როგორ ავიმაღლოთ ენერგეტიკული ვიბრაციები და გავხდეთ უფრო იღბლიანი?

როგორ ავიმაღლოთ ენერგეტიკული ვიბრაციები და გავხდეთ უფრო იღბლიანი?

იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში ის რაც გვინდა და თავი გავართვათ დასახულ ამოცანებს, შესაბამის ტალღაზე უნდა ავეწყოთ, გვირჩევენ ფსიქოლოგები.

ეს ტალღები კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და ყველას თავისი პროცენტული მაჩვენებელი აქვს – ანუ, ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნისას რამდენად გაქვს შანსი მოიზიდო სასურველი წარმატება, ამის შესახებ შემოთავაზებული შკალა მოგიყვება. ჩამოთვლილი განცდების გასწვრივ თქვენი ფიქრების მიზიდულობის სიხშირის აღმნიშვნელი ციფრია წარმოდგენილი.

გასხივოსნება 700-1000
სიმშვიდე 600
სიხარული 640
სიყვარული 500
გაცნობიერება 400
მიმღებლობა 350
მზაობა 310
ნეიტრალურობა 250
სიმამაცე 200
ამპარტავნება 175
ბრაზი 150
სურვილი 125
შიში 100
დარდი 75
აპათია 50
დანაშაულის განცდა 30
სირცხვილი 20

ალბათ შეგინიშნავთ რაღაც მისტიურად ბედ-იღბლიანი ადამიანები, რომლებსაც ყველაფერში უმართლებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სამსახურში და კარიერაში, იღბალიანი სოციალურ ურთიერთობები…

მათი ცხოვრება სავსეა ახალი შესაძლებლობებითა და წარმატებებით. არიან მუდამ ქარიზმატულები და მაგნიტურები. ალბათ გიჩნდებათ კითხვა თუ როგორ ვიყოთ ასეთი წარმატებული და იღბლიანი ადამიანი? პასუხი სწორედ ადამიანის ენერგეტიკული სიხშირის ვიბრაციებშია.

თითოეული ინდივიდი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე განსხვავებულ სიხშირეებზე ვიბრირებს და შესაბამისად განსხვავებულ აურას ასხივებს. ამას გარშემო ადამიანებიც გრძნობენ და ვიბრაციების მიხედვით აყალიბებენ ადამიანებთან ურთიერთობებს. მაგალითად ადამიანი რომელიც ვიბრირებს მაღალ სიხშირეზე (უფრო პოზიტიური, მაღალი სიხშირის ფიქრებითაა სავსე) ყველასათვის სასურველი მეგობარია და მაგნიტური აურა აქვთ, ხოლო ადამიანი რომელიც დაბალ სიხშირეზეა მომართული ყველას განიზიდავს მისი ჭარბი ნეგატივის გამო.

მიზიდულობის კანონის მიხედვით, სამყარო რეაგირებს ვიბრაციებზე და ადამიანს აძლევს უფრო მეტ იმ სიხშირის ენერგიებს, რასაც ის ასხივებს. სხვა სიტყვებით მსგავსი იზიდავს მსგავსს და პოზტიური ან ნეგატიური ვიბრაციებით ადამიანი თავის ცხოვრებისკენ მოიზიდავს, შესაბამისად, პოზიტიურ ან უარყოფით მოვლენებს.

იმისათვის, რომ საკუთარი ვიბრაციების სიხშირე აწიოთ და ცხოვრებას ახალი მიმართულება მისცეთ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული 10 რჩევა და თავადვე იგრძნობ ცვლილებას თვენში.

1.შეწყვიტეთ წუწუნი, დაიწყეთ მადლიერება. წუწუნი ჩვენს პირად ვიბრაციებს დაბლა წევს. დარდის (უარყოფითი) სიხშირეა 75 ხოლო, მადლიერების/მიმღებლობის 350. თავადვე ხედავთ როგორი განსხვავებაა.

