როგორ ავირჩიოთ ბიზნესის ადგილმდებარეობა: 10 რჩევა

როგორ ავირჩიოთ ბიზნესის ადგილმდებარეობა: 10 რჩევა

რა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საკუთარი კომპანიის შესაქმნელად? რა დაეხმარება მას გადარჩეს პირველი სამი წლის მანძილზე? ამ სტატიაში მოყვანილია 10 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ახალი ოფისისთვის ადგილის შერჩევისას.

ბიზნესის წარმართვისთვის საოფისე სივრცის აღებამდე აუცილებელია თავში იმის ნათელი სურათის ფორმირება მოახდინოთ, რაც რეალურად გჭირდებათ, რა არ გაწყობთ კატეგორიულად და რამდენის გადახდისთვის ხართ მზად. ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემას გარკვეული დრო დასჭირდება და ეს პროცესი გარკვეულწილად ამაღელვებელი და ამასთანავე მომაბეზრებელი იქნება თქვენთვის. თუმცა, ამ საკითხისთვის საჭირო დროის დათმობა მაინც მოგიწევთ. ამ პროცესში დამწყებ ბიზნესმენებს შეუძლიათ მთელი რიგი შეცდომების გამოსწორება, თუმცა არა ლოკაციის შერჩევის გათვლა.

თქვენი ბიზნესისთვის ადგილის შერჩევას მიუდექით მკაცრად და თანმიმდევრულად შემდეგი 10 პუნქტის შესაბამისად:

1. მუშაობის სტილი
როგორ გეგმავთ თქვენი საქმიანობის წარმართვას? ფორმალურად თუ რეალურად? თუ არარეგულარულად? ადგილმდებარეობა უნდა ასახავდეს თქვენს სტილს და იმიჯს. თუ თქვენ გადაწყვიტეთ საცალო ვაჭრობაში მიიღოთ მონაწილეობა, დაფიქრდით რა უფრო შეგეფერებათ: ტრადიციული მაღაზია, კიოსკი სავაჭრო-გასართობ ცენტრში თუ მობილური წერტი ერთი ადგილიდან მეორეში გადასასვლელად?

2. დემოგრაფიული მონაცემები
ისეთ კრიტერიუმს, როგორიც არის დემოგრაფიული მონაცემები, შეიძლება მივუდგეთ ორმხრივად. პირველ რიგში დაფიქრდით, ვინ არიან თქვენი კლიენტები, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ადგილმდებარეობის სიახლოვე თვენი ბიზნესის გასავითარებლად. რითეილერებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ მომსახურებას, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვა კომპანიებისთვის ეს შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს. სამიზნე ბაზრის სოციალურ-დემოგრაფიული ანალიზით შესაძლოა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

შემდეგ საჭიროა ყურადღება მიექცეს საზოგადოებას. თუ თქვენი კლიენტების ბაზა ლოკალურია, ემთხვევა თუ არა მოსახლეობის დიდი ნაწილი თქვენი კლიენტების პროფილს? აქვს თუ არა ამ საზოგადოებას სტაბილური ეკონომიკურ ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ გამრემოს ბიზნესის განვითარებისთვის? ფრთხილად იყავით ე.წ. „ქომიუნითი“-სთან, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან არის დამოკიდებული გარკვეულ ინდუსტრიაზე, რამდენადაც ამ ინდუსტრიაში ვარდნა შეიძლება საშიში იყოს თქვენი ბიზნესისთვის.

ახლა იფიქრეთ მუშახელზე. რა უნარები გესაჭიროებათ? არსებობენ თუ არა შრომის ბაზარზე ადამიანები ასეთი უნარებით? აქვს თუ არა „ქომიუნითი“-ს რესურსი იმისათვის, რომ მოახდინოს მოთხოვნების დაკმაყოფილება? არის თუ არა ახლომახლო ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართი? შეძლებენ თუ არა თქვენი თანამშრომლები ისარგებლო მათთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურით?

3. გამავლობა
ბიზნესის უმეტესი სახეობებისთვის ფეხით მოსიარულეთა ნაკადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რომელიმე გამყიდველს ალბათ დამალვა არ მოუნდება ისეთ კუთხეში, სადაც მყიველები არ მიდიან. და პირიქით, თუ თქვენი კომპანია მოითხოვს გარკვეულ კონფიდენციალურობას, მაშინ თქვენ არ უნდა განთავსდეთ იქ, სადაც აქტიური ტრაფიკია.

თვალი ადევნეთ ტრაფიკს პოტენციური ლოკაციის ადგილას სხვადასხვა დროს და კვირის სხვადასხვა დღეებში, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ადგილს კარგი გამტარობა აქვს – ისეთი, როგორცი თქვენ გჭირდებათ.

