როგორ დავისახოთ მიზანი სწორად

როგორ დავისახოთ მიზანი სწორად

ეს სტატია ეძღვნება მიზნების სწორად დასახვის სტრატეგიას და მათ გარანტირებულად შესრულებას. 

რაც უფრო ღრმაა ჭეშმარიტება, მით უფრო მარტივია ის. მიზნის გაგების გარშემო არსებული სულელური შეგონებებისგან თუ გავთავისუფლდებით, შესაძლებელი გახდება ყველაფერს ერთ ფორმულაში მოვუყაროთ თავი.

იმისათვის რომ მიიღოთ შედეგი:

1. დაისახეთ მიზანი სწორად
2. აკეთეთ მანამ, სანამ არ გამოგივათ

ყველაფერი მარტივია. მაგრამ არის ნიუანსები. სოწრედ ისინი შეადგენენ სწავლის არსს.
შედეგი მიიღება მხოლოდ სწორად დასახული მიზნით და მისი მიღწევის უწყვეტი მცდელობით.

დავიწყოთ შედეგით:
მიზანი – ეს არის შედეგის ფორმულირება. რაშია მიზნების უმეტესობის პრობლემა? იმაში, რომ არსად არ მივყავართ, თავის ფორმულირებაშიც კი.

რისთვის არის საჭირო მიზანი?
ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ კბილების გახეხვა გვჭირდება? უბრალოდ მივდივართ და ვაკეთებთ ამას.

სიტყვა «მიზანი» ჩვენი მხრიდან გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა რაღაცის შესრულება ამრტივი არ არის. როცა მიზნის მიღწევა ჩვენგან მობილიზებას მოითხოვს, როცა ჩვენ სულ სხვანაირი ადამიანი უნდა გავხდეთ იმისათვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.

რა საჭიროა მიზანი? იმისათვის, რომ შეასრულოთ ის, რისი შესრულებაც ჩვეულებრივ მდგომარეობაშ არ შეგიძლიათ. თქვენ ხომ არასოდეს ამბობთ, რომ მიზნად გაქვთ დასახული წვენი დალიოთ? უბრალოდ ისხამთ წვენს და სვამთ.

ზუსტად ასე, ისევე როგორც ბევრი სხვა «მიზნები», შესაძლებელია დაისახოთ კონკრეტუი საქმის შესრულება და შეუდგეთ ამ მიზნის მიღწევისთვის საჭირო საქმიანობას.

როდის აქვს აზრი მიზნის დასახვას?
ყოველდღიური საქმიანობა დასახულ მიზნამდე ვერ მიგიყვანთ. ამიტომ, საჭიროა სულიერი სიმხნევე გამოიჩინოთ, დაისახოთ კონკრეტული მიზანი და იმუშაოთ მისი მიღწევისთვის.

მიზანი – ფიცივით არის.

თქვენ ისახავთ მას მაშინ, როცა გინდათ შეიცვალოთ. როცა მიზანზე საუბრობთ გაცნობიერების რეჟიმს რთავთ.

როცა ამბობთ სიტყვას «მიზანი», ამით ფაქტიურად მონიშვნას აკეთებთ gps ნავიგატორზე. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ განსაზღვროთ უახლოვდებით თუ შორდებით მას.

დაისახეთ მიზანი სწორად

  1. მიზნის დასახვისას უნდა გწამდეთ, რომ მას მიაღწევთ.
  2. მიზნის დასახვისას უნდა გამოყოთ დრო და ენერგია მის მისაღწევად.
  3. მიზანი უნდა იყოს მოკლევადნიანი, ორი თქვე ან წერთ წელი – და აკეთოთ ყველაფერი მანამ, სანამმას არ მიაღწევთ.
  4. დასახული მიზანი უნდა იყოს თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ავტომატურად და მობილიზების გარეშე არაფერი გამოვა.

ორმაგი ბონუსი
საიდან გროვდება ზედმეტი და უსარგებლო საკითხები მიზნის გარშემო? მოუსმინეთ ადამიანებს, თუ რა რაკურსში საუბრობენ ისინი მიზნების შესახებ. ჰკითხეთ მათ რას ფიქრობენ მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით. ყველას ესმის, რომ მიზანი მნიშვნელოვანია, რადგან ის აუცილებელია ადამიანის პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის.

რატომ გადავწყვიტეთ ამ სტატიაში სწორად დასახულ მიზნებზე გვესაუბრა? რა ხდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როცა ადამიანი ინტუიციურად ხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს? როცა ადამიანს უნდა, რომ მიიღოს ის შედეგი, რომელსაც ავტოპილოტზე საკითხის გადართვით ვერასოდეს მიიღებს და როცა სადღაც წიგნებში ის კითხულობს მიზნის, როგორც ინტელექტუალური ინსტრუმენტის შესახებ ათას მოსაზრებას.

ამის შემდეგ, ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას დაისახოს მიზანი. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამას არასწორად აკეთებს. ტიპიური მაგალითი ამისა არის სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების მიზნად დასახვა. ლოგიკურია, რომ ადამიანი ვერ ახერხებს ამის შესრულებას და მოწევას თავს ვერ ანებებს. შესაბამისად ვერ აღწევს შედეგს. აქედან გამომდინარე, მას იმედგაცრუება აქვს და რწმენას კარგავს მიზნის კონცეპტის მიმართ. ამ მომენტიდან მისთვის ეს სიტყვა უფასურდება.

