკე მეგობარს, რომელსაც ენდობი და რომელიც იგივე ამოცანის წინაშე დამდგარა წარსულში. მიხვდები, რომ არ ხარ ერთადერთი ვინც პრობლემებს აწყდება და შენს ირგვლივ არსებული ხალხსაც ჰქონია იგივე დაბრკოლება.

ყოველი გამოწვევა გეხმარება, მიიღო გამოცდილება

ცხოვრება გამოწვევების გარეშე უბრალოდ მოსაწყენი იქნებოდა. ყოველი ახალი პრობლემა თუ გამოწვევა გეხმარება, მიიღო გამოცდილება და გაიზარდო პიროვნულად. თუ დიადი საქმეების კეთება გსურს, ალბათ უკვე იცი, რომ გზად უამრავ განსხვავებულ დაბრკოლებას წააწყდები. ამგვარად, აღიქვი ისინი, როგორც შენი ოცნების ნაწილი და შეეგებე ახალ გამოწვევებს!

 

 

 

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წიგნი “შეჭამე ბაყაყი”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი ეფექტი და მათი ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს, ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგიერთი ცხოვრებისეული

Print Friendly, PDF & Email

სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

ადამიანებს რომლებსაც სჯერათ, რომ მათ არ შეუძლიათ ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორც მიაღწიეს სხვებმა, ისინი ჰგვანან არარეალიზებულ შესაძლებლობებს. რეალურად კი ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობების ფართო არეალი, ნიჭი და ბუნებრივი ტალანტი,

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მილიონერივით: 7 რჩევა რომლებიც გასათვალისწინებელია

რა არის საჭირო ყოველთვის იდეალური გარეგნობისთვის? მხოლოდ ფული? დიახ, რა თქმა უნდა ფული უდიდეს როლს თამაშობს ამ საკითხში —შესაძლებელია ძვირფასი ტანსაცმლის ყიდვა, ტექნიკის და სხვა ნივთების, მაგრამ შინაგანი ძალის, ნების

Print Friendly, PDF & Email

არაკვალიფიციური თანამშრომლების აყვანის უპირატესობები

ორგანიზაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური პერსონალი, თუმცა ასეთი თანამშრომლების მოძიება-მოზიდვა და შენარჩუნება რთულია, გარდა ამისა, პროფესიონალს კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება და პირობები უნდა შევთავაზოთ. არსებობს მეორე ვარიანტი – დავიქირავოთ დამწყები, არაკვალიფიციური პერსონალი

Print Friendly, PDF & Email

7 ხერხი სიზარმაცის დასამარცხებლად

1. იმისათვის, რომ აღარ იზარმაცოთ, არაფერი არ უნდა აკეთოთ.სერიოზულად ვამბობთ ამას. დადექით ოთახის შუაგულში და არაფერი აკეთოთ, საერთოდ არაფერი: არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ წაიკითხოთ, არ დაწვეთ, არ უსმინოთმუსიკას და

Print Friendly, PDF & Email