2.ისწავლეთ შენდობა, პატიება. შენდობის უნარი საუკეთესო გზაა ვიბრაციის სიხშირის ასამაღლებლად. ეს არ არის მხოლოდ მენტალური ცნება, აზრი ან ფიქრი. მიტევება ეს არის ვრცელი ანალიტიკური პროცესი და ღრმა გაგება სხვების, რომელიც დიდი ყურადღებას, დროსა და მოთმინებას მოითხოვს. შენდობის სწავლისას ერთერთი უნიშვნელოვანი საკითხი ეს თვითშენდობაა. ეცადეთ პირველ რიგში საკუთარ თავს შეუნდოთ ყველაფერი, რაც ავტომატურად სხვებისთვის მიტევებას გაგიადვილებთ. ბრაზის (უარყოფითი) სიხშირე – 150 და ნეიტრალურობის 250.

3.მეტი დრო დაუთმეთ ბუნებაში ყოფნას. ბუნებაში ყოფნა და სხვადასხვა აქტივობები ახდენს თქვენს რელაქსაციას, აწყნარებს და ამშვიდებს ფიქრებს, აგავსებთ ენერგიით და დაგავიწყებთ სადარდებელს, შედეგად კი თქვენი ენერგია საგრძნობლად მაღალ სიხშირეზე იწყებს ფუნქციონირებას. სიმშვიდის სიხშირე 600.

4.გაეცით ბევრი პოზიტიური სიტყვები. სიტყვები, ისევე როგორც ფიქრები, ასხივებენ მათ შესაბამის ენერგიასა და ვიბრაციას, რაც თავის მხრივ აღძრავს შესაბამის რეაქციებს/ქმედებებს მატარებელში ან მიმღებში. სიტყვები ასევე უნიკალურად ძლიერი იარაღია საკუთარ თავში ენერგიების მიმართვის. ამიტომ აუცილებელია მათთან სიფრთხილე. ეცადეთ თავი აარიდოთ ჭორაობას, უარყოფით დიალოგებს რათა დაბალი ვიბრაციებისაგან თავი დავიცვათ. პოზიტივი და სიხარულის სიხშირე – 640.

5.შემოიკრიბეთ პოზიტიური ადამიანები. ალბათ გსმენიათ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საშუალო არეთმეთიკულს, იმ 5 ადამიანსას რომელთან ერთადაც ვატარებთ ყველაზე მეტ დროს. აუცილებლად გააკონტროლეთ გარემოცვა და შეცვალეთ თუ საჭიროა, რა თქმა უნდა თუ გსურთ ნებისმეირი სასიკეთო ცვლილება დაიწყოს სწრაფად. სიხარულის ვიბრაციის სიხშირე 640, სიყვარულის 500.

6.ხშირად უსმინეთ პოზიტიური მუსიკა/ხმები. მუსიკა საოცარი იარაღია ენერგეტიკული ვიბრაციის სიხშირის ასაწევად. ხშრად უსმინეთ სარელაქსაციო, სასიამოვნო მუსიკას, რომელიც თქვენში მხიარულ, პოზიტიურ, რელაქსაციურ მდგომარეობას აღძრავს. გაცნობიერების ვიბრაციის სიხშირე 400, სიმშვიდე 600.

7.სწორად შეარჩიეთ საკვები. ორგანული, ქორფა ხილი და ბოსტნეული აღმატებული ალტერნატივაა არამხოლოდ ვიბრაციის ასამაღლებლად, არამედ ზოგადად ჯანმრთელობისათვის. ჯანსაღი საკვებით მიღებული ენერგეტიკული ვიბრაცია შეგვიძლია შევადაროთ მიმღებლობის ვიბრაციის სიხშირეს 350 და სიხარულს სიხშირე 640.

8.დაიტვირთეთ თავი ფიზიკურად. ის არა მარტო სხეულ რგებს, ის ასევე ეფექტურია მენტალური და ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე ვიბრაციის ასამაღლებლად, ვინაიდან ხდება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნა და განწყობის გაუმჯობესება. შედეგად, თქვენი ერეგეტიკული ვიბრაციები იზრდება: გაცნობიერება 400, მიმღებლობა 350, სიხარული 640.

