როგორ ვაქციოთ ქმარი მილიონერად: 5 ძირითადი წესი

როგორ ვაქციოთ ქმარი მილიონერად: 5 ძირითადი წესი

1. გჯეროდეთ ქმრის
გჯეროდეთ ქმრის გულწრფელად და მთელი სულით. დაივიწყეთ წყენა. მართალია, ზოგჯერ რთულია საკუთარ თავს გადააბიჯო, რადგან ქორწინების მანძილზე წყენა გროვდება, მაგრამ მაინც…
ქმრისადმი უპირობო სიყვარული და რწმენა – უმთავრესი ნაბიჯია ქმრის მილიონერად ქცევის გზაზე.

2. შეაქეთ ქმარი
არამარტო ქალებს უყვართ ყურებით, ყველა მამაკაცს ძალიან სიამოვნებს შექება. აღფრთოვანდით ქმრით, იყავით მის მიმართ მადლიერი. ამ მეთოდის საიდუმლო მდგომარეობს ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენაში.
ქმარი დაიწყებს უფრო მეტი სიმაღლეების დაპყრობაზე ფიქრს და საკუთარი თავისა და თქვენთვის იმის დამტკიცებას, რომ შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მიზანს. ამით, თქვენ ასევე გამოუმუშავებთ ფურო მეტ თავდაჯერებულობას.

3. მიეცით სტიმული მის ზრდა
როგორ კეთდება ეს? ქალურად ძალიან მარტივად: «საყვარელო, მე ისე ძალიან მინდა ახალი ქურქი, ძველი სულ გაცვდა. მე ვიცი, რომ ჯერ ამის საშუალება არ გვაქვს, შენ მუშაობ, ცდილობ, შენ ისეთი ყოჩარი ხარ»
ასეთ ფორმაში თხოვნა-მოთხოვნა ძალიან თავაზიანად ჟღერს და არ ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. იმის ალბათობა, რომ ქმარი მას გიყიდით, ძალიან დიდია.

4. ნუ «გადახერხავთ» მას წვრილმანების გამო
შეიძლება ელექტრო წერტილი მოსაწესრიგებელია, მაგრამ ქმარი-ელექტრიკოსი წარბსაც არ იხრის ამის გამო. პარადოქსია, მაგრამ დღეისათვის ბევრ ოჯახში ფიქსირდება ფაქტი «მეწაღე წაღების გარეშე», რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ოჯახში არსებულ «ატმოსფერულ წნევაზე». შეახსენეთ მას ამის შესახებ მოფერებით და არა ჩხუბით. ქმარი უბრალოდ მიეჩვია, რომ თქვენ ერთი ხელის დაქნევით ყველაფერს თავად გააკეთებთ: მაგალითად ხელოსანს გამოიძახებთ.
თუ მიუდგებით მშვიდად, ის შეიგნებს, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა და სხვაგვარად უბრალოდ არ გამოვა.
ქმრის მილიონერად გამოსაზრდელად საჭიროა მასში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება, რომელიც სწორედ მსგავსი წვრილმანების შესრულებიდან მოდის.

5. განავითარეთ მისი ნიჭი
თქვენ უკვე დიდი ხანია ერთად ხართ და ქმრის საკუთარი ხუთი თითივით იცნობთ. რაში ერკვევა ის ყველაზე კარგად? სად გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში? უბიძგეთ მას, დაეხმარეთ გაიფართოვოს ცოდნა და უნარები. რა თქმა უნდა ეს უნდა გააკეთოთ ნელ-ნელა და არა მომაბეზრებლად.
თქვენ უნდა გახდეთ მისი დასაყრდენი, მხარდამჭერი, საყვარელი ქალი.

რთულია თუ არა ეს? არც ისე, უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია მონდომებაზე და სურვილზე, რადგან ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია…

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