მშობლების 7 შეცდომა, რომლებიც ხელს უშლის შვილებს ლიდერებად გაიზარდონ

მშობლების 7 შეცდომა, რომლებიც ხელს უშლის შვილებს ლიდერებად გაიზარდონ

როგორ ანგრევენ მშობლები შვილების მომავალს და როგორ უნდა შეწყვიტონ ამის კეთება.
ლიდერობის ექსპერტმა და ფსიქოლოგიური ბესტსელერების ავტორმა ტიმ ელმორმა თავისი კვლევების დროს გამოავლინა მშობლების ტიპიური შეცდომები, რომლებიც წინასწარ ახდენენ ბავშვებიში თავდაუჯერებლობის პროგრამირებას და ზღუდავენ მათი ბედნიერების შესაძლებლობებს.

ელმორი საუბრობს ამ შეცდომებზე და იმაზე, თუ როგორ არ უნდა დავუშვათ ისინი.

1. ჩვენ არ ვაძლევთ ბავშვებს გარისკვის საშუალებას
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვაფრთხილებს საშიშროების შესახებ. «უსაფრთხოება — მთავარია», ვფიქრობთ ჩვენ და გვეშინია ბავშვები არ დავკარგოთ, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს მათ დასაცავად. დიახ, ეს ჩვენი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ამით ასევე ვახდენთ მათ იზოლირებას ჯანსაღი რისკისგანაც, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათზე.

ევროპელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ბავშვი არ თამაშობს ეზოში და მშობლები არ აძლევენ მუხლების დაზიანების უფლებას, დიდობაში ის ფობიებით შეიძლება დაიტანჯოს. ბავშვები ბევრჯერ უნდა დაეცნენ იმის გასაგებად, რომ ეს ნორმალურია. მოზარდები ალბათ უნდა დაშორდნენ შეყვარებულს იმის გასაგებად, რომ მიხვდნენ რამდენად ზრდასრულები არიან ემოციურად, რასაც ხანგრძლივი ურთიერთობები მოითხოვენ.
თუ მშობლები ბავშვების ცხოვრებიდან აქრობენ რისკს, ასეთი ბავშვები ყალიბდებიან დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებად.

2. ჩვენ ძალიან ხშირად გავრბივართ დასახმარებლად
დღევანდელ ახალგაზრდობას გამომუშავებული არ აქვს მთელი რიგი უნარები, რომლებიც ჰქონდათ მაგალითად 30 წლის წინანდელ ბავშებს და ახალგაზრდებს, რადგან მშობლები ყველაფერზე ეხმარებიან და მათ პრობლემებს სრულად საკუთარ თავზე იღებენ. როცა ასე ვიქცევით და ზედმეტ დახმარებას ვუწევთ ბავშვებს, ამით საშუალებას ვართმევთ თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს და ისწავლონ სამომავლოდ როგორ ხდება ეს.
ეს ქცევა ასევე უზღუდავს მოზარდებს ლიდერობის შესაძლებლობას. ამასთანავე, ბავშები ეჩვევიან, რომ ყველა საკითხი და პრობლემა მათ ნაცვლად სხვამ უნდა გააკეთოს, მშობლებს კი ავიწყდებათ, რომ რეალური ცხოვრება სხვაგვარად ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად მშობლები უშლიან ხელს შვილებს იმაში, რომ კომპეტენტური ზრდასრული ადამიანები გახდნენ.

3. ძალიან მარტივად გამოვხატავთ მათდამი აღფრთოვანებას
თვითშეფასების გამყარებისთვის მოძრაობა ჯერ კიდევ ბეიბი-ბუმერების თაობაში დაიწყო, 1980-იან წლებში კი სკოლებში შეიჭრა. თუმცა საჭირო არ არის ყველაფრის გამო აღვფრთოვანდეთ, რადგან ამას უკუშედეგიც აქვს, ბავშვები ეჩვევიან, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი მშობლებისთვის არიან საუკეთესოები და არა სხვებისთვის, შემდეგ იწყებენ ტყუილების თქმას, ეშმაკობენ, გაურბიან რეალობას – რადგან ამ ყველაფერთან შესახვედრად და გასამკლავებლად მზად არ არიან.