4. მისადგომობა და პარკინგი
გადაამოწმეთ რამდენად ხელმისაწვდომია ადგილი ყველასთვის, ვინ იქნება მასთან დაკავშირებული. თუ თქვენ ხალხმრავალ და მოძრავ ქუჩაზე ხართ, მოსახერხებელია თუ არა თქვენამდე მანქანით მოსვლა? არის თუ არა პარკინგის ადგილი? მოსახერხებელია თუ არა ეს ადგილი შსმ-პირებისთვის? მოსახერხებელია თუ არა მომწოდებლებისა და დისტრიბუტორებისთვის? მცირე ზომის შეფუთვების მქონე კურიერებისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს სწრაფი შესვლა და გასვლა, სატვირთო კომპანიებს სჭირდებათ შესაბამისი გზები და სატვირთო პლატფორმები.

გაარკვიეთ როგორ ხდება შენობის მომსახურება დღისა და საათების მიხედვით. მუშაობს თუ არა გათბობა-გაგრილების სისტემები გამოსასვლელ დღეებსა და ღამის საათებში? თუ თქვენ გეგმავთ საოფისე შენობაში განთავსებას, გაარკვიეთ, როდის იკეტება შემოსასვლელი კარი. გექნებათ თუ არა შესაძლებლობა პირადად იქონიოთ კარის გასაღები? თუ თქვენ გამოსასვლელ დღეებსა და ღამის საათებში მუშაობას გეგმავთ, მსგავსი მომსახურების არმქონე, მაგრამ ლამაზი საოფისე შენობა თქვენთვის გამოუსადეგარი იქნება.

დაინტერესდით, არის თუ არა ახლოს დიდი და მოსახერხებელი პარკინგი კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის და რამდენად დატვირთულია ის. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ პარკინგი კარგ მდგომარეობაშია და კარგად ნათდება.

5. კონკურენტები
გაარკვიეთ სიახლოვეს არიან თუ არა თქვენი კონკურენტები? ზოგჯერ ეს კარგია იმ ინდუსტრიებში, სადაც პოპულარულია შედარებითი პროდუქტები. თქვენთან ასევე შეიძლება შემოიხედონ სხვების მყიდველებმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ რესტორნის ან გასართობი ზონის გვერდით ხართ. მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ კონკურენტი მეზობელი მხოლოდ გაართულებს თქვენს საქმიანობას, მაშინ მოძებნეთ სხვა ადგილი.

6. სიახლოვე  სხვა კომპანიებთან და მომსახურებებთან
გადაამოწმეთ რომელი კომპანიები და სერვისები არიან სიახლოვეს. რაიმე სარგებელის მიღება თუ შეგიძიათ ასეთი სამეზობლოსგან? გაარკვიეთ როგორ შეიძლება მათი გამოყენება თქვენი მუშაობის ხარისხის გაუმჯოებესებაში. არის თუ არა ახლომახლო კარგი კაფე, სადაც თქვენი თანამშრომლები ისადილებენ? საბავშვო ცენტრები ბავშვიანი თანამშრომლებისთვის? სხვადასხვა მარკეტები და მომსახურების გამწევი კომპანიები, რომელთა სერვისები გამოადგებათ თქვენს თანამშრომლებს?

7. ადგილის იმიჯი და ისტორია
რას გეუბნებათ მისამართი თქვენი კომპანიის შესახებ? თუ თქვენ მიმართული ხართ ლოკალურ ბაზარზე, მაშინ ადგილმდებარეობა უნდა გამოხატავდეს კომპანიის იმიჯს. კიდევ ერთი კარგი იდეა – ლოკაციის ისტორიის შემოწმება. გადაამოწმეთ, როგორ იცვლებოდა ის წლების მანძილზე.

გაარკვიეთ ინფორმაცია წინა მფლობელების შესახებ. ისეთ ადგილას რესტორნის გახსნა, სადაც დაიწვა უკვე 5 რესტორანი, უგუნურება იქნება. თუ წინა ბიზნესების მფლობელებს წარმატებები ჰქოდათ და კარგად მუშაობდნენ, მაშინ ეს კარგი ნიშანია, თუმცა მაინც დააზუსტეთ, კონკრეტულად რა საქმიანობით იყვნენ ისინი დაკავებულები.

8. შეზღუდვები
გაარკვიეთ შინაგანაწესის ან რაიმე სხვა სახის შეზღუდვების შესახებ საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე. გადაამოწმეთ ლოკაცია სამეზობლოს მხრივ, რომ არ იყოს ახლოს არასასურველი კომპანიები: სავარაუდოდ არ უნდა გაწყობდეთ, რომ საბავშვო ცენტრი თუ გაქვთ, გვერდით ალკოჰოლური სასმელების მაღაზია იყოს.

