როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

იაპონიაში ააშენეს ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში. იქ არსებული ყველა სახლი იყენებს მზის ენერგიას, წყლის ხარჯი შემცირებულია 30%-ით, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტად იყენებენ ელექტრომობილებს და ველოსიპედებს.
ცოტა ხნის წინ შედგა «ჭკვიანი ქალაქის» – ფუჯისავას გახსნის ცერემონიალი. Fujisawa SST Square წარმოადგენს არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც განთავსებულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. აქედან ხდება ყველა საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტის მართვა. ფუჯისავაში უკვე დასახლდნენ პირველი მაცხოვრებლები. ქალაქი გათვლილია 3000 მოქალაქეზე და 1000 საცხოვრებელზე. ყველა დაგეგმილი სამუშაოები ქალაქში 2018 წლისთვის დასრულდება.
ელექტროენერგიის 30 %-ს ფუჯისავა მიიღებს ალტერნატიული წყაროებიდან – პირველ რიგში მზის პანელებით. ეს 70 %-ით შეამცირებს ნახშირწყლების კვალს. ასევე 30 %-ით არის შემცირებული წყლის მოხმარება. მიწისძვრისა და ძაბვის გათიშვის შემთხვევაში ქალაქს თავისუფლად შეეძლება ელექტროენერგიით მომარაგება, ასევე ცხელი წყლის მიწოდება სამი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა მოწყობილობა, რომელიც ქალაქში არის დამონტაჟებული გათვალისწინებულია ენერგიის ეკონომიური ხარჯვის მოთხოვნებზე.
ფუჯისავაში არ არის ბენზინგასამართი სადგურები, სამაგიეროდ ვითარდება ელექტრომობილების სადგურები. იმ მაცხოვრებლებისთვის, ვისაც პირადი ტრანსპორტი არ ჰყავს, გაქირავებაში ელექტრომობილები, ელექტროსკუტერები, ველოსიპედები და სხვა ეკოლოგიური ტრანსპორტი. მაცხოვრებლების უსაფრთხოება კონტროლდება ვიდეომეთვალყურეობით, სენსორული კამერებით საჯარო სივრცეებში, რომლებიც ქუჩას ანათებენ მხოლოდ იმ დროს, როცა იქ ადამიანები მოძრაობენ – ეს ასევე ელექტროენერგიის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 500 მლნ აშშ დოლარს, მაგრამ დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, ეს ინოვაციური, ეკოლოგიური ქალაქი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადაგნ კომპანიას გამიზნული აქვს ფუჯისავას მოდელის მასობრივი გავრცელება, რომელიც გულისხმობს ქალაქის ავტონომიურ და მყარ განვითარებას 100 წლის მანძილზე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