როგორ ცვლის დრო მეგობრობას?

როგორ ცვლის დრო მეგობრობას?

სამსახურით, რომ ცხოვრება არ იწყება და არ მთავრდება ეს ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ…არსებობენ ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებიც სამსახურის მიღმა ცხოვრებას და ადამიანებს სამწუხაროდ ვეღარ ამჩნევენ.

არადა ხშირია, რომ კოლეგები, ჩვენი საუკეთესო მეგობრები და ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი გამხდარან. დაკვირვებიხართ ამ დროს, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხობრებაში თითქოს და თითქოს არსაიდან მოსული ადამიანები? მე ხშირად.

თუმცა….

ასეთი ადამიანები მცირე ნაწილია მათ შორის, რომლებისთვისაც მეგობრობის დეფინიცია ძალიან შორსაა და მე მათ მედროვეებს ვუწოდებ, მედროვე ადამიანებს.

ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საჭიროებებიდამ გამომდინარე გვემეგობრებიან ან სარგებლობენ ჩვენი დახმარებით. მაგრამ როგორც კი სამსახურებრივი გზები იყოფა და მათთვის საჭირო აღარ აღმოვჩნდებით, სამწუხაროდ საკმარისი მიზეზი ხდება ეს, რომ ძველი არ არსებული ‘’მეგობრობა’’ მაშინვე დასრულედეს.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ დღესდღეისობით, ეს აღარ უნდა გამიკვიდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, როცა უკან იყურები და აცნობიერებ, რომ რამდენი სიტყვა გაქვს ნათქვამი მათთვის, ვისთვისაც თურმე არაფერი არ უნდა გეთქვა….საერთოდ! რთულია როცა ადამიანებს ნდობას გამოუცხადებ, გვერდით დაუდგები, გულწრფელობას აირჩევ პირფერობის ნაცვლად, მეგობრად ჩათვლი და როგორც კი მათთვის საჭირო რესურსი აღარ ხარ, ამ დროს იმსხვრევა მათი ყალბი მეგობრობის ნიღბები….და ხედავ მათ რეალურ სახეს. რეალობა გაჩვენებს, რომ ისინი მედროვეები ყოფილან.

მათი რეალურად გაცნობის შემდეგ ხვდები, რომ მათში იკვეთება კიდევ ერთი, საინტერესო თვისება, ზედ გადავლის თვისება! ანუ ყველას და ყველაფერს რომ შეუძლიათ სინდისის გარეშე გადაუარონ, რათა სხვებზე ‘’ჭკვიანების’’ და ‘’გამორჩეულის’’ რეპუტაცია შეიქმნან საზოგადოების თვალში. მომენტი, როცა ოღონდ ”რეპუტაცია”  შეინარჩუნონ და ყველას, რომ გადაუვლიან… ასჯერ, ათასჯერ…. რა მნიშვნელობა აქვს რა გზით.. ასეთი ადამიანები, საკუთარი თავის გარდა სხვებს არვის აღიარებენ და ამ დროს ისიც ავიწყდებათ, რომ ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტი, ყოველთვის ბრილიანტად რჩება, ხოლო ცამდე ასული მტვერი ისევ ისეთი მტვერია…! ავიწყდებათ, რომ ცხოვრებას ბუმერანგის პრიციპი მართავს და ადრე თუ გვიან გაცემული ნებისმიერი საქციელი უკან გაასმაგებულად გვიბრუნდება.

მოდით, ცხოვრების ყველა გაკვეთილსა და ადამიანებში დავინახოთ პოზიტიური მხარე. თუ დავაკვირდებით ამ ადამიანების კატეგორიას, მედროვეებს და ყველაფერზე წამსვლელებს, ისინი არიან საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ჩვენ არასოდეს. თუ გვინდა, რომ ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გვემაყობოდეს საკუთარი საქციელის და ვიყოთ სამართლიენები სხვების წინაშე. თუ გვინდა, რომ ქუჩაში ვინმეს დანახვის არ შეგვრცხვეს, ჩვენი წარსული საქციელით, მაშინ დავრჩეთ ყოველთვის ისეთ ადამიანებად, რომელებსაც ნამდვილი მეგობრობა, სამართლიანობა და ღირსება ყველაზე პრიორიტეტეულია.

ხოლო, იმ ადამიანებს, ვინც მედროვეების კატეგორიაში ამოიცნობს საკუთარ თავს, უბრალოდ შევახსენებ ყველასათვის ცნობილ ფრაზას: ”არავინ იცის დრო ვის რად აქცევს, დრონი მეფობენ და არა მეფენი.”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რით ვიმსახურებთ უკეთეს ცხოვრებას?

ჩვენი ცხოვრების ღერძი ვართ ჩვენ! თავად! დიახ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების ღერძიც, სტიმულიც და მისაღწევი და მიღწეული მიზანიც. არც ქალი და არც კაცი, სქესი არ წყვეტს სრულებით არაფერს.

Print Friendly, PDF & Email

10 ფრაზა პროდუქტის გაყიდვისთვის

ამ ფრაზების საკუთარ საიტებზე, ლენდინგზე, წერილებსა და მოლაპარაკებებზე გამოყენებით, თქვენ პოტენციურ დამკვეთს გარიგების დადებისკენ უბიძგებთ.  1. არ გავალდებულებთ  მაგალითად: «ეს თქვენ არაფერს არ გავალდებულებთ». 2. თანხის დაბრუნების გარანტია  თუ დარწმუნებული

Print Friendly, PDF & Email

ამოვიცნოთ საკუთარი თავი ადამიანის ხუთ ტიპში, პიროვნული განვითარების დონით

0. ნული. თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი დონე. იციან როგორ უნდა და როგორ არ უნდა იცხოვრონ. ამბობენ, რომ მათთვის სულერთია საზოგადოებრივი აზრი, თუმცა მაქსიმალურად დამოკიდებულნი არიან ამ აზრზე. ცდილობენ სხვის თვალში გამოჩნდნენ

Print Friendly, PDF & Email

სოფი ლორენის ახალი როლი DOLCE&GABBANA-თვის

ახალ კომერციული «მოკლემეტრაჟიან» ფილმ-რეკლამაში სოფი ლორენი ითამაშებს დიდი სიცილიური ოჯახის დედის როლს. ხუთ ულამაზეს ვაჟთან ერთად ის აღადგენს Valguarnera-ს ოჯახურ მამულს. ვიდეო-რგოლში მსახიობი ხერხავს ხმელ ტოტებს, ლესავს, ხელმძღვანელობს სახურავის შეკეთების

Print Friendly, PDF & Email

როგორ გააუმჯობესოთ ბიზნესი იმით, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ

1. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას აკეთბს თქვენი იდეალური კონკურენტი ისეთს, რასაც თქვენ არ აკეთბთ? კონკრეტულად რა უწყობს ხელს  მის კომპანიას იყოს კლიენტებისთვის, პარტნიორებისთვის, ინვესტორებისთვის მიმზიდველი? კონკრეტულად რომელ მმართველობით და მარკეტინგულ

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა

მიხაილ ლიტვაკი (Mikhail Litvak) – ექიმი-ფსიქოლოგი და საერთაშორისო დონის ყველაზე აღიარებული ფსიქოლოგი. მან პირველმა შეიმუშავა კონფლიქტების გადაწყვეტის სისტემა „ფსიქოლოგიური აიკიდო“ და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ

Print Friendly, PDF & Email