4 გზა, როგორ დავაბალანსოთ სამსახურის და ცხოვრების პრიორიტეტები

4 გზა, როგორ დავაბალანსოთ სამსახურის და ცხოვრების პრიორიტეტები

ადამიანთა უმეტესობა მუდმივად ვცდილობთ გავაკეთოთ უფრო მეტი და  სწრაფად და ამასთან ერთად შევძლოთ განტვირთვა და ნორმალურად დასვენება. თუმცა ყველას მოგვეხსენება, რომ  დღევანდელ გიჟურ ცხოვრების რიტმში, ეს არც ისე ადვილია. ფაქტია, ყველას სურს იცოდეს როგორ უნდა განსაზღვრონ სწორად პრიორიტეტები და მართონ საკუთარი საქმეები, თუმცა მათ ასევე სურთ, ამის სწავლაშიც დროც მინიმალური დახარჯონ.

შესაბამისად, მოცემულ სტატიაში შემოთავაზებული 4 რეკომენდაცია დაგეხმარებათ სულ რამდენიმე წუთში  გაანალიზოთ, როგორ უნდა დაუბალანსოთ მუშაობა და ცხოვრება ერთმანეთს.

1. ეცადეთ დაიწყოთ ახლავე  _ ნებისმიერ რჩევას, რომელსაც ამოიკითხავთ და ფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნებოდა გასათვალისწინებლად, ნუ გადადებთ ხვალისთვის. გამოიწვიეთ დაკუთარი თავი და ისარგებლეთ მოცემული რჩევით დღესვე. შეიძლება რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

2. დაგეიგეგმეთ იდეალური კვირა  _  როცა საუბარია ცხოვრების და სამსახურის ჰარმონიზაციაზე, ეს გულისხმობს რომ როცა თქვენს კალენდარს უყურებთ, ის არ უნდა გსტრესავდეთ. რთულია ყოველი ახალი დღე იყოს საინტერესო თავგადასავალი მაგრამ თუ ეცდებით ყოველ დილა-საღამოს სასიამოვნო აქტივობები დაგეგმოთ საყვარელ ადამიანთან ერთად, იგრძნობთ რომ ცხოვრების ხარისხი და თქვენი პროდუქტიულობა ორმაგად გაიზრდება.  თუ მოცემული რჩევა რთულად გეჩვენებათ, წარმოიდგინეთ რა რთული იქნება როცა ცხოვრება გვატარებს თავის ჭკუაზე.

შეცვალეთ თქვენი კალენდარი და ნუ მოერიდებით დიდ ცვლილებს. დაგეგმეთ თქვენი იდეალური კვირა, მაშინაც კი თუ იცით, რომ ყოველ საღამოს საყვარელ კაფეში ვერ წახვალთ ან თუ ყოველ დილით ვერ ივარჯიშებთ. ვწერთ იდეალურ კვირას და არაუშავს თუ გარკვეული მოქმედებები ამ ეტაპზე გამოგონილი იქნება.

3. ნუ დაისახავთ პრიორიტეტებს მხოლოდ თქვენი შეხედულებების გათვალისწინებთ  _  გაითვალისწინეთ, გარკვეული პასუხისმგებლობები გაქვთ როგორც ოჯახის წევრებთან ასევე სამსახურში უფროსთან და კოლეგებთან. იმისათვის, რომ საერთო ჯამში სამსახურის და ცხოვრების პრიორიტეტები დააბალანსოთ, ჯერ თითოეულ სფეროში უნდა გაარკვიოთ რა მთავარი ვალდებულებები გაქვთ შესასრულებელი. ჩვენ სოციალური პიროვნებები ვართ და ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის სხვადასხვა ადამიანებთან არის დაკავშირებული. ამიტომ კომუნიკაციის მეშვეობით ჩვენს უფროსთან  გავარკვიოთ რომელი საქმიანობის შესრულებაა პრიორიტეტული და რომელი ნაკლებად. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ რა მთავარი ვალდებულებები გვაკისრია ოჯახში და ამ მიმართულებით ყოველთვის რეალობასთან  შესაბამისი გეგმები დავაწყოთ.

4. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გულის ხმას, თქვენს მოწოდებას  _ როდესაც ადამიანები წლების მანძილზე იტანჯებიან რთული და სტრესული სამსახურით ან ცხოვრებით, მათ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: ”ეს არის ის, რაც ნამდვილად მინდა ვაკეთო? მინდა ასე გავაგრძელო ცხოვრება”? 

გამოტყდით, თუ თქვენ წლებია აკეთებთ საქმეს მხოლოდ ვალდებულებების გამო და ეს გტანჯავთ, გეტყვით რომ ვერასოდეს მიაღწევთ ჰარმონიას ვერც ცხოვრებაში და ვერ სამსახურში. გამოსავალი არსებობს და ეს სწორედ ის დროა, როცა რადიკალური ცვლილებები უნდა დაიწყოთ. მართალია რთულია უცებ შეცვალოთ სამსახური და ცხოვრების სტილი, მაგრამ მარტივია მიიღო გადაწყვეტილება დღესვე და მტკიცედ დაპირდე საკუთარ თავს: ან ყველაფერს ტოვებ უცვლელად, ან იწყებ ცვლილებებს ახლავე, თუნდაც აზროვნების შეცვლიდან. 

მართალია ამ რჩევების გათავისებას თავდაპირველად ექნება გამოსაფხიზლებელი ეფექტი, თუმცა უმჯობესია თვალი გაუსწოროთ თქვენს რეალურ ცხოვრებას და მოცემული რჩევების გათვალისწინებით შეძლოთ ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, საიდანაც დასვენებლად გაქცევა აღარ მოგიდნებათ.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 74 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საპიოსექსუალი

ვინ არიან საპიოსექსუალები და რისგან შეუძლიათ მათ ინტელექტუალური ორგაზმი განიცადონ? თუ შენ ჭკუას ადამიანის ყველაზე სექსუალურ შტრიხად მიიჩნევ, თუ ინტელექტუალური საუბრები მეტად გიზიდავს, ვიდრე დაკუნთული სხეულით თავმომწონე უშინაარსო თავცარიელი ტიპები,

როგორ ვიპოვოთ სამსახური ერთ დღეში?

ვფიქრობ სტატიის სათაური ძალიან საინტერესო ჩანს და რადგან ის სამსახურის ძებნის რეალურ ამბავს უკავშირდება ჩემი სტატია უამრავ მოწონებას დაიმსახურებს და მეც კმაყოფილი დავრჩები, როგორც ის ქალბატონი, რომელმაც საქართველოში ზუსტად ერთ

ერიხ ფრომი: ადამიანების უბედობა – მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია

წარმოგიდგენთ გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის, ერიხ ფრომის 30 ციტატას, რომლებიც ჩუქნიან ცხოვრებას, პასუხობენ ადამიანისთვის ყველაზე რთულ კითხვებს. მისი აზრები არავის დატოვებს გულგრილს: 
1. ადამიანის მთავარი ცხოვრებისეული ამოცანა – ეს არის

სანამ რაიმე ახალს დაიწყებთ, საჭიროა ძველის კეთების შეწყვეტა

გთავაზობთ 14 მაგალითს, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ: 1. შეწყვიტეთ შთაბეჭდილებების ნაცვლად ნივთებზე ხარჯვა მართალია კარგია როცა ლამაზი ტანსაცმელი და ძვირფასი აქსესუარები გაქვს, ზოგჯერ ეს გვეხმარება თავი უფრო მიმზიდველად ვიგრძნოთ,

მსოფლიოს 6 ყველაზე ძუნწი მილიონერი

მილიონერებს შორის, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელბიც არ ფლანგავენ დაგროვილ ქონებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში ზუსტად ისე იქცევიან და იმ ხარჯებს ეწევიან, როგორც უმეტესობა ჩვენგანი. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მილიონერების მხრიდან

მშობლების 7 შეცდომა, რომლებიც ხელს უშლის შვილებს ლიდერებად გაიზარდონ

როგორ ანგრევენ მშობლები შვილების მომავალს და როგორ უნდა შეწყვიტონ ამის კეთება. ლიდერობის ექსპერტმა და ფსიქოლოგიური ბესტსელერების ავტორმა ტიმ ელმორმა თავისი კვლევების დროს გამოავლინა მშობლების ტიპიური შეცდომები, რომლებიც წინასწარ ახდენენ ბავშვებიში