როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

40 წლის ასაკში გვიანია რაიმეს შეცვლა. დროა სადმე ქალაქგარეთ აგარაკი მოძებნო და ქსოვის გაკვეთილებზე ჩაეწერო – ზუსტად ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი და სწორედ ამ მიზეზით უამრავ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

კრიზისი თუ ახალი ძალები?
ეს ასაკი ტრადიციულად ითვლება რთულ ასაკად, კრიზისულ ზღვარად. ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ამ იუბილეს აღნიშვნის შემდეგ გახდებიან ასაკოვანი ქალები ან მამაკაცები. წინ მხოლოდ სიბერე და მოსაწყენი ცხოვრება ელით, აღარ ექნებათ პერსპექტივები და აქტივობა.

რამოდენიმე საუკუნის წინ, ეს ასაკი ნამდვილად ითვლებოდა მოხუცებულობის ასაკად. ამისათვის საკმარისია თუნდაც 16 წლის პუშკინის ციტატა გავიხსენოთ: «ოთახში ოცდაათიოდე წლის მოხუცი მამაკაცი შემოვიდა (ეს სხვათა შორის იყო ისტორიკოსი ნიკოლაი კარამზინი)».

თუმცა დღეს ვინ იტყვის მოხუცს 50 წლის ბრედ პიტზე ან ჯონი დეპზე? ან ვინმე მოხუც ქალს დაუძახებს 41 წლის ანჯელინა ჯოლის?

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც კი შეიტანა კორექტივები ასაკობრივ კლასიფიკაციაში.
ახალგაზრდებად ახლა ითვლებიან ადამიანები 18-დან 44 წლამდე. ხოლო 45–59 წელი — საშუალო ასაკია.
ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: 40 წელი — მშვენიერი დროა, თან ძალიან შესაფერისიც კი, ახალი ცხოვრების დასაწყებად, ახალი და თამამი პროექტების განსახორციელებლად, სამსახურის გამოსაცვლელად და სხვა ცხოვრების სტანდარტული სქემებიდან ამოვარდნილი ქცევისთვის. საჭიროა მხოლოდ სურვილის ქონა.

შეიგრძენით ყველა პოლუსი
მათ, ვისაც 40 წელი შეუსრულდა, აქვთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა – განათლება, როგორც წესი უკვე მიღებული აქვთ (ხშირ შემთხვევაში არაერთი), დაგროვილი აქვთ გამოცდილება და კარგი კავშირები. მათ იციან რა უნდათ, წარმოდგენილი აქვთ წარმატების მისაღწევად რა სჭირდებათ. არასოდეს ელოდებიან ციური მანანას ჩამოყრას. თუმცა არც ამის შესაძლებლობას გამორიცხავენ, რადგან ცხოვრებაში ვყელაფერი შეიძლება მოხდეს.

მათ დროის მიერ გამოცდილი მეგობრები, საყვარელი და ახლობელი ადამიანები ჰყავთ. შვილები ვისაც ჰყავთ, უკვე ყველა გაზრდილია და დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა. მათთან ურთიერთბა 40 წლის ადამიანებს შესანიშნავ საშუალებას აძლევს იმის გასაგებად, თუ რით ცხოვრობს ორი თაობა – აქედან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გამოტანაც უმარტივდებათ.

რა თქმა უნდა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის განწყობილი ადამიანი და საერთოდ როგორ მოვიდა ამ ასაკამდე, რადგან ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ზოგიერთი მთელი ორი ათეული წელი ოფისში ჯდომაში ატარებს დამხმარეს ან დაბალი რგოლის მენეჯერად.

გახსოვდეთ: ჯერ კიდევ არ არის გვიანი ცვლილებებისთვის
ყველაზე გავრცელებული ფობიები, რომლებიც 40 წლის ასაკს თან სდევს, ეხება შემდეგ თეზისს: «გვიანია რაიმეს შეცვლა». ადამიანებს იმედი აღარ აქვთ, რომ სამსახურში აიყვანენ, რომ პირად ცხოვრებაში რამე გამოუვათ, რომ ვერ გაერკვევიან ახალ ტექნოლოგიებში, რომ ვერ შეეგუებიან გუნდს…

გაინტერესებთ არის თუ არა ეს სინამდვილეში ასე?
ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დგინდება, რომ ძალიან იშვიათ ადამიანს აქვს რაიმე სერიოზული მიღწევები ცხოვრებაში 40 წლამდე. წარმატებულ კატეგორიაში ყველაზე ხშირია 50 წლამდე ასაკს მიღწეული ადამიანები, როცა ისინი მაქსიმალურად იყენებდნენ ყველა დაგროვილ რესურსს წარმატების მისაღწევად. ნაპოლეონ ჰილი, ამერიკელი მწერალი

