ჩარლზ დაჰიგი: როგორ დავნერგოთ კარგი ჩვევები
1699 Views

ჩარლზ დაჰიგი: როგორ დავნერგოთ კარგი ჩვევები

რამოდენიმე ფაქტი ჩარლზ დაჰიგის წიგნიდან «ჩვევის ძალა» – იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ჩვევები.

1. როგორ ხდება ჩვევების ფორმირება
ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ახალს ვაკეთებთ, ტვინი ამუშავებს ინფორმაციის დიდ რაოდენობას. ის იმახსოვრებს ქცევის, შეგრძნების და რეაქციების ახალ შაბლონებს. დროთა განმავლობაში, როცა ჩვენ დავალების არსს ვგებულობთ, ჩვენი ქცევა ხდება ავტომატური, ხოლო გონებრივი სამუშაოს რაოდენობა რამოდენიმეჯერ იკლებს.

გაიხსენეთ ის მომენტი, როცა ველოსიპედის მართვას პირველად სწავლობდით. იმ ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობის დავიწყება წარმოუდგენელია. თუმცა ახლა, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაჯდეთ ველოსიპედზე სიამოვნების გამო და ათეულობით კილომეტრი გაიაროთ, თან არაფერი იფიქროთ იმაზე, როგორ აკეთებთ ამას.

დაჰიგი ამბობს:
ჩვენ ამ პროცესს დამახსოვრებას ვეძახით. მის დროს წარმოიქმნება მეხსიერების ახალი ადგილები, რომლებიც პასუხისმგებელია რუტინული ქმედებების ავტომატიზაციაზე. ყოველდღიურად ჩვენ ვეყრდნობით მას ათეულ და ასეულ ჯერზე.

2. როგორ მუშაობს ჩვევების ციკლი
ყოველი ჩვევა შედგება მარტივი, მაგრამ საკმაოდ მძლავრი ციკლისგან.

ჯერ წარმოიქმნება სიგნალი, რომელიც ტვინს ეუბნება რომ საჭიროა გადავიდეს «ავტომატურ რეჟიმში» და გამოიყენოს გარკვეული ჩვევა. შემდეგ საქმეში ერთვება მოქმედების პროგრამა. ის შედგება აზრობრივი და ფიზიკური ქმედებებისგან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამოცანის შესრულებაზე. და ბოლოს, ჯილდო – რომელიც ტვინს საშუალებას აძლევს გაიგოს, ღირს თუ არა ჩვევა იმად, რომ ის დაიმახსოვროს.
დროთა განმავლობაში ციკლი ხდება უფრო გარკვეული. სიგნალი და ჯილდო ერწყმის ერთმანეთს, ხდებიან განუწყვეტელი ჯაჭვი იმისათვის, რომ ადამიანი ამ ჩვევას მიჰყვეს.

3. როგორ შევცვალოთ ცუდი ჩვევა კარგით
პირველი და უმთავრესი წესი – თამაში წესების მიხედვით. ციკლიდან «სიგნალი — სამოქმედო პროგრამა — ჯილდო» თავის დაღწევა შეუძლებელია. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ ცუდი ჩვევისგან გათავისუფლდეთ, უნდა გაიგოთ, როგორ შეძლებთ სიგნალის ისე შეცვლას, რომ მას ისევ იგივე ჯილდომდე მიჰყავდეთ.

მაგალითად, პარასკევობით თქვენ დადიხართ მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში. ბევრს სვამთ და დილით თავს ცუდად გრძნობთ. მიუხედავად ამისა, ყოველ კვირას ერთი და იგვიე ხდება. რატომ?ამ ჩვევის შემთხვევაში თქვენზე მოქმედებს ჯილდოს სამი ტიპი:

— სოციალიზაცია და მეგობრებთან დროის ტარება.
— ახალი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა.
— ალკოჰოლის მომადუნებელი ეფექტი.

ამ მავნე ჩვევის სასარგებლო ჩვევით შესაცვლელად, საჭიროა ჯილდოების შენარჩუნება. ალტერნატიული ვარიანტია – დაარწმუნოთ მეგობრები, რომ ველოსიპედით იაროთ. ასე თქვენ ძველებურად სამეგობროში გაატარებთ დროს, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, მოინახულებთ ახალ ადგილებს და მოდუნდებით ფიზიკური აქტივობის გამო.

ცუდი ჩვევების მოსაცილებლად და მათი სასარგებლო ჩვევებით ჩასანაცვლებლად თქვენ უნდა დატოვოთ ჯილდო უცვლელი!

4. როგორ დავნერგოთ კარგი ჩვევა
ციკლი «სიგნალი — სამოქმედო პროგრამა — ჯილდო» ამ სიტუაციაშიც მუშაობს. დავუშვათ, თქვენ საღამოობით სირბილის დაწყება გსურთ, მაგრამ საკუთარი თავი ვერ აიძულეთ ეს გაგეკეთებინათ. ამისათვის თქვენ უნდა მოიფიქროთ ჯილდო, რომელიც მოახდენს ტვინის მოტივირებას მიყვეს ამ ჩვევას. მაგალითად, ყოველი ვარჯიშის შემდეგ რაიმე სასიამოვნოს კეთება.

დღევანდელ პირობებში რთულია ცდუნებას გაუძლოს ადამიანმა, მაგრამ თქვენ უნდა სძლიოთ საკუთარ თავს იქამდე, რომ სიგნალი და ჯილდო უწყვეტ ჯაჭვად იქცეს. დროთა განმავლობაში ტვინი ვერ იფიქრებს ჯილდოზე სიგნალის ჩართვამდე და ამის შემდეგ თქვენ თამამად შეძლებთ თქვათ, რომ სირბილი თქვენი ჩვევა გახდა.

ჩარლზ დაჰიგის წიგნის «ჩვევის ძალა» მოტივების მიხედვით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like