9. შენობის ინფრასტრუქტურა
ძველი შენობების უმრავლესობას არ აქვს სათანადო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ კომპანიის თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხოს. დარწმუნდით, რომ შენობაში ყველაფერი წესრიგშია ელექტროენერგიასთან, გაზთან, კონდიციონერებთან, ვენტილაციის სისტემასთან, ტელეკომუნიკაციასთან დაკავშირებით და გაითვალისწინეთ თქვენი მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნები. ცუდი არ იქნებოდა დამოუკიდებელი ინჟინრის მოწვევა შემოწმების და შეფასების მიზნით.

10. მომსახურება და სხვა ხარჯები
ქირის საფასურის დაფარვა უმთავრესი ხარჯი გახდება თქვენთვის. თუმცა სხვა ხარჯებსაც მიაქციეთ ყურადღება, რომლებიც შეიძლება არენდის ხელშეკრულებაში სულაც არ იყოს ჩართული. თუ ასე არ არის, მაშინ მომსახურე კომპანიას მოთხოვეთ გასული წლის ხარჯების ანგარიში. ასევე მოიკითხეთ მოითხოვს თუ არა სადაზღვევო დეპოზიტი სხვადასხვა მომსახურე კომპანიებს, ეს დაგეხმარებათ ბიუჯეტის დაგეგმვაში.

თუ თქვენთვის აუცილებელია დასუფთავების მომსახურება, გაარკვიეთ რა დაგიჯდებათ ის? პარკინგის საფასურის საკთხი და ა.შ. ყველა სხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი ხარჯი, რაც დაკავშირებულია ლოკაციასთან და საოფისე ფართთან და გაითვალისწინეთ ყველაფერი გადაწყვეტილების მიღებისას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

არასდროს უთხრა საკუთარ თავს, რომ ოცნება, რომელიც გიყვარდა აღარ გჭირდება

არსებობენ ადამიანები,რომლებთაც აქვთ ოცნებები და მიზნები. ბევრს ოცნებობენ და მთელ იმედებს ოცნებების ასრულებაში ხედავენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში არ ჰყოფნით გამბედაობა გადადგან ნაბიჯები ოცნებების ასასრულებლად, ან დგამენ კიდეც რამდენიმე ნაბიჯს მათკენ,

Print Friendly, PDF & Email

8 რჩევა დიდი გურუებისგან

1. უოსტონ უფროსი, IBM-ის დამფუძნებელი – იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ როგორც მის, ისე სხვა კომპანიაში ის გირჩევთ: «გააორმაგეთ შეცდომების რაოდენობა». 2. თომას ედისონი – როგორც ცნობილია, მან გამოიგონა ელექტრო ნათურა.

Print Friendly, PDF & Email

რატომ არის მოქმედება ფიქრზე უფრო მნიშვნელოვანი

ბლოგერი და მეწარმე თომას ოპონგი აქვეყნებს მამოტივირებელ სტატიას ყველასთვის, ვინც აგრძელებს ერთი ადგილის ტკეპნას და არ იწყებს მოქმედებას. B2P.GE გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს. წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა, თუ არაფერს მოიმოქმედებთ. ნუ

Print Friendly, PDF & Email

რჩევები მათთვის, ვისაც მუდმივად განვითარება სურს

მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა – ეს არის ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გამოსაშვები საღამოს შემდეგ არ სრულდება. ბევრი ადამიანი არ ჩერდება დიპლომის მიღების შემდეგ და განვითარებას აგრძელებს.

Print Friendly, PDF & Email

16 რჩევა, რომლებიც სხვა ადამიანებთან თქვენ ურთიერთობას გაამარტივებს!

1. ნუ იტყვით «მაგრამ», თქვით «და» მაგალითად: «ეს თქვენ კარგად გააკეთეთ და თუ თქვენ…» ნაცვლად: «დიახ, ეს კარგია, მაგრამ თქვენ…» რადგან «მაგრამ» აბათილებს ყველაფერს, რაც მანამდე იყო ნათქვამი. 2. ნუ

Print Friendly, PDF & Email

მილიონერების 13 ჩვევა, რომლებმაც ყველაფერს თავისით მიაღწიეს

თომას კარლი ხუთი წლის მანძილზე 177 სელფ-მეიდ მილიონერის ჩვევას სწავლობდა. მან სპეციალური ტერმინიც კი მოიგონა — «მდიდრების ჩვევები», რომელთა გარეშე შვიდნიშნა შემოსავლის მიღებას ვერასოდეს ვერ შეძლებთ, მიუხედავად საკუთარ განსაკუთრებულობაში რწმენის

Print Friendly, PDF & Email