4. დანაშაულის გრძობა კლავს ლიდერობას
თქვენი ბავშვი ვალდებული არ არის ყოველ წუთ უყვარდეთ. ბავშვებს შეუძლიათ იმედგაცრუებას გაუმკლავდნენ, მაგრამ ძალიან უჭირთ იმ შედეგებთან გამკლავება, რაც მათ გათამამებას მოსდევს სამომავლოდ. უთხარით მათ «არა» ან «ახლა არა», მიეცით საშუალება იბრძოლონ იმისთვის, რაც ყველაზე მეტად უნდათ. მშობლებს ყოველთვის უნდათ შვილებს ყველაფერი მისცენ რასაც მოისურვებენ. როცა ოჯახში რამოდენიმე ბავშვია და ერთ-ერთ მათგანს გამოსდის კარგად რაიმეს კეთება, მშობლებს ეუხერხულებათ მხოლოდ ის დააჯილდოვონ ან შეაქონ, ამას არასამართლიანად მიიჩნევენ. ეს არასწორი მიდგომაა, რაც არ გვაძლევს საშუალებას რომ ბავშვებს დავანახოთ რა შედეგები მოსდევს კარგ ქცევას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებს ასწავლოთ, თითქოს ყოველი კარგი საქციელის შემდეგ მაღაზიაში საყიდლებზე წასვლაა აუცილებელი. თუ თქვენი ურთიერთობა დამყარებულია მატერიალურ ჯილდოებზე, ბავშვებს არ ექნებათ არც შინაგანი მოტივაცია და არც უპირობო სიყვარული თქვენს მიმართ.

5. მშობლები არ უზიარებენ ბავშვებს საკუთარ წარსულის შეცდომებს
ნორმალურ მოზარდებს ყოველთვის უნდათ ფრთების გაშლა და რაიმე ახლის გამოცდა. მშობლებმა მათ ამის საშუალება უნდა მისცენ. აუცილებელია საკუთარ წარსულის შეცდომებზე საუბარი და მათთვის მაგალითების მოყოლა, თქვენი აზრის გაზიარება, რადგან მსგავსი სიტუაციები მათ ცხოვრებაშიც ბევრი იქნება. ასეთი დამოკიდებულება ბავშვებს საშუალებას მისცემს პრობლემებს მეტად მომზადებულები შეხვდნენ, ნაკლები შეცდომები დაუშვან და სწორი არჩევანი გააკეთონ. (მოერიდეთ «ნეგატიურ გაკვეთილებს», რომელბიც დაკავშირებულია მოწევასთან, ალკოჰოლტან, ნარკოტიკებთან და ა.შ.)

გარდა ამისა, ბავშვები გარღვევებისთვისაც და პრობლემებისთვისაც ერთნაირად მზად უნდა იყვნენ და აცნობიერებნდენ საკუთარი არჩევანის შედეგებს. მოყუევით მათ თქვენი გამოცდილების დროს რას გრძნობდით, რით ხელმძღვანელობდით და რა გაიგეთ საბოლოო ჯამში.

ჩვენ არამარტო გავლენას ვახდენთ შვილებზე — ჩვენ მათთვის საუკეთესო მაგალითი უნდა ვიყოთ.

