როგორ აზროვნებენ და იქცევიან მილიონერები
1628 Views

როგორ აზროვნებენ და იქცევიან მილიონერები

1. სურვილი
ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება გინდოდეთ, მაგრამ თქვენ ეს ძალიან უნდა ისურვოთ, რომ გაგიჩნდეთ ყველაფრის მიღწევის შანსი. ბევრი ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი, არის ის, რომ მათ არ აქვთ საკმარისად ძლიერი სურვილი საკუთარი ამბიციების მისაღწევად.

2. მიზანი
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამბიციები, ვერ შეძლებთ წარმატების მიღწევას მანამ, სანამ მიზანი არ გექნებათ.

3. ენერგია
საკმარისია გქონდეთ სურვილი და მიზანი. თქვენ ასევე უნდა გქონდეთ აუცილებელი რაოდენობის მენტალური და ფსიქიკური ენერგია.

4. სამოქმედო გეგმა
ყველა მილიონერს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მიყვებიან.

5. შემოქმედება
შემოქმედება ეს არის შესაძლებლობა შეიმუშაო ახალი და უკეთესი რამ. იმისათვის, რომ იყოთ შემოქმედებითი, უნდა გქონდეთ წარმოსახვა მტკიცე მიმღეობით, შიშის გარეშე.

6. რისკი

7. სხვა ადამიანების ფულის გამოყენება
სიმართლე იმაშია, რომ სიმდიდრის შესაქმნელად თქვენ გჭირდებათ ფული. მაგრამ ფული არ უნდა იყოს თქვენი! მდიდარ ადამიანებს ჩვევად აქვთ სხვისი ფულის გამოყენება სიმდიდრის შესაქმნელად.

8. გაძლიერება
გაძლიერება – კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება ყველა მდიდარი ადამიანის მიერ. აშშ-ს ერთ-ერთი მილიარდერი, ჯონ პოლ გეტი ამბობდა: „მე მირჩევნია გამოვიყენო 100 ადამიანის 1% ძალისხმევა, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის 100%“. ძალისხმევა – სწრაფი გამდიდრების ოქროს გასაღებია.

9. შეუპოვრობა
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისებაა, რომელიც მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ახასიათებთ. ისინი ძალიან შეუპოვრები არიან.

10. თვითდისციპლინა
მილიონერები და მილიარდერები – ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც უდიდესი თვითდისციპლინა აქვთ. თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავის მართვა. ამ ყველაფერში შედის თუ რას ჭამთ და სვამთ, რამდენი გძინავთ, რამდენ ფულს ხარჯავთ, რაზე ფიქრობთ და რისი გწამთ, რას ეუბნებით სხვა ადამიანებს.

11. იტრიალეთ სწორ წრეში
მდიდარი და ცნობილი ადამიანების ცხოვრების საიდუმლოების გასაგებად საუკეთესო საშუალებაა მათ წრეში ყოფნა და მათთან ურთიერთობა. შეისწავლეთ საუბარი, სიარულის მანერა და იმოქმედეთ ისე, როგორც ისინი მოქმედებენ. იარეთ რესტორნებში, სასტუმროებში, კლუბებში, სანაპიროზე, სადაც ისინი იმყოფებიან. იარეთ მათ წვეულებებზე, მონაწილეობა მიიღეთ იმავე ღონისძიებებში სადაც ისინი არიან და დაისვენეთ იქ, სადაც ისინი ისვენებენ. მდიდრებთან და ცნობილებთან ურთიერთობით თქვენ მიიღებთ ფასეულ ინფორმაციას და კარგ შესაძლებლობებს.

12. გადააკოპირეთ წარმატება
წაიკითხეთ მდიდარი და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფია, განსაკუთრებით მათი, ვინც მიაღწია იმ მიზნებს, რაც თქვენს წინაშე დგას. შეისწავლეთ როგორ გადააქციეს მათ საკუთარი ოცნება რეალობად. ისწავლეთ მათი წარმატების კოპირება. ისწავლეთ გამოიყენოთ მათი მიღწევები. ეს არის სიმდიდრისა და წარმატების ოქროს გასაღები.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like