9.იჰყევით მედიტაციას! რომელიც საუკეთესო გზაა თქვენი თავის შესაცნობად, თვენს ფიქრებზე, რწმენებზე, აზრებზე და ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლების გზით. სადმე მშვიდ ადგილზე განმარტოვებას, მოხერხებულ პოზაში მოკალათებას და თავიდან ყველა ფიქრის გაშვებას რამდენიმე წუთის განმავლობაში უზარმაზარი პოზიტიური ეფექტი შეუძლია ქონდეს თქვენს ცხოვრებაზე. გასხივოსნება 700-1000, სიმშვიდე 600, გაცნობიერება 400. რეგულარული მედიტაციები ერთერთი ეფექტური საშუალებაა ენერგეტიკული ვიბრაციის სიხშირის გაზრდის.

10.გიყვარდეთ რაც გიყვართ მთელი გული! საკუთარი თავი, და/ძმა, მშობლები, მეუღლე, შვილები, მეგობრები, საყვარელი საქმე, სიცოცხლე, ლამაზი დილა და თვით სიყვარული.

მიიღეთ, გააცნობიერეთ, გიყვარდეთ, გიხაროდეთ და თქვენი მაღალი ენერგეტიკული ვიბრაცები ყოველთვის სუპერ იღბლიან ადამიანად გაქცევთ.

გისურვებთ წარმატებებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 ფრაზა პროდუქტის გაყიდვისთვის

ამ ფრაზების საკუთარ საიტებზე, ლენდინგზე, წერილებსა და მოლაპარაკებებზე გამოყენებით, თქვენ პოტენციურ დამკვეთს გარიგების დადებისკენ უბიძგებთ.  1. არ გავალდებულებთ  მაგალითად: «ეს თქვენ არაფერს არ გავალდებულებთ». 2. თანხის დაბრუნების გარანტია  თუ დარწმუნებული

Print Friendly, PDF & Email

5 გაკვეთილი, რომლის სწავლაც შესაძლებელია ბუნებისგან

1. პირველი გაკვეთილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის კოდალასგან: „რეალისტური ფოკუსირების გაკვეთილი“ კოდალა ბევრ რამეში ჩვენზე ჭკვიანია. მართალია ის ხეს ურტყამს თავს, მაგრამ ამას წარმატებულად აკეთებს. ის რეალისტია. ის

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავზოგოთ კვების პროდუქტებზე?

საშუალოსტატისტიკური ოჯახის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე და სასურსათო მაღაზიებში რჩება. გინდათ ისწავლოთ როგორ გამოხვიდეთ მაღაზიიდან ისე, რომ საფულე სულ ცარიელი არ გქონდეთ? როგორ შეძლოთ პროდუქტებზე დაზოგვა ისე, რომ სრულფასოვანი

Print Friendly, PDF & Email

გააკეთე ის, რისიც გეშინია!

ხშირად გვესმის „კომფორტის ზონის“ შესახებ, მაგრამ ცოტას თუ ესმის მისი მნიშვნელობა და ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დატოვება. ბევრი თვლის, რომ ეს არის მდგომარეობა, სადაც თავს ფიზიკურად ან ემოციურად

Print Friendly, PDF & Email

ნუ იჩქარებთ შეფასებების გაკეთბას!

ნუ იჩქარებთ შეფასებების გაკეთბას! მოხუცი მამაკაცი 25 წლის ვაჟთან ერთად შევიდა მატარებლის ვაგონში და დაიკავა კუთვნილი ადგილი. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა. როგორც კი მატარებელი დაიძრა, მან ფანჯარაში გადაყო ხელი ჰაერის ნაკადი

Print Friendly, PDF & Email

ბრძენი ადამიანის 14 წესი

უმეტესად უნდა იყო ჩუმად. პირდაპირ არასდროს არაფერი არ იკითხო. არ გახსნათ საკუთარი აზრები უცხო წიგნებში (ნუ წერთ ველებზე). ცბიერობა – მდომარეობის გამოყენების უნარია. სიბრძნე – იმის ცოდნაა სად რა უნდა

Print Friendly, PDF & Email