როგორ დავზოგოთ კვების პროდუქტებზე?
1185 Views

როგორ დავზოგოთ კვების პროდუქტებზე?

საშუალოსტატისტიკური ოჯახის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე და სასურსათო მაღაზიებში რჩება. გინდათ ისწავლოთ როგორ გამოხვიდეთ მაღაზიიდან ისე, რომ საფულე სულ ცარიელი არ გქონდეთ? როგორ შეძლოთ პროდუქტებზე დაზოგვა ისე, რომ სრულფასოვანი კვება გქონდეთ? ეს ერთი შეხვედვით შეუძლებელი ჩანს, მაგრამ მაინც არსებობს საკვებზე ეკონომიის რამოდენიმე საშუალება, რაც თანხის მთლიანი ნაწილის 30%-ზე მეტს დაგიზოგავთ თვეში.

საკვებზე დაზოგვის ტოპ-15 მეთოდი:
საყიდლებზე არ წახვიდეთ მშიერი და თან არ იქონიოთ საკრედიტო ბარათი. ანგარიშსწორება მოახდინეთ ნაღდი ფულით, ასე უკეთ გეცოდინებათ რამდენს ხარჯავთ.
არ გამოიყენოთ ნახევარფაბრიკატები – ისწავლეთ საჭმლის მომზადება და თქვენ გულგრილად ჩაუვლით ნახევარფაბრიკატების თაროებს, ძეხვეულს და ცომეულს. გარდა ამისა, ოჯახში მომზადებული კერძი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს და სხვა დანამატებს.
ჩართეთ ოჯახი სადილის მომზადების პროცესში. თავად დაამზადეთ ნახევარფაბრიკატები და გაყინეთ, რასაც შემდეგ გამოიზოგავთ. ასე შეგიძლიათ მოამზადოთ პელმენი, ხორციანი ბლინები, კატლეტი და ა.შ. მსგავსი მარაგი დაგეხმარებათ საუზმე, სადილიც და ვახშამიც სწრაფად მოამზადოთ.
შეადგინეთ მთლი კვირის მენიუ, რაც დაგეხმარებათ ზუსტად იცოდეთ რა გაქვთ საუზმედ, სადილად და ვახშმად. ასევე შეძლებთ პროდუქტების რაციონალურად გამოყენებას. შეიძინეთ პროდუქტები იშვიათად, მხოლოდ მენიუდან გამომდინარე საჭიროების შესაბამისად. ეს საშუალებას მოგცემთ შეძენილი პორდუქტი ბოლომდე გამოიყენოთ და სანაგვე ურნაში არ გადაყაროთ თქვენი ფული. ყველაფერთან ერთად დაზოგავთ დროს.
საყიდლებზე იარეთ სიით. არ გადაუხვიოთ მას, თუ რამე ახალი სურვილი გაგიჩნდებათ, გადაიტანეთ ის შემდეგი კვირის მენიუში.
არ დაგავიწყდეთ ფასდაკლების ბარათის თან წაღება (თუ გაქვთ ასეთი) – ამით კიდევ უფრო მეტ თანხას დაზოგავთ.
პარკები და ჩანთები სახლიდან წაიყოლეთ, ნუ გადაიხდით მათში დამტებით თანხას. თუ ბუნების მიმართ გულგრილი არ ხართ, იქონიეთ ნაჭრის ეკოჩანთა. ის არ იხევა, იწელება და დამზადებულია ნატურალური მასალისგან, რომლებიც ჩანთის ვარგისიანობის დასრულების შემდეგ შეიწოვება ბუნებისგან.
პროდუქტი შეარჩიეთ დაბლა თაროებიდან და სტელაჟების ბოლო კუთხეებიდან, რადგან იაფია და ახალია. სუპერმარკეტები დაინტერესებული არიან, რომ შეიძინოთ უფრო ძვირიანი და მოხმარების ვადებში შეზღუდული პროდუქტი.
შეიძინეთ პროდუქტი, რომელიც თქვენს ოჯახში ყველაზე მეტად იჭმევა საბითუმოდ მოვაჭრეებთან. მაგალითად შაქარი, კარტოფილი და მარცვლეული შეგიძლიათ შეიძინოთ ტომრებით – ასე უფრო იაფია. კოოპერირება მოახდინეთ ნათესავებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან ამ საკითხში.
ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს, რადგან მათ წარმოებას ნაკლები დანახარჯი აქვს, შესაბამისად იაფი ღირს.
ხშირად იარეთ ბაზარზე – სეზონზე პროდუქტები უფრო ახალია, საღამოს კი უფრო იაფი.
გახსოვდეთ ხილის და ბოსტნეულის სეზონურობა. სეზონზე ისინი უფრო სასარგებლო და იაფია. თუ კარგი საყინულე კამერა გაქვთ, ისწავლეთ პროდუქტების გაყინვის მეთოდები, განსაკუთრებით კენკრისა და მწვანილის. ეს დაგეხმარებათ ფული დაზოგოთ ზამთარში.
მოამზადეთ ზამთრისთვის მარაგი.
მურაბა, დაკონსერვებული ბოსნტეული, გაახმეთ მწვანილი, სუნელები და ა.შ. – ყველაფერი ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი და ზამთარში წარმოქმნილი ვიტამინების ნაკლებობა შეივსოთ.
ხორცი და თევზი შეიძინეთ გონივრულად. მთლიანი ქათამი უფრო იაფი ღირს, ვიდრე დანაწევრებული, ფრთებისა და ფეხებისგან შეგიძლიათ ბულიონი მოამზადოთ. საქონლის ხორცისგან შეგიძლიათ უამრავი გემრიელი კერძი მოამზადოთ. წითელი თევზის თავით შეგიძლიათ მოამზადოთ თევზის გემრიელი წვნიანი. არ დაგავიწყდეთ სუბპროდუქტების შესახებ, მათგანაც შეგიძლიათ უამრავი გემრიელი კერძის მომზადება.
სამსახურში სადილისთვის სახლიდან ატარეთ საკვები, ნუ დახარჯავთ ფულს კაფეში, ამას სჯობს იყიდოთ პატარა ჭიქა-თერმოსი და კონტეინერი. ასე ხარისხიანი კვებაც გექნებათ და ფულსაც დაზოგავთ.
პროდუქტებზე ასეთი ეკონომიით 2-3 თვის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ ოჯახი მრავალფეროვნად და გემრიელად იკვებება, ამასთან, საკვებზე გაწეული ხარჯები საგრძნობლად შემცირდება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like