ჩვენ მოგიყვებით როგორ უნდა დაისახოთ მიზანი სწორად
მიზნის სისწორის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის მისი შესრულების ფაქტი. თუ მიზანი შესრულებული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არასწორად იყო დასახული. შესაძლოა თქვენი უარყოთ, რომ ზარმაცი ხართ, ან უბრალოდ არაფერი არ გააკეთეთ ამ მიზნის მისაღწევად, მიზანიც არასოწრად დაისახეთ და შესაბამისად შედეგზეც ვერ გახვედით.

თუ მიზნები განთებთ, ესეიგი ეს ვიღაცას ნამდვილად სჭირდება. რა შეიძლება მოგვცეს სწორად დასახულმა მიზანმა? უფრო სწორად გაცნობიერებულმა მიზანმა? 

რა რჩება საბოლოოდ მიზნისგან? სიტყვები იკარგება, ჩანაწერებიც ქრება. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მიზანი არაფერია გარდა აზრობრივი კონსტრუქციისა. მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია მიზნის გადარჩენა – ეს არის ენერგია.

განთებთ თუ არა მიზანი, რომელიც დაისახეთ? ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია თუ გულახდილი იქნებით საკუთარ თავთან. თუ მიზანი გაცნობიერებული არ გაქვთ კარგად, შეიძლება თავიდან ცოტა აენთოთ, მაგრამ ცეცხლი მალევე ჩაქვრება. იმის მცდელობა, რომ რაღაც გინდათ, ყველაზე საშინელი რამ არის, რაც თქვენმა ტვინმა შეიძლება დამართოს თქვენს სხეულს.

გიგრძვნიათ ოდესმე ჟრუანტელი იმის გამო, თუ რა იქნება, როცა ჩანაფიქრი განხორციელდება? გახსოვთ როგორ შეიძინეთ პირველი მანქანა? გახსოვთ როგორ ვერ იძინებდით ახალი წლის ან დაბადების დღის წინა ღამეს, როცა პატარა ბავშვი იყავით? ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ენერგიაზე, რომლის არევა სხვა რამეში შეუძლებელია. სწორედ ეს ენერგია არის ის რესურსი, რომელიც გვეხმარება ჩანაფიქრისა და მიზნების რეალიზებაში, უფრო სწორად სწორი მიზნის დასახვაში. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის დასახვას აზრი არ აქვს.

მიზნობრივი იმპოტენციაა, როცა ადამიანს არანაირი მიზანი, არაფერი არ ანთებს შინაგანად. ზოგიერთი ამაყობს კიდეც თავისი მიზნობრივი ასკეტიზმით.

სინამდვილეში აქ საამაყო არაფერია. ეს ასკეტიზმი კი არა, ისეთი მოქალაქის დიაგნოზია, რომელსაც არაფრის კეთება არ შეუძლია და პირდაპირ სახეზე აწერია «მიზნობრივი იმპოტენცია».

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიო ფსიქოლოგებისგან – მიყევი მათ და იყავი წარმატებული!

1. განავითარე შენში იმ საქმისადმი სიყვარულის გრძნობა, რომელსაც აკეთებ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2. გამოცდებისთვის მოემზადე გონებრივად და ფიზიკურად. შეეცადე ჯანმრთელი იყო სულით და სხეულით. თუ არ იცი

Print Friendly, PDF & Email

10 მეთოდი სამუშაო დღის დაგეგმვის გასაუმჯობესებლად

1. გააკეთეთ ჩანაწერები: ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ. აწარმოეთ ყოველდღიური ბლოკნოტი, თუ ჯერ არ გაქვთ. უმჯობესია საშუალო ზომის, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, უბრალო თეთრი ფურცლებით, რადგან ის არ გზღუდავთ გამოყოფილი გრაფებით და უჯრებით,

Print Friendly, PDF & Email

Subway-ს დამფუძნებლის 8 რჩევა

Subway-ს დამფუძნებლის 8 რჩევა ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით ფრედ დე ლუკამ პირველი სასაუზმე Subway 17 წლის ასაკში გახსნა და მას შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. 1. საჭირო არ არის იყო ორიგინალური საკუთარი

Print Friendly, PDF & Email

წარმატების კიბე – განვითარების პრინციპები

თუ თქვენ ოდნავ მაინც იცნობთ თვითგანვითარების პრინციპებს დაეთანხმებით მოსაზრებას, რომ წარმატების მიღწევა თითოეული საფეხურის გავლით ხდება, რომ უცებ ვერავინ მიაღწევს წარმატებას და საჭიროა განვითარების ეტაპობრივი გავლა. ბედნიერებისა და წარმატებისკენ მოკლე

Print Friendly, PDF & Email

ამუშავდა მსოფლიოში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური

მზის ენერგია ღამითაც? ეს კაცობრიობის ახალი ერის დასაწყისია. კალიფორნიის რევოლუციური გეგმა – 33% მზისა და ქარის ენერგიიდან უკვე 5 წელში! შტატი უდიდესი ტემპებით აგრძელებს ალტერნატიული ელექტროენერგიის სიმძლავრეების დაგროვებას და ცდილობს

Print Friendly, PDF & Email

ცნობილი აფერისტის ბერნი მეიდოფის 10 სამართლიანი წესი

ბერნარდ მეიდოფი — ამერიკელი ბიზნესმენი, საფონდო ბირჟის NASDAQ-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი. 1960 წელს, მან უოლ-სთრითზე დააფუძნა ფირმა «Bernard L. Madoff Investment Securities LLC» და მისი ხელმძღვანელი იყო 2008 წლის 11 დეკემბრამდე, მანამ,

Print Friendly, PDF & Email