ნაპოლეონ ჰილის ეს სიტყვები გამყარებულია ბევრი მაგალითით:

1. ზუსტად 40 წლის ასაკში, ამერიკელმა ჰენრი ფორდმა დააარსა ცნობილი Ford Motor Company, რომელიც დღმდე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. თავისი რევოლუციური ავტომობილი Ford T მან 45 წლის ასაკში ააწყო.
2. ამერიკელმა ინჟინერმა, ინტეგრალური სქემის ერთ-ერთმა გამომგონებელმა, რობერტ ნოისმა 41 წლის ასაკში კოლეგასთან ერთად შექმნა კომპანია Intel-ი.
3. ჰარლანდ დევის სანდერსი, რომელიც ცნობილია როგორც პოლკოვნიკ სანდერსის სახელით, ითვლებოდა წარუმატებელ ადამიანად, რადგან მის მიერ წამოწყებული ყველა ბიზნესი ჩავარდა. 40 წლის ასაკში მან შექმნა შემწვარი ქათმის საიდუმლო რეცეპტი, რომელმაც სახელი გაუთქვა მას და მის სწრაფი კვების რესტორნების ქსელს Kentucky Fried Chicken-ს («შემწვარი წიწილი კენტუკიდან», KFC).
4. ცნობილი მაღაზიათა ქსელის Wal-Mart-ის დამფუძნებელმა სემ უოლტონმა თავის იმპერიის მშენებლობაში პირველი აგური 44 წლის ასაკში დადო. 67 წლის ასაკში, ჟურნალმა Forbes-მა აღიარა ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანად.

5. რეი კორკი, McDonald’s-ის დამფუძნებელი, 52 წლამდე ყიდდა ქაღალდის ჭიქებს, აწუხებდა დიაბეტი და ართრიტი. მაგრამ, როგორც ის თავის მოგონებებში წერს: «ჯეროდა მომავლის».
6. მსახიობი სემუელ ელ ჯექსონი ცნობილი გახდა 43 წლის ასაკში ფილმიდან «ტროპიკული ციებ-ცხელება», სადაც სხვათა შორის მთავარი როლი არ ჰქონია.
7. კიმ კეტროლი, სუპერ-ცეცხლოვანი სამანტა სერიალიდან «სექსი დიდ ქალაქში», 15 წლიდან დაკავებული იყო მსახიობის ოსტატობით, მაგრამ ცნობილი გახდა მხოლოდ 41 წლის ასაკში.
8. ყველაზე მომხიბვლელი ქილერი ფილმიდან «ლეონი» – ჟან რენო, ცნობილი გახდა 46 წლის ასაკში.
9. ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო ცნობილი გახდა 40 წლის შემდეგ, როცა მისი წიგნების მრავალმილიონიანი ტირაჟით დაბეჭდვა დაიწყეს.

10. ჯულია ჩაილდმა თავისი მზარეულის წიგნი 50 წლის ასაკში შეადგინა, ხოლო შემდეგ შეფ-მზარეული გახდა.
11. კრისტიან დიორს დიდი ხანი დასჭირდა პოპულარობის მოსაპოვებლად. საკუთარი მოდის სახლი მან 42 წლის ასაკში გახსნა.
12. ამერიკელი კეროლ გარდნერი 52 წლის ასაკში გაშორდა ქმარს და სრულიად უსახსროდ დარჩა. მან შეიძინა ბულდოგის ჯიშის ძაღლი და დააარსა კომპანია Zelda Wisdom («ზელდას სიბრძნე»), რომელიც ამზადებდა მისალოც ბარათებს. დღისათვის მისი ბიზნესი შეფასებულია 50 მლნ აშშ დოლარად.
13. ავსტრიელი მეწარმე დიტრიხ მატეშიცი კომპანია Red Bull-ის თანადამფუძნებელი გახდა 40 წლის ასაკში. ახლა, უკვე 30 წლის შემდეგ, მისი ქონება შეფასებულია დაახლოებით 15 მლრდ აშშ დოლარად.
14. ვერა ვონგი 40 წლამდე იყო ჟურნალისტი და ასევე ფიგურული სრიალით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა მკვეთრად შეეცვალა თავისი ცხოვრება და გახდა მოდის ინდუსტრიის ცნობილი ფეშენ-დიზაინერი.
15. ამერიკელი აკადემიკოსი და მათემატიკოსი ჯეიმს ჰარის საიმონსი 44 წლის ასაკში წავიდა უნივერსიტეტებიდან და დააარსა კერძო საინვესტიციო ფირმა Renaissance Technologies Corporation. ის დღემდე ითვლება ყველაზე წარმატებულ ჰეჯ-ფონდად მსოფლიოში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანს აერთიანებს არა მილიონები, არამედ საკუთარი თავის რწმენა, შეუპოვრობა და ჯანსაღი ავანტიურიზმი.

