როგორ დავუბრუნდეთ  შვებულების  შემდეგ   სამუშაო გარემოს მარტივად

როგორ დავუბრუნდეთ შვებულების შემდეგ სამუშაო გარემოს მარტივად

დასვენების და განტვირთვის საუკეთესო დღეები დასრულდა. ახალი განცდებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული დავუბრუნდით ქალაქს, თუმცა, ცოტა არ იყოს რთულად გვეჩვენება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ახალი რიტმით ცხოვრების გაგრძელება. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შვებულების შემდეგ კომფორტულად იგრძნოთ თავი სამსახურში და დაიწყოთ ენერგიულად ახალი სამუშაო კვირა.
1.პირველ რიგში სამსახურში წასასვლელად დილით ადრე ადგომა რომ არ გაგიჭირდეთ წინა საღამოს დაიძინეთ 10 საათზე. დილით კი, გაღვიძებისთანავე, მიირთვით ფინჯანი ყავა. მოემზადეთ განსაკუთრებით რომ გამოიყურებოდეთ კარგად. კომპლიმენტები, რომელსაც სამსახურში თანამშრომლებისგან მიიღებთ გაგილამაზებთ დღეს.
2.როგორც კი გააცნობიერებ, რომ ზაფხულის დღეები დასრულდა, მაშინათვე უცნაური სევდა შემოგაწვება გულზე. გაიხსენე, სამსახური ის ადგილია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენ. სადაც იზრდები პროფესიული თვალსაზრისით. იღებ მატერიალურ ანაზღაურებას, რაც საშუალებას გაძლევს აიხდინო უამრავი ოცნება. ასე რომ შეუდექი საქმიანობას ენთუზიაზმით და ნუ შეგაშინებს გასაკეთებელი საქმეების უზარმაზარი სია. დასვენებული და მოტივაციით სავსე ხარ, ასე რომ ყველაფერს დროულად გაართმევ თავს.
3.შეგიძლიათ შვებულების პერიოდში მოგზაურობისას იყიდოთ სხვადასხვა სუვენირი, რომელიც ზაფხულის ლამაზ დღეებს მოგაგონებთ და თქვენს სამუშაო მაგიდაზე განათავსოთ ისინი. ან მოგზაურობისას ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოს დახედოთ რამდენჯერმე. ეს დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში,ხშირად გაიღიმებთ და სამსახურშიც თბილი გარემოს შექმნით.
4.ეცადე მოახდინო კონცეტრაცია საქმეზე. გახსოვდეს, ნამდვილი პროფესიონალები ადვილად უბრუნდებიან სამუშაო გარემოს და სიყვარულით აგრძელებენ საქმის კეთებას.
5.შეგიძლია დაისახო ამოცანები და მოიფიქრო მათი განხოცრიელებისთვის ახალი გზები. ეცადე, ყველაფერს ინტერესით მოეკიდო. ეს დაგეხმარება მთელი გულისყურით გადაერთო სამუშაოზე და ახალი იდეები განახორციელო.
5.საღამოს, შეგიძლია მონატრებულ მეგობრებს შეხვდე. გაუზიარო მათ შენი შთაბეჭდილებები. ქალაქში, თუკი, ფეხით გავლასაც მოახერხებ, მიხვდები, როგორ მოგნატრებია ყველაფერი მშობლიური.
რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე აღარ გაგიჭირდება მუშაობა და ახალი ენერგიით სავსე ადვილად დაუბრუნდები ყოველდღიურობას. ეცადე, ყველაფერი აკეთო სიყვარულით. იმუშაო ნაყოფიერად, დაისახო ახალი მიზნები, ამოცანები და შეინარჩუნო პროდუქტიულობა მთელი წლის მანძილზე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

10 ყველაზე განხილვადი გამოსვლა TED-ზე

TED-ზე ჩატარდა ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომელთა ნახვის შემდეგ კომენტარებში ძალიან დიდი დისკუსია გაიმართა. ჩვენს მიერ შერჩეული გამოსვლებიდან თქვენ გაიგებთ თუ რატომ არ გვიყვარს ყალბი ნივთები, როგორ იბადება შესანიშნავი იდეები და

ფილოსოფია

32 ბრძნული პრინციპი ცხოვრებისთვის

1. არ იწუწუნოთ და არ იყოთ ცხოვრებაზე უმადური. უხმოდ ადექით და წადით იმის გასაკეთებლად, რაც საჭიროა. 2. შეწყვიტეთ მცდელობა და მოსინჯვა. გააკეთეთ ან არ გააკეთოთ. წერტილი. მოგინდათ ტუალეტში შესვლა, გამოგივიდათ? 3. იმოგზაურეთ! წელიწადში

მიზნები და ფინანსები

ფულთან მოქცევის 9 წესი

წესი № 1. დააფასეთ საკუთარი თავი მუდმივად გაზარდეთ თქვენი შემოსავლები. თუ თქვენი მიმდინარე სამსახური აღარ გაკმაყოფილებთ ფინანსურად, განეწყვეთ ახლის საძებნელად ან დამატებითი შემოსავალი მოძებნეთ. წესი № 2. ნუ ჩადებთ ფულს