6. ჩვენ ვურევთ ინტელექტს, ნიჭს და გავლენას მოწიფულობასთან
ინტელექტი ხშირად გამოიყენება როგორც ბავშვის მოწიფულობის მაჩვენებელი და შედეგად მშობლები თვლიან, რომ ჭკვიანი ბავშვი მზადაა ცხოვრებაში შევიდეს სრულფასოვნად. ეს ასე არ არის. ზოგიერთი სპორტსმენი და ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი, მაგალითად ახდენენ წარმოუდგენელი ნიჭის დემონსტრირებას, თუმცა საჯარო სკანდალებში მაინც ეხვევიან. რაიმე კუთხით გამოვლენილი ნიჭი არ ნიშნავს, რომ ბავშვი ყველაფერს თავს გაართმევს. არ არსებობს ჯადოსნური ასაკი, როცა ბავშვები აუცილებლად პასუხისმგებლიანები ხდებიან, არ არსებობს გამოცდილი წესებიც, როდის შეიძლება ბავშვს მისცეთ ან შეუზღუდოთ თავისუფლება.

ამ ყველაფერზე არის მარტივი პასუხი: დააკვირდით იგივე ასაკის სხვა ბავშვებს. თუ ისინი თქვენს შვილებზე მეტ რამეს აკეთებენ, იქნებ დაფიქრდეთ იმაზე, რომ შესაძლოა თქვენ ზღუდავთ საკუთარი შვილების დამოუკიდებლობას.

7. ჩვენ თავად არ ვაკეთებთ იმას, რასაც შვილებისგან ველით
ჩვენი, მშობლების ვალდებულებაა — შევქმნათ მაგალითი ისეთი ცხოვრების, როგორითაც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. დავეხმაროთ მათ იყვნენ ძლიერები, საიმედოები და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქცევასა და სიტყვებზე. საჭიროა გულახდილი სიტყვებით დაწყება: «სიცრუე გადარჩენისთვის» საბოლოოდ გამჟღავნდება და შერცხვებით.

გააკონტროლეთ საკუთარი თავი: როგორ აკეთებთ ეთიკურ არცევანს წვრილმან სიტუაციებში, როცა სხვებს შეუძლიათ ამის შემჩნევა – თქვენ შვილებსაც ხომ შეუძლიათ ამის დანახვა? გაითვალისწინეთ ეს. თუ თქვენ, მაგალითად, არ ზარმაცობთ და არ ცრუობთ, ისინი გაიგებენ, რომ ეს მათთვისაც მიუღებელია. აჩვენეთ მაგალითი ბავშვებს, თუ როგორ შეიძლება უანგაროდ და დაუზარელად აკეთონ საქმე. შეცვალეთ უკეთესობისკენ ადამიანები და ადგილები, რომლებთანაც შეხება გაქვთ და თქვენი შვილები გაიგებენ, შეამჩნევენ ამას, რაც მიახვედრებთ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მომავალში.

რატომ უშვებენ მშობლები ამ შეცდომებს?
ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს შიში და არასაკმარისი გაგება. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყველა თაობის მშობლები ცდილობენ მოახდინონ იმის კომპენსაცია, რაც გააკეთა წინა თაობამ. მშობლები მობილიზებული არიან «ახლა»-ზე და არა იმაზე რა იქნება შემდეგ. ისინი ფიქრობენ ბავშვის დღევანდელ ბედნიერებაზე და არა მის მზაობაზე ხვალინდელი დღისთვის. ეს არის რეაქცია წარსულზე. ახლანდელი მშობლების მშობლები ზეწოლას ახდენდნენ მათზე მომავალი ცხვორებისთვის მზაობის გამოსამუშავებლად, ასწავლიდნენ, რომ საჭიროა ფულის მოფრთხილება, დაზოგვა, საპენსიო ასაკზე ფიქრი და ა.შ. ერთის მხრივ ხელმომჭირნეობა კარგია, მაგრამ ამ ზეწოლამ ბევრ ჩვენგანში გამოიწვია დათრგუნვა, რის გამოც უამრავ სიამოვნებაზე უარს ვამბობთ ქვეცნობიერშივე. ამიტომ, მშობლები, რომლებსაც შეუძლიათ იფიქრონ არამარტო აწმყოზე, არამედ მომავალზე და არ იმოქმედონ წარსულზე რეაგირებით, გაცილებით მეტ შედეგს იღებენ ბავშვების სწორ აღზრდაში.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