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება
უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები. რით ამაყობთ და რისი სწავლა ან გაუმჯობესება გჭირდებათ. ინტერნეტში ძალიან ბევრი ფასიანი და უფასო ვებინარებია, ასევე წიგნები, სტატიები, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი მიმართულებების გათავისებაში და პიროვნულ სრულყოფაში.

განსაზღვრეთ, კონკრეტულად რა გინდათ. ნუ გამორიცხავთ ყველაზე ავანტიურულ ვარიანტსაც კი, ნება მიეცით საკუთარ თავს დააგემოვნოთ აკრძალული ხილი. გადახედეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითებს: თუკი მოინდომებთ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. გაიხადეთ დევიზად შემდეგი ფრაზა: «მე შემიძლია ამის უფლება მივცე საკუთარ თავს».

ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შეგაფასებენ სხვები, ეს თქვენი ცხოვრებაა!
დაივიწყეთ სიტყვათშეთანხმება «ბოლო შანსი». ის იწვევს ცვლილებების სურვილის ჩახშობას.
40 წელი მშვენიერი ასაკია ნებისმიერი სტარტისთვის, იქნება ეს ახალი ბინზეს-საქმიანობა თუ იოგაზე სიარული.

გამოიყენეთ დაგროვილი გამოცდილება. რაც მთავარია ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი გაქვთ: ჯერ ფიქრი და შემდეგ კეთება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ქეით ოვენსი: სტუდენტი-რეკორდსმენი უზარმაზარ ჰამბურგერს მიირთმევს

ყველას თავისი ჰობი აქვს. მაგალითად, 21 წლის ქეით ოვენსი (Kate Ovens), საკვებად იყენებს დიდი ზომის პროდუქტებს და მათი ჭამის პროცესს იღებს, შემდეგ ტვირთავს Youtube-ზე… გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive

Print Friendly, PDF & Email

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

არსებობს გარკვეული წონასწორული მდგომარეობა, როგორც ერთი ადამიანის შინაგან სამყაროში, ასევე მის ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ნებისმიერ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში და ამ წონასწორულ მდგომარეობას ფსიქოლოგები წონასწორულ პრინციპს ეძახიან. ამასთან, ყველასათვის

Print Friendly, PDF & Email

უკეთესი მომავლის ლოდინში…

ნურასოდეს დაელოდებით უკეთეს მომავალს! მანამ სანამ თავად არ გახდებით ისეთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს და ქმნის კიდეც თავის შრომით სასურველ ცხოვრებას. თუმცა…ყველაფერი ხომ რაღაცით იწყება… რამდენმა თქვენგანმა იცის ზუსტად რა უნდა,

Print Friendly, PDF & Email

6 დაპირება, რომელიც საკუთარ თავს უნდა მისცეთ

მნიშვნელოვანი და აუცილებელი დაპირებები, რომლებიც არამარტო უნდა მისცეთ საკუთარ თავს, არამედ უნდა შეასრულოთ კიდეც. ცხოვრება – ყოველთვის ნათელი, მზიანი და მშვიდი ნამდვილად არ არის, პირიქით, ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია. ამიტომ,

Print Friendly, PDF & Email

შინაგანი რწმენა თუ არ გექნება, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის

ადამიანებს ყოველთვის არ სურთ სამოტივაციო სიტყვების მოსმენა.ზოგჯერ  წუწუნი და უიმედობა ყველაფერს ურჩევნიათ. თავს კომფორტულად  გრძნობენ თუ პლედში გაეხვევიან და უიმედო ფიქრებს მიეცემიან, მაგრამ თუ გიფიქრია, რამდენი ხნით  გაქვს  უფლება,ასე მოექცე

Print Friendly, PDF & Email

კენ სანდჰეიმი: საუკეთესო ბოსის 5 ნიშანი

კარგი ხელმძღვანელი — წარმატების საწინდარია, თავის მხრივ კი KAS Placement-ის CEO და Forbes-ის, Chicago Tribune-ის, AOL-ის, Business Insider-ის და Huffington Post-ის ავტორი კენ სანდჰეიმი გვიზიარებს თავის ხედვებს იდეალური «გემის კაპიტნის»

Print Friendly, PDF & Email