7 რჩევა – როგორ დავიწყოთ ჩვენი საქმე

7 რჩევა – როგორ დავიწყოთ ჩვენი საქმე

ადრე თუ გვიან ოფისში მუშაობა მოსაწყენი ხდება, ხელმძღვანელის მითითების შესრულების ნაცვლად ჩნდება დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი. თავში ათასი აზრი ტრიალებს, მაგალითად დავიწყოთ საკუთარი საქმე. ვიდრე ეს ყველაფერი თქვენთვის ახალია, ფრთხილად დგამთ პირველ ნაბიჯებს, აგროვებთ ინფორმაციას. აღნიშნულ ეტაპზე გჭირდებათ კეთილი რჩევა და მხარდაჭერა, რაც დაგეხმარებათ გააგრძელოთ გზა არჩეული მიმართულებით.

1. რაც მეტი მით უკეთესი?
თქვენს ბიზნესს შეუძლია შესთავაზოს უამრავი მომსახურება და პროდუქტი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაც უფრო მეტ პროდუქტს გაყიდით ან სერვისს შესთავაზებთ, მით უკეთესად წავა საქმე. პარალელურ რეჟიმში ხსნით რამდენიმე ბიზნესს და იმედოვნებთ, რომ ერთერთი მაინც გაამართლებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში თქვენს ძალებს ანაწილებთ და გიჭირთ ფოკუსირება, რის გამოც შეიძლება არც თუ სასიამოვნო შედეგი მიიღოთ.

პრიორიტეტულ ამოცანად დაისახეთ ხარისხი და არა რაოდენობა. დაე, გქონდეთ ერთი მართლაც კარგი პროდუქტი ან მომსახურება, ვიდრე რამდენიმე საშუალო.

2. იფიქრეთ საკუთარ საქმეზე
დედამიწა მეგობრული გარემოა, რომელიც ყველა საჭირო რესურსს შეიცავს. საკმარისია ირგვლივ მიმოიხედოთ და თქვენ იპოვით საკუთარ შესაძლებლობებს და მოახდენთ მათ რეალიზებას, ეს შეიძლება იყოს ახალი ტექნოლოგიები ან ნოვატორული იდეები. უნდა ისწავლოთ მარცვლების სარეველისგან გარჩევა. თუკი რაიმეს აქვს კავშირი ბიზნესთან, აუცილებლად მიიღეთ მხედველობაში, თუ არ აქვს – დაივიწყეთ. ააწყვეთ თქვენი აღქმა ახალი შესაძლებლობების ძიებისა და მათგან სარგებელის მიღების ირგვლივ.

მთავარია დიდხანს ნუ შეეკვრებით ერთ იდეას, ვინაიდან შეიძლება ჩაიგითრიოთ ცხოვრებისეული ინტერესებისა და უკეთესი იდეების დაზარალების ხარჯზე. თუკი თქვენი აზრით კარგ იდეას მოიფიქრებთ, გააანალიზეთ იგი წინასწარ, გამოყავით მისი ყველა პლუსი და მინუსი. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის წამოწყების შესახებ ან განაგრძეთ სხვა ბიზნეს იდეის ძიება.

3. აკეთეთ ის, რისი კეთებაც არ მოგწონთ
ზოგჯერ ჩვენ ვაწყდებით ამოცანებს, რომლებიც არ მოგვწონს. ასეთ დროს არსებობს ცდუნება, რომ საქმე გადავდოთ „შემდგომისთვის“ ან მოვახდინოთ მისი იგნორირება. ამოცანაში გარკვევის დროს ტვინი გამოყოფს რესურსებს მის გადასაწყვეტად, სხვა შემთხვევში შეიძლება გაგიჩნდეთ პრობლემა მიტოვებული ამოცანის გამო.

ეფექტურობის მიღწევის საუკეთესო შედეგია ამოცანის არსებულთაგან საუკეთესო გზით გადაწყვეტა. ამოცანა უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ, თუკი ამისთვის ორიგინალურ ხერხს მიმართავთ ან შეეცდებით შეცვალოთ თქვენი აღქმა და შეხედოთ მას როგორც ახალი გამოცდილების ან უნარის შეძენის საშუალებას.

4. იცხოვრეთ აქ და ახლა
ხშირად ახალი წამოწყება ძალიან დიდხანს ვითარდება. დარჩით რეალობაში, ნუ განჭვრეტთ ღრმა შორეულ მომავალს. დაგეგმვა მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ მომავალში უარესის მოლოდინი ენერგიას გამოგაცლით. ფოკუსირდით იმაზე, რასაც აკეთებთ. უკან მიიხედეთ და დაფიქრდით, რამდენი ძალისხმევაა უკვე ჩადებული, იქნებ საჭიროა მცირე პაუზა და დასვენება.

როცა ძალიან წინ იყურებით, შეიძლება თქვენს ძალებში ეჭვი შეგეპაროთ: „იქნებ მე ვერ წავიდე ასე შორს“. საკუთარი საქმის დაწყებით, განაგრძეთ სვლა თანმიმდევრულად. გადაწყვიტეთ მნიშვნელოვანი ამოცანები.

5. ნაკლები სიტყვა, მეტი საქმე
როცა რაიმეს გაკეთება გსურთ – უბრალოდ გააკეთეთ. ნუ იფიქრებთ, ნუ ისაუბრებთ – გააკეთეთ. დაიწყეთ რაიმეს გაკეთება პირდაპირ ახლა და როგორც კი დაიწყებთ, უცებ აკრეფთ სიჩქარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რისკავთ რომ არასოდეს დაიწყოთ საკუთარი საქმე.

6. გათავისუფლდით შიშისგან
ჩვენი შიშები ილექება ქვეცნობიერში. შესაძლოა ისინი ბავშვობიდან მოგვყვებიან, ან ცხოვრების განმავლობაში გაჩდნენ, არ აქვს მნიშვნელობა თუ საიდან აღმოჩნდნენ იქ, ეს უბრალოდ აზრებია.

არის ბევრი რამ, რასაც გააკეთებდით, მაგრამ რაღაც გაჩერებთ. თქვენ უნდა იმუშაოთ თქვენს შიშებზე, იპოვოთ ეს აზრები და გათავისუფლდეთ მათგან. რაც უფრო მიუახლოვდებით თქვენს შიშებს, მით უფრო ძლიერი და ღირებული იქნება თქვენი პიროვნება და ის, რითიც ხართ დაკავებული.

ამავე მიზეზით, როცა გეშინიათ და სხვას ქირაობთ, რომ თქვენს ნაცვლად გააკეთოს საქმე, დახარჯავთ ორჯერ მეტ დროს, მაგრამ იღებთ ნაკლებს. თქვენ უნდა იყოთ მთავარი და თქვათ, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

7. გააკეთეთ მოდელირება
ნუ შეეცდებით გამოიგონოთ ბორბალი, ისარგებლეთ უკვე ცნობილი ნამუშევრებით. სხვა ადამიანები თქვენამდეც იყვნენ დაკავებული ბიზნესით და წარმატებასაც აღწევდნენ. მაგალითისთვის აარჩიეთ ადამიანი, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროა და ამასთან, წარმატებულია. მაშინ თქვენ იპოვით იმას, რისი სწავლაც შესაძლებელია.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