როგორ დავიჭიროთ წარმატება „კუდით“?

როგორ დავიჭიროთ წარმატება „კუდით“?

ნამდვილად საჭიროა წარმატების დაჭერა? თუ ის შემთხვევით მოდის ჩვენთან? არსებობს თუ არა რაიმე საშუალება იმისა, რომ წარმატება „შემოვიტყუოთ“ ჩვენს ცხოვრებაში? ამ სტატიაში ერთად განვიხილავთ 6 ფაქტორს, რომლებიც წარმატებასთან შეხვედრას თითქმის გარდაუვალს ხდის. შეხვდით! აი ისინიც:

1. სიცხადე
სიცხადე ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად იცით რა გინდათ. სიცხადე არის წარმატების 80% და გამართლების ყველაზე მთავარი ფაქტორი. ყველა წარმატებულ ადამიანს აბსოლიტურად გარკვევით აქვს წარმოდგენილი რა უნდა და რისი გაკეთება სჭირდებათ, რომ სასურველი მიიღონ.

წარუმატებელ, უშედეგო ადამიანს ძალიან გაურკვეველი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა უნდა ცხოვრებაში.

2. საქმიანობა
საქმიანობა ვლინდება საქმის რაოდენობაში, რომლებსაც თქვენ ასრულებთ. როცა ბევრ საქმეს აკეთებთ, იზრდება ალბათობა იმისა, რომ მათ ნაწილს ბოლომდე შეასრულებთ, ზუსტ დროს და სწორი მიმართულებით.

მაგალითად: თუ თქვენ ბურთს კალათში ისვრით ძალიან ბევრჯერ, იზრდება იმისა ალბათობა, რომ ის კალათში ჩავარდება.

3. ენერგეტიკა
ენერგია წარმატების გასაღებია. როცა ხედავ რამდენ რამეს ასწრებენ წარმატებული ადამიანები, გეჩვენება, რომ მათ გაცილებით მეტი ენერგია აქვთ, ვიდრე სხვებს. პრაქტიკულად ყველა წარმატებული ადამიანი დილით ადრე დგება. ისინი დღის მანძილზე მეტს მუშაობენ, საღამოს საათებშიც კი. ამასთან, მათ ჰყოფნით ენერგია სწავლისთვისაც. ისინი დროს ხარჯავენ პიროვნული, საკუთარი ბიზნესის და კარიერული განვითარებისთვის.

პროფესორ თომას სტენლის გამოკვლევის შედეგად, რომელმაც თავის გუნდთან ერთად გამოკითხა 2500 მილიონერი, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 84%-ი მილიონერი გახდა დისციპლინისა და დაუღალავი შრომის წყალობით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ცხოვრების მანძილზე ისინი მზად იყვნენ უფრო მეტი და უფრო დიდხანს ემუშავათ, ვიდრე მათ გარშემო მყოფ ადამიანებს.

4. პიროვნება
ადამიანის პიროვნებას ასევე წარმატების ფაქტორად ასახელებენ. ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს საერთო მახასიათებელი. ისინი, როგორც წესი, პოზიტიური და ოპტიმისტურები არიან. მათ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა სხვა ადამიანებთან. მათ დიდი რაოდენობით მეგობრები და ნაცნობები ჰყავთ სხვადასხვა სფეროში.

5. პატიოსნება
პატიოსნება და წესიერება წარმოადგენს ცხოვრებაში და ბიზნესში ყველაზე საჭირო და მოთხოვნად თვისებას. დაგვეთანხმეთ, რომ ყელას გვინდა ისეთ ადამიანებთან მეგობრობა და საქმის დაჭერა, ვისაც ვენდობით.

6. შეუპოვრობა
შეუპოვრობა ეს არის თვისება, რომელიც განასხვავებს წარმატებულ ადამიანს სხვებისგან. როცა თქვენ შეუპოვარი ხართ, მზად ხართ აკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ. თქვენ არ გადაუხვევთ გზიდან და არ შეჩერდებით, როცა სხვები დაიღლებიან და დანებდებიან. თქვენ შეგეძლებათ იმუშაოთ მეტი და მოძებნოთ სხვადასხვა გზები საკითხის გადასაჭრელად. თქვენ ისწავლით, რომ შეიძინოთ მიზნების მისაღწევად საჭირო აუცილებელი უნარები. თქვენ წაიკითხავთ ბევრ წიგნს, მოისმენთ სემინარებს, დაესწრებით ტრენინგებს მანამ, სანამ არ მიიღებთ იმას, რაც ჩაიფიქრეთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like